საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი ოთხი მატჩი დაასრულა. "ჯვაროსნებმა" 10 ქულა მოიპოვეს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

ამ შეხვედრების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაკრების სპეციალისტმა ვილი სანიოლმა იდეალურ სათამაშო სქემას მიაგნო. როგორც ყოველთვის, გუნდის ლიდერად ხვიჩა კვარაცხელია მოგვევლინა.

გთავაზობთ ორი სპორტული გვერდის სტატისტიკებსა და სიმბოლურ შემადგენლობებს, რომლებშიც ქართველები მოხვდნენ.

Sofascore

პირველი თამაშის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებში საბა ლობჟანიძე (8.8) და ხვიჩა კვარაცხელია (8.5) მოხვდნენ. აღსანიშნავია, ამ სიმბოლურში შევიდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან, მემფის დეპაი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, მერიჰ დემირალი, დელი ბლინდი და ა.შ. შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" გიბრალტარი 4:0 დაამარცხა.

მეორე კვირის სიმბოლურში ამჯერად მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა (8.5). ხვიჩას გვერდით იყვნენ ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლები ჰოიბერგი ("ტოტენჰემი") და ჯონი ევანსი ("ლესტერი").

მესამე კვირის გათამაშებაში კი "კვარა" მოულოდნელად საუკეთესო თერთმეტეულში ვერ შევიდა, რადგან მისი შეფასება 7.6 იყო (ჩრდ. მაკედონიასთან).

სამაგიეროდ, ამავე Sofascore-მა თითოეულ მატჩში ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიას დამაჯერებლად ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს. ამჟამად ბათუმის "დინამოსა" და მომავალში "ნაპოლის" ფეხბურთელს საშუალოდ 8.20 ჰქონდა შეფასება. "კვარამ" გადაასწრო ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან მემფის დეპაი (8.05. ნიდერლანდები, "ბარსელონა"), ჰაკან ჩალჰანოღლუ (7.80. თურქეთი, "ინტერი"), პიერ-ემილ ჰოიბერგი (7.73. დანია, "ტოტენჰემი"), ნუნო მენდეში (7.65. პორტუგალია, პსჟ), კევინ დე ბრუინი (7.60, ბელგია, "მანჩესტერ სიტი"), ერლინ ჰოლანი და მარტინ ოდეგორი (7.45. ნორვეგია, ერლინი "სიტი", მარტინი "არსენალი").

კვარაცხელიას გარდა, საუკეთესო 50-ეულში 22-ე ადგილი დაიკავა თბილისის "დინამოს" 21 წლის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა. ქართველ ფეხბურთელს განვლილ მატჩებში საშუალო შეფასება 7.55 ჰქონდა.

2-2 ასისტით "კვარა"და საბა ლობჟანიძე მე-4 და მე-8 ადგილებს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსნებს, დუშან ტადიჩს (სერბეთი და "აიაქსი"), ბერნარდო სილვასა (პორტუგალია და "მანჩესტერ სიტი") და პეტროს მანტალოსს (საბერძნეთი და "აეკი") 3-3 ასისტი აქვთ.

სახიფათო მომენტების შექმნაში (chance created) საბა ლობჟანიძე 3 მომენტით მე-4 ადგილს იკავებს. ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ორჯერ გაამწვავა და მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

გიორგი ლორიამ საქართველოს ნაკრების კარი სამჯერ დაიცვა და კარი მშრალად ორჯერ შეინახა, რითაც მე-10 ადგილს იკავებს (მეორეადგილოსანსაც იგივენაირი რეზულტატი აქვს). აღსანიშნავია საბერძნეთის ნაკრებისა და ლისაბონის "ბენფიკას" მეკარის, ოდისეას ვლახოდიმოსის ბრწყინვალე შედეგი, ბერძენმა მეკარემ ოთხივე შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

სახიფათო მომენტების განმუხტვაში (cleareances per game), ჩვენდა სასიხარულოდ, პირველ ადგილს სოლომონ კვირკველია (8.50) იკავებს.

ხვიჩა კვარაცხელია გოლს+ასისტ სისტემაში მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ერლინ ჰოლანს (ნორვეგია და "მანჩესტერ სიტი") ჩამორჩება. 33-ე და მე-40 ადგილზე წარმოდგენილნი არიან ბუდუ ზივზივაძე და ვაკო ყაზაიშვილი.

Whoscored-ის ვერსიით, სიმბოლურ გუნდში 6 ქართველი მოთამაშე მოხვდა. ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება 8.42 აქვს. ხუთეულში შედიან საბა ლობჟანიძე (7.38), ანზორ მექვაბიშვილი (7.31), ენეს ბარდი (7.3, ჩრდ.მაკედონია და "ლევანტე") და მე-5 პოზიციას ინაწილებენ ბუდუ ზივზივაძე და გიორგი წიტაიშვილი (ორივე 7.2).

საბოლოო ჯამში, C დივიზონის მე-4 ქვეჯგუფის ოთხი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა სიმბოლური ნაკრები, სადაც 6 ქართველი მოხვდა. ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა, რჩეულების სიაში შევიდნენ ნაკრების ცენტრალური მცველები გურამ კაშია და დავით ხოჭოლავა (ორივე 7.1).

აკაკი
ყველას ჩადეთ გენაცვალედ გულში ბიჭებო თავში არ აგივარდეთ გეხვეწებით მაგრამ რასაც უყურებ თქვენ ფეხბურთისთვის ხართ დაბადებულები მიდით რა გეხვეწებით ეგრე რა ვიზე ნაკლები ხართ ტო უშუალო იყოს თქვენი შემწე
semi
სოლომონ კვირკველიას გამორჩეულ თამაშს და ნაკრებზე გავლენას ვერ ამჩნევენ ქართველი გულშემატკივრები და ჟურნალისტები, სამაგიეროდ უცხოელები ამჩნევენ. ამ ბიჭს შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს ნაკრებისთვის, როცა ის თამაშობს მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძე და ლობჟანიძე უფრო თამამად მიდიან წინ, რადგან საუკეთესოდ აზღვევს ფლანგს სისწრაფის გამო. დანაშაულია მისი გაგრაში ვარჯიში, თავისუფლად შეუძლია ევროპული კლუბში თამაში.
N
საინტერესოა, ახლა რას დაწერენ ხვიჩაზე რუსელები (Россияне)?! ხომ გამოჩნდა, რატომაც ვე(ა)რ თამაშობდა ბოლოს რუსეთში!
Sommer
ხვიჩას ქებას არ დავიწყებ, აქ მარტო მაშინ ვაკომენტარებდი, როცა ლანძღავდნენ და დაცვა სჭირდებოდა. უსამართლობას ვერ ვიტან და იმიტომ. ის ხალხი ლანძღავდა თან, ვინც დღეს აქებს. ახლა ყველას ცაში აჰყავს და აღარაა საჭირო კიდევ ერთი საქებარი კომენტარი ჩემგან. მოსაბეზრებელია. კარგი იქნებოდა ადეკვატური შეფასება გვესწავლა ფეხბურთელების. ასევე კარგი იქნებოდა, რთულ დროს გვერდით დადგომოდა ერი და სამშობლოს მოღალატე არ ეძახებინათ ბიჭისთვის. მე უბრალო გულშეატკივარი ვერ ვივიწყებ იმ დღეებს და თვითონ როგორ უნდა დაივიწყოს არვიცი. თუმცა ძალიან მიხარია, რომ არავის უპასუხა იმ აგრესიაზე. აუცილებლად ექნება გულში ის ფიქრები, რომ რაც უფრო მეტს გააკეთებს, მით უფრო მეტად "მოხვდება" ე.წ გულშეატკივრისგან. აქ არ არის საქმე კრიტიკაში. შეიძლება კარგად რომ ითამაშებს შეაქო, ცუდად ითამაშებს და გააკრიტიკო, ეგ გულშემატკივრის მოვალეობაა. მაგრამ არმესმის იმდენადად ფარისეველი როგორ უნდა იყო, რომ ერთ დღეს სამშობლოს მოღალატე ეძახო კაცს და მეორე დღეს ტაში დაუკრა?! დაუწერო, რომ სახეში შეაფურთხებ, მაისურს შემოახევ (და კიდე უარესი) ნაკრებში ჩამოსულს თუ დაინახავ და მერე დადგე სტადიონზე და მისი სახელი იძახო?! სამშობლოს მოღალატედ თუ მიმაჩნია ვინმე იმისი საერთოდ არაფერი მჭირდება. ახლა საქებარ სტატიებს წერენ და "კვარადონათი" მოიხსენიებენ ის სპორტ მედიის წამომადგენლები, რომლებიც თინა კანდელაკს ადარებდნენ, ამცირებდნენ ხვიჩას და გადაცემაში ამტკიცებდნენ როგორ მიუძღვის წვლილი უკრაინელი ბავშვების მკვლელობაში. ტელევიზიები, რომლებსაც ერთხელაც არ გაუკეთებიათ სიუჟეტი მასზე, დღეში ათ პოსტს მაინც დებდნენ ხალხის გასაბრაზებლად და რაც შეიძლება მეტი ცუდი კომენტარის მოსაზიდად. ასეთი რამე ჩემთვის რომ დააბრალებიათ შეიძლება თვითმკვლელობამდე მივსულიყავი სტრესისგან. უბრალოდ ახალგაზრდა ადამიანის ფსიქიკა ფეხებზე დაიკიდეს. მოდი ვინმემ არ მითხრას აქ, რომ ერთი მუჭა ხალხი იყო ისინი, ძალიან ძალიან ბევრი იყვნენ, მათ შორის ჩემი თანამოაზრეებიც და ძალიან ბევრთანაც მომივიდა კამათი. დასკვნა: არ არსებობს საქართველოში მხარე, იდეოლოგია, ქოცი,ნაცი, ყველა გადაუვლის სხვას, საქმეზე რომ მიდგეს. ერთადერთი შეგნება და ადამიანობა გვრჩება იმედად, რომელიც შეიძლება ყველა იდეოლოგიის მატარებელს გააჩნდეს. თუმცა თითზე ჩამოსათვლელები აღმოჩდნენ ასეთებიც. პ.ს გუშინ ასეთი კომენტარი აღმოვაჩინე: ბოლოსდაბოლოს წამოვიდა ეგ ბიჭი რუსეთის ნაკრებიდანო? ნაკრებიდანო ხალხო!! რეალურად ასეთი პუბლიკისთვის იყო გათვლილი ის "ნიუსები" და მიაღწიეს კიდეც.

ან გრაფიკული გამისახულება დადეთ, მთლიანად ჩამოთვალეთ, ვერაფერი ვერ გავიდე!!
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი