ხაშურის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა:

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა.

მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი.

არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ!

15 ივნისის ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება."

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონლიგის მატჩი ხაშურის "ივერიასა" და "გლდანს" შორის ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.

სოსო
ხალხო,მოედანზე რაც გინდა მოხდეს,მაყურებელს სტადიონზე გასვლის უფლება რომ არ აქვს,ამას რა მსჯელობა და მიეთ-მოეთი უნდა?მოედანზე რაღაცა მოხდა,ამბობენ შემთხვევით მოხდაო.ჩანაწერშიც თითქოს ასე ჩანს.რა და როგორ მოხდა,ამას სადისციპლინო კომისია გაარკვევს,მაგრამ მაყურებლის მოედანზე შესვლას,გარკვევა რომ აღარ სჭირდება და აუცილებლად დასასჯელი ფაქტია,არა მგონია საკამათო იყოს.ხანდახან საკუთარი თავიც გაიმტყუნეთ,რა!ძლივს ფაეხბურთის თამაში ვნახეთ, ჩვენს ჩემპიონატში და ისევ ძველ უსახურობაში ნუ მივაბრუნებთ ყველაფერს.
მწვრთვნელი
თქვენ ახლა ისე გამოდის, რომ სტადიონი უშლიდა ხელს "ივერიას" უმაღლეს ლიგაში, რომ ეთამაშა და სხვა არაფერი?! შე კაი ადამიანო 90-91 წლებში "ივერია" სულაც სურამის სტადიონზე თამაშობდა და ყველა გუნდი ჩემპიონატიდან სურამში მოდიოდა (რამდენჯერ ამძვრალვარ მუხაზე, რომ ქეცბაიას ან ქობელაშვილის თამაშისთვის მეყურებინა) სტადიონზე ვერ შეხვიდოდი! არასდროს მინახია ვინმეს გაემართოს დაკა-დაკა! წესებია და უნდა დავიცვათ ეგ ოხერი! ბევრჯერ მსაჯსაც დაუჩაგრია და "ივერიას" წაუგია თამაში, მაგრამ მსაჯისთვის ბუზი არავის აუფრენია! სურამის კოლოროტი ხალხი სულ სტადიონზე იკრიბებოდა! დაფინანსება კიდევ 10-ჯერ ნაკლები ჰქონდა ვიდრე ეხლა აქვთ!
მწვრთვნელი
ხოო თუ მასე იყო მაშინ კარგი! ხანდახან ისროლონ ხოლმე ბოთლები და სტადიონზეც შევიდენ ხოლმე! მე არავის არ ვამართლებ და არც ვამტყუნებ, მაგრამ წესები ვისთვის არის დაწერილი!? შე კაი კაცო ერთმა მოთამაშემ მეორეს ბოთლი, თავზეც რომ გადაამტვრიოს მსაჯი რისთვის არის მანდ!?
თენგო
(მწვრთნელს) თქვენ რომ თამაშისთვის გეყურებინათ ასე არ იტყოდით თამამად ვიტყვი თამაშის დონე, ტემპი არ ჩამოუვარდებოდა უმაღლესი ლიგის თამაშებს. მთელი ორი ტაიმის მანძილზე მაღალი ტემპი შენარჩუნდა უამრავი საგოლე მომენტებით და ლამაზი გოლებით. ინციდენტი შემთხვევითობა იყო, სტუმრების მეკარემ მძიმე საგანი მოისროლა მოედნის იქით, მაგრამ ხელიდან გაუცურდა და მასპინძლის გამირჩეულ მოთამაშეს მოარტყა თავში. გათიშული ფეხბურთელი რომ დაინახეს გულშემატკივრები გადაირივნენ და შევარდნენ მოედანზე. ინციდენტი მალევე განიმუხტა, თითქმის არაფერი მომხდარა.
www
ფედერაციამ მხოლოდ ნახაევარი დააფინანსა. დანარჩენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მეხთე ლიგაში კი გუნდი მხოლოდ უსტადიონობის გამოა. ივერია 1926 წლიდან არსებობს და ხაშური ყოველთვის საფეხბურთო ქალაქი იყო. ეგ კი არა, სტადიონი წესით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, რადგან გულშემატკივრები ვერ ეტევიან. ეს შევარდნა კი ისედაც პროვოკაციას მოჰყვა, მაგრამ მაინც გაუმართლებელია. თუმცა რამდენჯერა უმაღლესი ლიგის თამაშებში შევარდნილა გულშემატკივარი იმას თუ დავთვლით, მაშინ ის გუნდები საერთოდ უნდა დაეშალათ. არ ამ კლუბს არ აფინანსებს ფედერაცია და ეს მცირე ტანხებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება. ჰოდა ნუ გვამადლით. აგერ ნახავთ რამდენიმე წელში სად ითამაშებს ეს გუნდი.
მწვრთვნელი
სასწრაფოდ შექმენით მე-6 ლიგა და იქ დააქვეითეთ ორთავე გუნდი! სირცხვილი და ნამუსი საერთოდ დაკარგეთ ფედერაციაში? მეხუთე ლიგაში მოთამაშე გუნდს სტადიონი აუშენეთ, აფინანსებთ ხალხის ჯიბიდან და კიდევ ასეთ ამბავს ჩადიან! ქუჩაში მოთამაშე გუნდები აღარ ჩხუბობენ და რიგდებიან, ეს რა უბედურებაა ამდენი ლიგა და ამდენი გუნდი ვისი ხარჯით და როგორ გამაგებინეთ!?
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე