"ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტური დარჩა; ოთხეულის საუკეთესო ნაკრებები ერთი დივიზიონით დაწინაურდებიან, ბოლოადგილოსნები კი - დაქვეითდებიან.

საქართველოს ნაკრების მდგომარეობა

ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი "ჯვაროსნები" ჯგუფს 10 ქულით ლიდერობენ და მის ბოლომდე მისაყვანად 3 ქულა სჭირდებათ.

რა თქმა უნდა, დარჩენილ მატჩებში 6 ქულის ამბიცია გვაქვს და პლეი-ოფში რაც შეიძლება მაღალი ქულით შესვლა გვჭირდება (თუ რატომ, ქვემოთ დავწერთ), მაგრამ ჩრდ. მაკედონიასთან თანაბარი ქულების შემთხვევაში (ამჟამად მათ 3 ქულით აღვემატებით), უპირველესად, ურთიერთშეხვედრებს აქვს მნიშვნელობა, ისინი კი სტუმრად დიდი ანგარიშით (3:0) დავამარცხეთ. მეორე პარამეტრი, ბურთების ბალანსიც, ბევრად უკეთესი გვაქვს - 12:2.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩრდ. მაკედონიას 23 სექტემბერს დავუხვდებით, 3 დღის შემდეგ კი ჯგუფურ ეტაპს გიბრალტარში დავხურავთ.

სიტუაცია პლეი-ოფში

"ერთა ლიგაზე" ჯგუფის გამარჯვებულები უფრო მაღალ დივიზიონში დაწინაურდებიან, ერთი საუკეთესო ნაკრები კი კვლავაც ევროპის ჩემპიონატზე გავა. "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპისა და ზამთარში გასამართი მუნდიალის შემდეგ, 2023 წლის მარტიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყება, საიდანაც ტურნირზე მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც შეეცდება. იმ ნაკრებს, რომელიც 2024 წლის ჩემპიონატზე შესარჩევიდან მოხვდება და "ერთა ლიგის" პლეი-ოფშია გასული, ამ უკანასკნელში სხვა ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება "ერთა ლიგის" ნახევარფინალურ პლეი-ოფს, 4 ჯგუფიდან გასული ნაკრებები შემდეგი პრინციპით უპირისპირდებიან - ყველაზე მეტი ქულის მქონე ნაკრები საკუთარ მოედანზე ოთხეულის ყველაზე მწირქულიან წევრს მიიღებს, ხოლო მეორე მესამეს უმასპინძლებს. ფინალში მასპინძლის ბედს კი წილისყრა გაარკვევს.

სავარაუდო მეტოქეები

C ლიგაში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ჯგუფში გამარჯვება, ანუ B ლიგაში დაწინაურება, საბერძნეთის ნაკრებმა ოფიციალურად გაიფორმა. ურუგვაელი გუსტავო პოიეტის გუნდს 12 ქულა აქვს, უახლოეს მდევარს, ალენ ჟირესის კოსოვოს 6 ქულით აღემატება და დარჩენილ მატჩებში, წაგების შემთხვევაშიც, მიუწვდომელია.

ბერძნებში თურქეთის ჩემპიონი, "ტრაბზონსპორის" 28 წლის ნახევარმცველი ანასტასიოს ბაკასეტასი გამოირჩევა, რომელიც 3 გოლისა და 1 შედეგიანი პასის ავტორია. საბერძნეთის ნაკრებს ბურთების ბალანსი 7:0-ზე აქვს - საკუთარ კარში გოლი არ მიუღიათ.

თავის ჯგუფში 12 ქულა აქვს თურქეთის ნაკრებსაც, გოლი არც მათ გაუშვიათ და 14 გაიტანეს, მათ შორის 2 ჰაკან ჩალხანოღლუს ზუსტად შესრულებული პენალტია. თეორიულად, მათი გადასწრება ლუქსემბურგს შეუძლია, თუმცა გერმანელი კუნცის გუნდი მშვენიერ ფორმაშია და C ლიგის საუკეთესო ნაკრებობისთვის დიდი ნაბიჯიც აქვს გადადგმული. "ფენერბაჰჩეს" 30 წლის ფორვარდ სერდან დურსუნის ანგარიშზე 4 გოლია - მეტი, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელიას (3).

თურქებს ევროპირველობაზე მოხვედრის დიდი შანსი შესარჩევი ეტაპიდანაც აქვთ, რაც შანსს "ერთა ლიგის" სხვა ნაკრებს გაუხსნის.

დაგვრჩა C დივიზიონის ბოლო ჯგუფი, სადაც საკმაოდ მოულოდნელი ვითარებაა. ოთხეულს ყაზახეთის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც ფავორიტად მიჩნეულ სლოვაკებს უკვე 2 შეხვედრა მოუგო და მათ აზერბაიჯანელებიც მიაყოლა. ახალგაზრდა რუსი მწვრთნელის, ადიევის გუნდმა ქულები მხოლოდ ბელარუსში (1:1) დაკარგა. "ასტანას" 26 წლის ფორვარდმა აბატ აიმბეტოვმა 3 გოლი გაიტანა.

ვინ ვის შეხვდება?

იმედია, სექტემბერში ყველაფერი ისე დალაგდება, საქართველოს ნაკრები C ლიგის საუკეთესო გუნდი იქნება, დღეის მდგომარეობით კი, პლეი-ოფის ნახევარფინალში ასეთი წყვილები გვექნება: თურქეთი-ყაზახეთი, საბერძნეთი-საქართველო. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის ჯერ შესარჩევ ეტაპზეც გვჯერა და შემდეგ იმისაც, რომ საბერძნეთში გამარჯვება შეგვიძლია, რასთანაც გასულ შესარჩევ ციკლში ახლოს ვიყავით. ეს შორეული ამბებია, უახლოესი სწორება კი მომავალ სექტემბერზე უნდა გვქონდეს და ჯგუფში გამარჯვება საბოლოოდ გავიფორმოთ.

რრრ
საბერძნეთთან შესარჩევში გასვლა გაცილებით უკეთ ვითამაშეთ ვიდრე სახლში , ასე რომ კიდე საკითხავია სად თამაში ჯობია.დდ
ჰაჰა
ეს ხალხი რაზე ნერვიულობს? დარწმუნებული ვარ ევროზე შესარჩევით გავალთ.
იერემია ჯონჯოლავა
თურქეთი სხვა საკვალიფიკაციოთი 80% გავა ამიტომ ჩვენ არ გადაგვეღობება, საბერძნეთს ავცდებით ნახევარფინალში ფინალში მოგვიწევს მაგათთან, რომელის მასპინძლობა ბრმა კენჭისყრით ხდება ამიტომ ყურებს ნუ ჩამოყრით არაა გამორიცხული ორივე ჩვენ ვუმასპინძლოთ
შავი კაცი
ვერ დაგეთანხმები მეგობარო ამ იდეასთან დაკავშირებით გამომდინარე იქედან რომ ჩაკვეტაძეს სკამზეც გაუჭირდება მოხვედრა თუ სუფთა ფეხბურთის თვალსაზრისით შევხედავთ..უბეალოდ მაინტერესებს ვინ უნდა ამოაგდოს კონკურენცია ძალიან დიდია ამ კლუბში და შინაურობით და ახლობლობით სასტავში აქ ვერ მოხდება სხვა ფეხბურთელებს უსამორთლობის საფუძველს ვერ ჩაუდებთ გულში..სწორად გაიგეებ იმედია.ჩაკვეს კი წარმატებებს ვუსურვებ სულით და გულით..უბრალოდ ჯანოსავეთ კარიერის დასრულება მოუწევს როცა დაინახავს რომ კონკურენციას ვერ გაუქაჩავს და მე პირადად არ ვისურვებ რომ ჩაკვე ასეთ სიტუაციაში მოხდეს..
კ ო მ ბ ლ ე
თუ ათამაშდა! თუ ფორმაში შევიდა... მე მოკლედ ვიკითხავ.. „თუ“ .. და თუ ვერა, მაშინ? მე მაგის ვარსკვლავობის არასოდეს მჯეროდა, ჩემთვის ეგ რიგითზე დაბალი დონეც კია.
მინდია
ხალხს არ დავიწყებია, თვითონ დაივიწყა
კოტე
ერთი მითხარით ადიევი რუსი როდიდან გახდა? თუ იცით რომ პასპორტში რუსი უწერია!?
BARSA
ak beridze aravis axsovs arada aravize naklebi araa, beridzem da budum ungretshi gasavardni gundi xuteulshi gaikvanes, orive ertad zlieri sheteva ikneba.
დავით 67
რა გინდათ საქართველოს ნაკრები გასვლას უკეთ თამაშობს ვიდრე შინ. აქ ზედმეტად ნერვიულობენ. იყოს ათენი.
Vasili
ხალხს როგორ დაავიწყდა არაბიძე , არადა ერთ დროს იგივე იმედებს ვამყარებდით როგოც კვარცხელიაზე და ჩაკვეტაძეზე
123
აიი როგორრ ვერ მოვიგეთ ბულგარეთთან რაა, სასტიკად გავბრაზდი, გასვლა საბერძნეთთან ურთულესი იქნება ეჭვი არშეგეპაროთ. ვილოცოთ რომ ბერძნებმა გატეხონ ერთი თამაში მაინც.
ქართველი
არმინდა ხოლმე რო დავწერო მაგრამ მაინც იმდენი წერთ რომრავი. იმის მოლოდინი რო ჩაკვეტაძე დაბრუნდება არის უტოპია. 4 წელია კაცს ფეხბურთი არუთამაშია.ფიზიკა აღარ უვარგა, ბურთთან საერთოდ გაუცხოვებულია და რისი იმედიგაქვთ? რაცუფრო ნაკლებ იმედს დაამყარებთ მითუფრო ნაკლებად გეწყინებათ.
ს
დავიჯერო, რომ ერთ ფრესაც არ გააგორებს ან თუქეთი და ან საბერძნეთი?
რომას
ჩაკვე თუ ათამაშდა შანსი გვექნება და თუ არა ისევ იმედგაცრუება დარჩება
გულშემატკივარი
ჩაკვეტაძე რაც შეიძლება,მალე უნდა შევიდეს ფორმაში, ამისათვის კი პრაქტიკაა საჭირო.იქნებ იზრუნოს ბათუმის დინამომ მის გადმობირებაზე, კლუბისათვისაც კარგი იქნება და ჩაკვეც ნელ ნელა აკრიფავს ფორმას.
გია
ეგრეც დალაგდება.უნდა მოგვეგო ბულგარეთთან
რომა
ჩაკვე უნდა ათამაშდეს რადაც არუნდა დაუჯდეს ფორმა თუ აღიდგინე ძალიან მაგარი გუნდი გვეყოლება ჩაკვე და კიტეიშვილი რო დაემატება ამ გუნდს ეხლა სულ ფლანგებიდან ვუტევთ და მაგ ორი ფეხბურთელის დამატებით ცენტრიდანაც სახიფათო ვიქნებით ჩაკვეს და კიტეს მონაწილეობით... ცენტრალურ თავდამსხმელს რაც შეეხება ბუდუ კარგად ჩაჯდა ამ ფორმაციის ნაკრებში მაგრამ ბუდუზე კარგად ვოლკოვი ჩაჯდება მასეთი გოლის ალღოთი..მოძრავი და დასწრებაზე კარგად მოთამაშე სხვა არგვყავს..
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია