ლიდერობის მიუხედავად, გერმანელი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებასა და დარჩენილ რბოლებში ფრთხილ ტაქტიკაზე გადასვლას
"რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი სოლიდური უპირატესობით ლიდერობს მსოფლიოს ჩემპიონატს - განვლილ რვა გრანპრიზე მან ექვსჯერ მოიგო და ორჯერ მეორე მივიდა ფინაშთან. მაგრამ გერმანელი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებასა და დარჩენილ რბოლებში ფრთხილ ტაქტიკაზე გადასვლას - ის კვლავ რბოლების მოგებისკენ იქნება მომართული.

- როგორია თქვენი მოლოდინი ბრიტანეთის გრანპრისგან?

- სეზონი კარგად დავიწყეთ, რამდენიმე წარმატებული რბოლა ჩავატარეთ და ქულათა დიდი მარაგიც დავაგროვეთ - სწორედ ამაში მდგომარეობა გუნდის მიზანი.

მაგრამ რთულია განსაზღვრო მოლოდინი თითოეული რბოლისგან, რადგან კვირას შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ვფიქრობ, გასული სეზონებისგან შედარებით, შესამჩნევ პროგრესს მივაღწიეთ და ბევრი ახალი ვისწავლეთ. ამიტომაც ვითარდება ასე წარმატებით ჩვენთვის 2011 წელი.

- რას ნიშნავს თქვენთვის ის უზარმაზარი ჰანდიკაპი, რომლითაც ჩემპიონატს ლიდერობთ? აირჩევთ თუ არა უფრო ფრთხილ ტაქტიკას - რბოლების მოგება ხომ აუცილებელი აღარ არის?

- სიმართლე გითხრათ, ჩემს უპირატესობაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას, მე კი არასოდეს არ ვიცი რამდენ ქულას შეადგენს ჰანდიკაპი. ჯერჯერობით ეს არ არის აქტუალური. ამაში შარშანაც დავრწმუნდით.

ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი და უამრავი ქულაა გასათამაშებელი. ასეთი დიდი სხვაობა ქულათა დარიცხვის დღევანდელი სისტემითაც არის გამოწვეული და უსაფრთხოების მცდარ შეგრძნებას ტოვებს. გავაგრძელებ ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლას. ასეთია ჩემი ტაქტიკა.

- 2010 წელსაც არ იცოდით თქვენი და მეტოქეების ქულათა მარაგი?

- ვიცოდი. ალბათ იმიტომ, რომ მდევრის როლში ვიყავი.

- დღეს თქვენ სრულად აკონტროლებთ სიტუაციას ჩემპიონატში. ახალი წესების მიუხედავად, სიტუაცია მოსაწყენი ხდება, რადგან არავის უტოვებთ შანსს...

- ვფიქრობ, წელს ბევრი კარგი რბოლა ვიხილეთ. ეტაპებს ჩანაწერში ვუყურებ და შარშანდელ რბოლებს ვადარებ. გაცილებით დიდი სხვაობაა სანახაობრიობის მხრივ.

ინტრიგა ბოლომდე ცოცხლობს, ტრასაზე ყოველთვის რაღაც ხდება, რბოლის ბედი არ წყდება პირველი წრის პირველ მოსახვევში. გარდა ამისა, ბევრი რამ არის დამოკიდებული საბურავზე - ფინიშამდე არ არის ცნობილი, როგორ დასრულდება ყველაფერი.

ჩემპიონატის ორგანიზატორები ძალიან დაგვეხმარნენ, როცა გასწრება გააიოლეს და ამით სანახაობრივ მხარეზე იზრუნეს.

- სავარაუდოდ, თქვენი თანაგუნდელი მარკ უებერი აგრესიული იქნება სილვერსტოუნზე. უნდა ელოდოთ თუ არა მისგან ხიფათს ბრიტანეთში და სეზონის დარჩენილ რბოლებში?

- წინა რბოლებში ყოველთვის გვქონდა ერთმანეთთან ბრძოლის საშუალება და სილვერტოუნშიც ასე იქნება.

აქ საინტერესო ტრასაა, მიყვარს ბრიტანეთში გამოსვლა. შესაძლოა, მარკს ის უფრო მეტად მოსწონს. მან სილვერსტოუნში 2010 წელს მოიგო, მე - 2009 წელს. თუ სწორად მახსოვს, შარშან საბურავმა მიმტყუნა.

"რედ ბულისთვის" ეს საშინაო ტრასაა, რადგან ჩვენი ბაზა აქვე ახლოსაა განთავსებული, ასე რომ მაქსიმალურად კარგად გამოსვლას ვგეგმავთ.

- იქნება თუ არა პრობლემა იმის გამო, რომ სასტარტო ბილიკი ტრასის სხვა ადგილას გადაიტანეს?

- ამას მხოლოდ კვირას გეტყვით. ვფიქრობ, პირველ მოსახვევში სრული სიჩქარით შეტევის საშუალება არსებობს და მესამე მოსახვევამდე ყველაფერი სპრინტზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ. მომწონს, როცა სწრაფ და უბრალო მოსახვევებს მოსდევს ინტენსიური დამუხრუჭების პირველი წერტილი. მაგრამ პრობლემაც არსებობს: ძალიან ბევრი მანქანა იბრძოლებს ერთი და იგივე პოზიციისთვის.

- რამდენად მნიშვნელოვანი იქნება სტარტიდანვე ლიდერობის ხელში ჩაგდება?

- ძალიან მნიშვნელოვანი. ადრე სიტუაცია მარტივდებოდა თუ მოახერხებდი პირველი ორი სწრაფი მოსახვევის შემდეგ წინ გასვლას. ახლა სიტუაცია შეიცვალა - ჩვენ პრაქტიკულად სტარტიდანვე გვიწევს ნელი მოსახვევის გავლა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად ჩაივლის სტარტი, კონკრეტულად ვინ იქნებიან მეტოქეები... მთავარია, კარგი პოზიციიდან აიღო სტარტი, დანარჩენი მერე გამოჩნდება.

- ხომ არ მოგეჩვენათ, რომ ახალ ბოქსებსა და პიტ-ლეინზე არასაკმარისი ადგილია?

- პიტ-ლეინზე შესასვლელი უფრო ვიწროა, ვიდრე გამოსასვლელი. მაგრამ ყველაფერი შესანიშნავად არის გაკეთებული. ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ მაყურებელს არ ექნება პიტსტოპების ხილვის საშუალება.

ნებისმიერ შემთხვევაში პროგრესი სახეზეა. ყველაფერი თანამედროვე და ახალია. ცოტათი უჩვეულოა პიტ-ლეინზე შესასვლელი - ის ყველგან სწორია, აქ კი რკალის ფორმა აქვს. იმედია, მალე მივეჩვევით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"