წლევანდელი სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენამ მილოშ რაონიჩმა გუშინ ტრავმირებულ ბარძაყზე ოპერაცია გაიკეთა
წლევანდელი სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენამ მილოშ რაონიჩმა გუშინ ტრავმირებულ ბარძაყზე ოპერაცია გაიკეთა. როგორც ექიმები ვარაუდობენ, 20 წლის ჩოგბურთელის აღდგენითმა პროცესმა, შესაძლოა, ექვსი კვირა დაიკავოს.

ასე რომ, მსოფლიოს 26-ე ნომერი დანამდვილებით გამოტოვებს საშინაო მასტერსს მონრეალში და ასევე ვერ ითამაშებს ცინცინატის მასტერსში. არც ის არის გამორიცხული, რაონიჩმა ვერ ითამაშოს სეზონში "დიდი სლემის" ბოლო ტურნირზე - აშშ-ის ღია პირველობაზე, რომელიც 29 აგვისტოს "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კანადელმა ტრავმა უიმბლდონის მეორე წრეში ლუქსემბურგელ ჟილ მიულერთან მატჩში მიიღო. როგორც კანადის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელი აცხადებს, მილოშმა უკვე დაიწყო მსუბუქი ვარჯიშები.

სერიოზული არ აღმოჩნდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკის ტრავმა, რომელიც მან ამ კვირას მიმდინარე ბაშტადის ტურნირზე მიიღო. როგორც იცით, დანიელმა ჩოგბურთელმა შვედ სოფია არვიდსონთან მატჩში მხარი დაიზიანა და მეორე სეტიდან მიატოვა შეხვედრა. სხვათა შორის, ანალოგიური ტრავმა კაროლინმა 2008 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზეც მიიღო.

"ვიგრძენი, რომ მარჯვენა მხარი წესრიგში არ მქონდა, ამიტომაც რისკს მოვერიდე და მატჩი შევწყვიტე", - განაცხადა ვოზნიაცკიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე