ტურ დე ფრანსი: წლევანდელი ტურის ყველაზე გრძელი ეტაპი ნორვეგიელმა ედვალდ ბოასონ ჰაგენმა მოიგო, მისმა თანამემამულე ტორ ჰუშოვდმა კი შეინარჩუნა ლიდერის ყვითელი მაისურა
წლევანდელი ტურის ყველაზე გრძელი ეტაპი ნორვეგიელმა ედვალდ ბოასონ ჰაგენმა მოიგო, მისმა თანამემამულე ტორ ჰუშოვდმა კი შეინარჩუნა ლიდერის ყვითელი მაისურა.

მიმდინარე ტურ დე ფრანსზე სუფთა სპრინტერული ეტაპები არც ისე ბევრია და მარკ კევენდიშსა და სხვა სპრინტერებს თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად აქვთ. ასე იყო ამჯერადაც. ეს ეტაპიც უფრო უნივერსალებს აწყობდათ ან ისეთი ტიპის ველომრბოლებს, როგორიცაა ტორ ჰუშოვდი ან მეტიუ ჰოსი.

ამინდის მხრივ ველომრბოლებს არ გაუმართლათ - ყველაზე გრძელ ეტაპზე მთელი დისტანციის განმავლობაში წვიმდა...

გაქცევა ამჯერადაც ხუთმა ველომრბოლმა განახორციელა: ორმა ჰოლანდიელმა - ჯონი ჰოოგერლანდმა და ლიუვე ვესტრამ, ფრანგმა ანტონი რუამ, კოლუმბიელმა ლეონარდო დიუკემ და იტალიელმა ადრიანო მალორიმ. დისტანციის სიგრძის გათვალისწინებით, პელოტონმა 12-წუთიანი უპირატესობა მისცა გაქცეულებს, თუმცა არც მოგების ჩაბარებას აპირებდა მათთვის.

ორი ველომრბოლი - რუა და ჰოოგერლანდი დისტანციის მსვლელობისას სამთო ბონუსების შეგროვებით იყვნენ დაკავებული - ისინი "მთის მეფის" მაისურისთვის იბრძვიან. ამ მხრივ ჰოლანდიელს გაუმართლა და ამოცანის შესრულების შემდეგ ის და რუა პელოტონს დაუბრუნდნენ. ლეონარდო დიუკემ კი უბრალოდ ტემპს ვერ გაუძლო.

მალორი და ვესტრა მარტონი დარჩნენ, თუმცა მათი ურთიერთობის გარკვევაც დიდი ხანი არ გაგრძელებულა. მალორიმ შესანიშნავად შეუტია და მარტო წავიდა ფინიშისკენ - იქამდე სამი კილომეტრი რჩებოდა. მაგრამ იტალიელს ძალები არ ეყო ბოლო აღმართის დასაძლევად.

ამ მთაზე აღსანიშნავია ტომას ფეკლერის შეტევა, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია. იდეალურად იმუშავა Team Sky-მ და შეტევისთვის ძალიან კარგი პოზიცია მიიღო ედვალდ ბოასონ ჰაგენმა. ნორვეგიელმა ზედ ფინიშის ხაზთან გაუსწრო ავსტრალიელ მეტიუ ჰოსსა და თავის თანამემამულე ტორ ჰუშოვდს. მოკლედ, ტურ დე ფრანსზე ჯერჯერობით ნამდვილი ნორვეგიული ფესტივალია.

აღსანიშნავია, რომ Team Sky-თვისა და ბოასონ ჰაგენისთვის ეს პირველი გამარჯვებაა ტურ დე ფრანსის ეტაპზე.

VI ეტაპი. 226 კმ

1. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, SKY) - 5.13,37; 2. მეტიუ ჰოსი (ავსტრა, THR) - იგივე დრო; 3. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - იგივე დრო; 4. რომან ფეიუ (საფ, VCD) - იგივე დრო; 5. ხოსე ხოაკინ როხასი (ესპ, MOV) - იგივე დრო; 6. არტურ ვიშო (საფ, FDJ) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 22.50,34; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,01; 3. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +0,04; 4. დევიდ მილარი (ბრიტ, GRM) - +0,08; 5. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +0,10; 6. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო... 10. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +0,12; 11. ტონი მარტინი (გერ, THR) - +0,13... 15. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, AST) - +0,32; 20. ივან ბასო (იტა, LIQ) - +1,03... 24. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +1,12; 31. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +1,23... 34. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +1,42... 47. რომან კროიციგერი (ჩეხ, AST) - +2,29; 48. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +2,36...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა