გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერმა გოგა გახოკიძემ "პირველი არხის" ეთერში, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტში" 22 წლის ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა:

"ყველამ ვიცით, როგორი ტრავმები გადაიტანა, რამდენი გამოტოვა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითდაჯერების მოსვლა. "ჰამბურგშიც" ისე მოხდა, რომ არ წაუვიდა თუ მწვრთნელმა ცოტა ისეთი თვალით შეხედა, ცოტა ისეთი გასაგებია, მაგრამ მართლა დასანანია, რომ ეგეთ ფეხბურთელს და ასეთ ტალანტს, რომელმაც ერთა ლიგის პირველი გათამაშება ნაკრებს მოაგებინა, ასე დაემართა... აუცილებლად უნდა წავიდეს ისეთ გუნდში, სადაც ითამაშებს, ესაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. 22 წლისაა, უფრო უნდა მოინდომოს, თავის თავზე იმუშაოს, რათა არც ერთი მწვრთნელი და არც გუნდი არ ალაპარაკოს, რომ, ვთქვათ, ვარჯიში ეზარება ან რაღაც მსგავსი. უნდა იმუშაოს ბევრი და ყველაფერი გამოუვა. მას აქვს იმხელა რესურსი, რომ დიდ დონეზე ითამაშოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკრებსაც გამოადგება მომავალში.

"გენტთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ აქვს, ტრავმების გამო უხანგრძლივებდნენ... ქეცბაიას კვიპროსში უნდოდა წაეყვანა, ძალიან უნდოდა თან, თუმცა თვითონ წამოვიდა "ანორთოსისიდან". კონკრეტული შემოთავაზება ჯერჯერობით არ არის. ბელგიაში დარჩენაც არ უნდა, რადგან მწვრთნელთან გარკვეული პრობლემები აქვს. იქ იმ სპეციალისტმაც ხელშეკრულება 2 წლით გააგრძელა. თვითონ უნდა იფიქროს, წავიდეს ისეთ გუნდში, სადაც ითამაშებს. ახლა კიდევ რომ გადავიდეს სადმე და კიდევ არ ითამაშოს, ფსიქოლოგიურად გატყდება".

კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმაც, გოჩა ჯამარაულმაც:

"საინტერესოა სანიოლის აზრი, გიბრალტართან დააყენა, შემდეგ განაცხადში არ იყო. არ ვიცი, ამ ბიჭს როგორი ხასიათი აქვს. ხომ არ შეეტყო რამე, რომ გამოცვალა ან არ დააყენა. აქ გიბრალტართან ცუდად მართლა არ უთამაშია. ის ჩაკვეტაძე არაა, მაგრამ კარგად ითამაშა. შემდეგ ორი თამაში რომ 18 კაცში ვერ ხვდები, საინტერესოა. ამ მომენტში ჩაკვეტაძემ ხასიათი უნდა გამოაჩინოს. ესაა ფეხბურთის ტრავმა, რომელიც ბევრს გადაუტანია. ევროპა ისეთი რაღაცაა, რომ იქ თუ შენი ხასიათი არ გამოაჩინე, ხელს არავინ ჩაგკიდებს და გათამაშებს. თუ მგელი არ ხარ, ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ გამოვა. საქართველოს ჩემპიონატშიც თამაში უნდა. ვარჯიშზე თუ არ დაიხარჯე, ზოგადად ვამბობ, გიოზე არ ვიძახი, თუ 100%-ით თამაშსა და ვარჯიშზე არ დაიხარჯე, სადაც უნდა იყო, შენ მწვრთნელი არ გათამაშებს. სათამაშო დისციპლინა რა არის, პირველი - მწვრთნელი რასაც დაგავალებს, ჯერ იმას აკეთებ, იმის იქითაც თუ აკეთებ, უკვე ძალიან მაგარი ხარ".

ვლადიმერ გუცაევმაც "ჩაკვეზე" საკუთარი მოსაზრება შემოგვთავაზა:

"თქვენ ევროპაში ითამაშეთ და იცით, რომ ევროპაში თამაში ძალიან ძნელია, მით უმეტეს, იქით, დასავლეთში. რაც უფრო დასავლეთია, მით მეტად სერიოზულია ფეხბურთი. შოთა არველაძემაც ილაპარაკა, თუ როგორ ვარჯიშობენ. შოთას რომ გაუკვირდება ტემპი და ვარჯიშზე დატვირთვები, არ ვიცი. ამიტომ მოინახოს ისეთი გუნდი, თუნდაც თბილისის ან ბათუმის "დინამო", სადაც ითამაშებს, აღიდგენს თავის ყველაფერს, იმიტომ, რომ ეგ რომ ჩვეულ ფორმაში იყოს. ნაკრები როგორი იქნება, აქეთ კვარაცხელია, იქით ჩაკვეტაძე, უკან კარგი ბიჭები არიან, დაცვაში იგივე კაშია, კვირკველია. იმედია, ყველაფერი გამოვა".

qomagi
აღარ უნდა ამდენი ფიქრი რაც დრო გადის ჩაკვეტაძისთვის მით უარესი,ევროპაში ამხელა ტრამვის მერე ფეხბურთელს არ აიყვანენ,ამიტომ სასწრაფოდ თბილისის დინამოში გადასვლა იქნება მისთვის ძალიან სარგებელის მომტანი და ძველი ჩაკვეტაძე გახდება დინამოში აუცილებლად, აგერ კვარაცხელიას მაგალითი,კვარას საქართველოში თამაშით ფორმა არ დაუკარგავს, პირიქით სილაღე დაიბრუნა და ზოგ რაღაცეებში საგრძნობლად მოუმატა, ბოლობოლო აქედან წავიდა ნაპოლში.ჩაკვეტაძეს ჭირდება ასევე გვერდში მდგომი ისეთი აგენტი ვინც მისთვის სასარგებლო რჩევების მიმცემი იქნება, დღეს კი ასეთი ადამიანები მის გვერდით არ არიან.ჩაკვეტაძე ძალიან ჭირდება ქართულ ფეხბურთს ვითუმეტეს ანანიძის წასვლის მერე,ამაზე ყველამ უნდა იზრუნოს ერმაც და ბერმაც.
მამუკას
კარგია გული რომ შეგტკივა მაგრამ მშობლებმაც იციან მისი პრობლემები და აქამდე რატომ ვერ მოუგვარეს ვინმემ თუ იცის დაწეროს
მოქალაქე
ზოგად თუ შევხედავთ რთულია რასაც ვამბობ მაგრამ შანსი ქონდა და ხელიდან გაუშვა. ზოგადად ჩვენ გავხადეთ გმირი და მედიამ ერთი გოლი გაიტანა ნაკრებში და ამომავალი ვარსკვლავია ...ატყდა ქება დიდება და შედეგი რა მივიღეთ...ტრამვებსაც ვაბრალებთ მაგრამ კვარაცხელიასაც ქონდა ტრამვები ,მაგრამ მოინდომა და რა დონეზეა ვხედავთ...როცა სპორტმენი ასპარეზზე გამოდის არ შეიძლება ცამდე აყვანა...ცრითხალდ უნდა მოვექცეთ...ძნელია მაგრამ ჩაკვეტაძე აქ თუ ითამაშებს სხვაგნ ვეღარ.
მერაბი
ბათუმში უნდა წავიდეს ერთი ან ორი სეზონით, ითამაშებს, ფორმას აღიდგენს, ფიზიკურ კონდიციებს მოუმატებს და მერე მართლა ის ძველი ჩაკვეტაძე დაბრუნდება. საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლა არ უნდა იყოს მისთვის ტრაგედია, მითუმეტეს ბათუმის დინამოში. გეგუჩაძის ხელში ათამაშდება.
მამუკა
მშობლებმა უნდა მოკიდონ ამ ბიჭს ხელი და კარგი ფსიქოლოგი აუყვანონ, ასევე სჭირდება უმაღლესი დონის ფიზ-მომზადების მწვრთნელი
123
რომელ ჭანკვეტაძეს ნინელი?DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
სოსო
ჩაკვეტაძეა გვარად
ვვვ
ვაისმა წაიყვანოს, ხო უყვარდა. ეგ უკეთებდა თამაშებს.
ქომაგი
ფსიქოოლოგიური პრობლემა აქვს გადასალახი სხვა პრობლემა ამ ბიჭს აე-რააქვს. წარმატებები ჭანკვეტაძეს.
გუსანი
ნაკრებში თუ სადმე გვიჭირს პირველ რიგში შუა ხაზია, მეორე- დარტყმებია სერიოზული პრობლემა, გაიხსენეთ შორიდან დარტყმით რამდენი გოლი გვაქვს გატანილი? უძალიანესად ცოტა, ჩაკვესი ყაზახეთთან და აგერ ხვიჩასი მაკედონიასთან და ერთი ორი ადრეულ წლებში ისიც ხო და არა... ეს ბიჭი თუ დაიკარგა ქართული ფეხბურთისთვის ყველამ( ოჯახმა, ფედერაციამ, სამეგობრო, საფეხბურთო სამყარო)ჩაიხედოს თავში, თუ რამე შეეძლოდ და არ გააკეთეს....ფიქსოლოგია თუ მოტივაცია/განწყობაა გამოსასწორებელი ყველა გვერდში უნდა დაუდგეს....
ანდრი
უთამაშებლობა მომავალში ზრდის ტრავმის ალბათობას. ფიზმომზადება მის შემთხვევაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს უზრუნველყოფს. ეტყობა არ ყავს კარგი მრჩეველ-დამრიგებელი.
jino
მხოლოდ შრომა, შრომა და კიდევ შრომა დღე დაღამე!!! აი ეს არის ფორმულა!!!
Gia
Kai fsiqolodi da mwvrtneli unda tavidan ro daawyebion ganvitareba.nichi ki aqvs.droshi miigebs yvelafers tu damjeri iqneba da ar izarmacebs.
გიზოგ
მეც იგივეს ვფიქრობ, წარმატებები გიოს.
საქმე
როგორც ვიცი ფიფია ესაუბრა დინამოში დაბრუნებზე ჩაკვეს და თუ ითაკილა მისი პრობლემაა თუ ვეღარ განვითარდა უთამაშებლობის გამო,ჩამოვიდეს დინამოში და 2,3თვეში ძველი ჩაკვე გვეყოლება
საქმე
როგორც ვიცი ფიფია ესაუბრა დინამოში დაბრუნებზე ჩაკვეს და თუ ითაკილა მისი პრობლემაა თუ ვეღარ განვითარდა უთამაშებლობის გამო,ჩამოვიდეს დინამოში და 2,3თვეში ძველი ჩაკვე გვეყოლება
საქმე
როგორც ვიცი ფიფია ესაუბრა დინამოში დაბრუნებზე ჩაკვეს და თუ ითაკილა მისი პრობლემაა თუ ვეღარ განვითარდა უთამაშებლობის გამო,ჩამოვიდეს დინამოში და 2,3თვეში ძველი ჩაკვე გვეყოლება

კვარას ურთულესი ფსიგოლოგიური პრობლემები ჰქონდა უდიდესი წნეხის შედეგად და მოერია თავს მაგრად, ასე რომ მოინდომოს თუღა უნდა თამაში, კაცი თუ ხარ ესეა, თუ არადა ხალხს ნერვებს ნუღარ უშლი და ჭამე რაც იშოვე და წადი, ვარჯიში და გართობა არ გამოდის ერთად, უნახავის მომენტია სამწუხაროდ
kaxa
თავისი გადასაწყვეტია, იმუშაოს საკუთარ თავზე თუ "ორი " კაპიკი რომ იშოვა იმითი დაკმაყოფილდეს. ცუდია ხალხი ესე რომ ფიქრობს, აძლევს ამის უფლებას რომ იფიქროს და იმიტომ. თავად არ უნდა ეტყობა უკეთესობა, ყველა კი სიზარმაცეს აბრალის.........
JABA
ამ ბიჭს რომ ვგულშემატკივრობ და მინდა დაიბრუნოს 2018 წლის ფორმა, შემართება და ხასიათი, ეგრე არავის. ძალიან, ძალიან ნიჭერია, თუ უკვე მოირჩინა ფიზიკური ტრავმა და მხოლოდ ფსიქოლოგიურზეა საუბარი, აუცილებლად უნდა გადალახოს და მოვიდეს ხოდზე. ჩაკვე, მიდი რა, ძურად მოინდომე, გადალახე ყველაფერი და გაგვახარე.
არტ
ჯერ კიდევ აქვს დრო. ჭირდება ხასიათი, შრომა და დისციპლინა. და კიდევ, თუ ფეხბურთი მისი ცხოვრების აზრი არ გახდა, დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ეს უნდა გაიგოს და ყველაფერი კარგად იქნება. ნიჭი დიდი აქვს და თუ ახლა გაფლამგა, მთელი ცხოვრება ვერ აპატიებს თავს. თბილისის დინამოში დაბრუნება? შეიძლება ამ ეტაპზე სწორიც იყოს. ყოველ შემთხვევაში სათადარიგოდ ჯდომას ჯობიაფორმის დასაბრუნებლად.
las
ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი ეს არის შუახაზი. რატომ არის რეალ მადრიდი დღეს შეუჩერებელი? იმიტომ რომ უძლიერესი შუახაზი ყავს. თუ ნაკრებში ამ პრობლემას არ მიეხედა დიდი შედეგები ვერ გვექნება. იმედია კიტეიშვილი შევა ფორმაში და ჩაკვეტაძე ათამაშდება. ამ 2 ფეხბურთელზე თუ იქნება გათვლა, სხვა ამ ეტაპზე არ ჩანს
100%
დასვას ვინმემ პირდაპირ ეთერში და ჩვენ, მისი გულშემატკივრები კითხვებს დავუსვავთ. ეს პირველ რიგში მისთვის იქნება, კარგი. ჩვენც ჩამოგვიყალიბდება აზრი მის შესახებ. ამისთანა ტალანტის განიავება, მგონია არ შეიძლება! გასკდა გული. ,,მოიხოდე,, რა გიორგი, ჯერ წინ გაქვს ყველაფერი.
ირაკლი
ზუსტად იგივე ვიფიქრე. ორივე მხარეს წაადგებოდა.
Vasili
ქალის ბრალი მგონია მე !!! ან უქალობის! რავიცი რავიცი , აბა რას დავაბრალო მეც არ ვიცი/
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
ფეხბურთიფეხითკი არა გონებით თამაშია, ამ ბიჭის გონებრივი ზღვარი კი, .... მგონი ჯობია ყველამ თავი დაანებეოთ მოინდომა, ირბინა კიდეც, მარა რისთვის უნდა ირბინოს, აღარ ახსოვს, იმიტომ რომ „დაბოლილი ბუულბული ვარ“ არ ჯობია?!!
დ
სალუქვაძის ჯინაზე გააკეთე ის, რაც შეგიძლია.
ბათუმელი ექსპერტი
მგონია ჩაკვესთვის ეხლა ყველაზე კაი ვარიანტი ბათუმის დინამოა ერთი სრული სეზონი. ჰა რასიტყვით?
G.LA
გიბრალტართან კი ათამაშა, მარა ცუდად თუ არ ითამაშა არც კარგად არ უთამაშია. დამატებით ისეთ უწყინარ მომენტში ყვითელი მიიღო. იმ მომენტში ისე კრა ხელი მოწინააღმდეგეს ვიფიქრე მსაჯი წითელს ამოუღებდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ის რომ შემადგენლობაშიც არ იყო. მისთვის უკეთესი იქნება თბილისის დინამოს დაუბრუნდეს, იქნებ მოიწადინოს და ძირითადში ჩაჯდეს. ბათუმში ძირითადში გაუჭირდება ამ მომენტში. ლატვიასთან, გიბრალტართან, ყაზახეთან გატანილი გოლები უკვე ისტორიაა. ყველას გვინდა ისევ ის ჩაკვე იყოს, მარა თუ თვითონ არ მოინდომა არაფერი გამოვა. წარმატება ჩაკვეს.
ვანჩოპე
ჩაკვეს ყველაფერი წინ აქვს. მჯერა რომ აღიდგენს ფორმას და ისევ ის ძველებური თაბზეხელაღებული ბიჭი იქნება. მთავარია მოინდომოს და არ დანებდეს. მიდი ჩაკვე შეუბერე!!!!!!
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი