"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ზაფხულის ტესტებისთვის გაფართოებული, 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

პირველად 2015 წლის თბილისის თასის შემდეგ, ზაფხულის კამპანიას "ბორჯღალოსნები" სამშობლოში გაატარებს და სამ შეხვედრას გამართავს – ორს ქუთაისში და ერთსაც ბათუმში, ახალ სტადიონზე.

3 ივლისს საქართველო „აია არენაზე“ არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებს (20:00); 16-ში კი კვლავ „აია არენაზე“ პორტუგალიას მიიღებს (18:00).

ტრავმების გამო მომავალ თამაშებში "ბორჯღალოსნებს" ოთხი მორაგბე ვერ დაეხმარება. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს:

„სამწუხაროდ, ტრავმების გამო დაგვაკლდებიან მესამეხაზელები – გიორგი ცუცქირიძე და თორნიკე ჯალაღონია, ასევე, ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი. ოთხივე მათგანი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს, თუმცა სამწუხარო რეალობას ვერ გავექცევით. პირადი პრობლემების გამო ვერ ჩამოდის გიორგი მელიქიძე“.

ასეთ სიტუაციაში მწვრთნელებმა გაფართოებულ რაზმში ხუთ დებიუტანტს უხმეს. ხუთივე მათგანი ნაკრების შეკრებაზე აქამდეც ყოფილა, თუმცა ქვეყნის უპირველესი გუნდის კვართით თამაში ჯერ არ მოუწიათ. ესენი არიან: გურამ პაპიძე (ბურჯი), ნიკა აბულაძე (ბურჯი), მიხეილ ბაბუნაშვილი (მეორე ხაზი), ლადო ჩაჩანიძე (მეორე ხაზი) და ლუკა მატკავა (მგეზავი).

მაისაშვილი შეკრებაზე გამოძახებულ მორაგბეებთან და დებიუტანტებთან დაკავშირებით ამბობს:

„შეკრებაზე 34 მოთამაშე გვყავს. ტრავმირებული მორაგბეების გარდა, დავუძახეთ ყველას, ვინც ჩვენი აზრით, ოპტიმალურ ფორმაშია და მნიშვნელოვანია ყველა მათგანის საქმეში ნახვა. მათ შორის არიან დებიუტანტებიც“.

„გურამ პაპიძე წინა აქტივობაზეც გვყავდა გამოძახებული, თუმცა მცირე ტრავმების გამო ვერ ვათამაშეთ. მას "ლა როშელში" ვაკვირდებოდით და საინტერესო მოთამაშეა. მნიშვნელოვანია, რომ გურამს ორივე ბურჯის პოზიციაზე შეუძლია თამაში“.

„ლადო ჩაჩანიძე 2020 წლის ზაფხულში გვყავდა შეკრებაზე. ის ასაკობრივი ნაკრებებიდან გვახსოვს. ლადოს საერთაშორისო დონისთვის ფიზიკური კონდიციები და მისი პოზიციისთვის საჭირო წონა ჰქონდა მოსამატებელი. გვაქვს ინფორმაცია, რომ ახლა უკეთაა, ვარჯიშებზე დავაკვირდებით და თუ საშუალება მოგვეცა, საქმეშიც ვნახავთ“.

„მიხეილ ბაბუნაშვილი სეზონის დასაწყისში ვერ იყო სასურველ ფიზიკურ ფორმაში, მაგრამ მონდომებით ივარჯიშა და "შავი ლომის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. ბაბუნაშვილმა საკუთარი შრომით ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა და მეორე ხაზში კონკურენციას გაზრდის“.

„სეზონის პირველ ნაწილში საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონდა ლუკა მატკავას. ახალ წლამდე "შავ ლომს" სულ 5 თამაში ჰქონდა, კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო და ეს გასაგებიცაა. აფრიკის ტურნეზე მას რამდენიმე თამაში მივეცით და მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს, თავი საინტერესოდ წარმოაჩინა. ის შრომისმოყვარეა, რასაც სელექციის კუთხით დიდ ყურადღებას ვაქცევთ; სათამაშო გამოცდილებაც დაუგროვდა და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ შეკრებაზე დაგვეძახა“.

„ტრავმების შემდეგ "შავ ლომში" სათამაშო დრო დაუგროვდა ნიკა აბულაძესაც, რომელიც ადრე რამდენჯერმე გვყავდა სანაკრებო შეკრებაზე. გარდა ამისა, კარგი სეზონი ჰქონდათ და გამოძახებულნი არიან სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი. ისინი "შავ ლომში" შეუცვლელები იყვნენ და განსაკუთრებით, ცუცქირიძისა და ჯალაღონიას ტრავმების ფონზე, საერთაშორისო გამოცდილების მქონე მორაგბეების გუნდში ყოლა მნიშვნელოვანია. სეზონის განმავლობაში ჯამში მათ 1300-1400 სათამაშო წუთი დაუგროვდათ“.

მიუხედავად იმისა, რომ დავით ნინიაშვილი კლუბში ფრთაზე თამაშობს, ლევან მაისაშვილი მას მაინც ფულბეკის პოზიციაზე განიხილავს და საკუთარ გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

„ხაზში სადაც უნდა დავაყენოთ ნინიაშვილი, გნებავთ, ცენტრში და გნებავთ, მგეზავად, ის ამოცანას თავს კარგად გაართმევს. ფულბეკი საკვანძო ფიგურაა, სადაც საკმარისი სიღრმეები არ გვაქვს. ამიტომ, თუ ტაქტიკური მოსაზრებით არ იქნება განპირობებული, ჩვენ მას უპირველესად ფულბეკის პოზიციაზე განვიხილავთ“.

"ბორჯღალოსნები" მომავალი თამაშისთვის მზადებას 26 ივნისს, ქუთაისში დაიწყებს:

„გვსურდა, რომ შეკრება 3 დღით ადრე დაგვეწყო, მაგრამ "შავი ლომის" მოთამაშეებმა 40-50 დღე სამხრეთ აფრიკაში გაატარეს და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მათთვის მეტი დასვენების საშუალება მიგვეცა. განტვირთვა, დასვენება და ფსიქოლოგიური მომზადება ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ სრული შემადგენლობით მაინც ვერ შევიკრიბებოდით – გელა აფრასიძის "მონპელიეს" 24 ივნისს აქვს ფინალი, ნინიაშვილმა და ბექა გიგაშვილმა ახლახან ითამაშეს "ბარბაროსების" შემადგენლობაში“ – ამბობს მაისაშვილი.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ივლისის ტესტებზე

პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი); შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა), ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა); ბექა გიგაშვილი (ტულონი), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), გურამ პაპიძე (ლა როშელი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ბეიონი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), ოთარ გიორგაძე (ბრივი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი);

ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი); თედო აბჟანდაძე (ბრივი), ლუკა მატკავა (შავი ლომი);

12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი);

11-14: აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), სანდრო თოდუა (შავი ლომი), დავით მესხი (ენისეი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი);

15: დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).

rugby.ge

bs
ვერ ხვდებით ვერანაირად რა დაწერა და რატომ? საერთოდ არ ცაგივლიათ იუმორთან და სარკაზმთან ახლოს?
დავითი...
ასეთ დროს როცა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია ნაკრებს წინა ხაზში მაინც იძახებენ ჩილაჩავას, ჟვანიას,ან მიზეზი მაინც ახსნას ვინმემ ხელმძღვანელმა,ეს პირადული პრინციპები ხომ ვერ მოიშალეს ქართულ სპორტში.... მაისაშვილი კი შემორჩა ნაკრებს სავალალოდ და... მსოფლიო თასზე რაღაც საეჭვოა რომ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს მაისაშვილმა,არა და არც არავინ გაუსვებს მანამდე... წარმატებები ნაკრებს და მთლიანად ქართულ რაგბს

იტალიასთანაა ტესტი ბელგიასთან კი არა. რაის ხაშურის სტადიონი სათანადო სტადიონია აქ საჭირო.
დემე
დოპინგი უნდა გაესაჩივრებინა და რა პასუხი მიიღო აღარ ვიცი. არადა რა ფორმაში იყო, ძალიან საწყენია ასეთ კარგ ფორმაში დიდი ხანი არ გვყავდა მეორეხაზში მორაგბე. დასანანია ძალიან

სარკაზმი იყო დარწმუნებული ვარ
ზაზა
ჩილაჩავა საბოლოოდ მოიძულეს ხომ, ესენი ნაბიჯ-ნაბიჯ რაგბის არსებულ სიტუაციას, სანიოლიმდე ფეხბურთში შექმნილ მდგომარეობას. შედეგსაც ვნახავთ უახლოეს დღეებში. სამწუხაროა
გიორგი
ვის ან რას ვბრდღნით შერკინებაში 7 წელია?! თამაშებს უყურებთ? დერეფნებზე საერთად ლაპარაკი არ შეიძლება. ჩილაჩავა რომ გამოცდილი და კარგი რაგბისტია აქ ბევრი დამეთანხმება. მე ვინმეს კი არ ვლობირებ როცა სმ კაცზე დავწერე წინა კომენტარებში. შეიძლება ასე გააქრო ნაკრებიდან კომენტარის გარეშე კაცი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს?!
გაოცებული
რა ჩილაჩავა, რის ჩილაჩავა?! სულ რაღაც ტოპ 14 ფინალშია! მოიგოს ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი და პორტუგალიასთან მატჩში ალბათ ექნება შანსი ძირითადში მოხვდეს! მის გარეშეც ვბრდღვნით შერკინებაში ბოლო 7 წელია! ასეა, არა?!:))
ტარიელ მაღალდაძე
მე ვფიქრობ რომ ბათუმში არ უნდა ჩატარდეს იტალია! სტადიონზე მეორე თუ მესამე დღეს ჩემპიონთა ლიგაა სათამაშებელი! ასე, რომ ნუ დახარბდება ნურავინ და ნუ გაუფუჭებთ ფეხბურთელებს საქმეს! იტალიასთან ტესტი ყველგან შეიძლება! თუნდაც ხაშურის ახალ სტადიონზე!
რიმპა
ჩილაჩავამაც მოუმატოს? ლამისაა ჩემპიონი გაცდეს ტოპ-14-ის და არ იძახებენ
ამირანი
გაგვიჭირდება ამ შემადგენლობით. ჩილაჩავა ტოპ-14 ის ფინალს თამაშობს დღე დღეზე მისი არ გამოძახება დანაშაულია!!!
კიშვა-ს
ჯარიმებს რომ ურტყამდა ის 10 ნომერი გიორგი ბაბუნაშვილია. გამოძახებულია მეორე ხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი.
ბატონი ბიძინი
სხვა არაფერი დავგეგმოთ ხოო? :D
გიორგი
იქნებ გაგვცეს მწვრთნელმა თუნდაც ერთხელ პასუხი კითხვაზე ან ჟურნალისტებმა მაინც ჰკითხონ: რატომ არ იწვევენ მაგალითად ლევან ჩილაჩავას ან თუნდაც ჟვანიას? ყველა კი ვხვდებით რომ მიზეზი სავარაუდოდ პირადულია, მაგრამ მაინც…
ბს
პირველი და მეორე ხაზი მეც კითხვებს მიჩენს ((
სოსო
თუ დერეფანი არ გამოვასწორეთ,არაფერი გამოგვივა.ყველამ იცის რას ვაკეთებთ.
გიორგი-50
მე მესმის გულშემატკივრების პირდაპირი კრიტიკის... გულშემატკივარი ხშირ შემთხვევაში მართალია... და ,,გულის ტკივილი'' ალაპარაკეებს.... განსაკუთრებით ვთხოვ ყველა აქ ნეგატიურ კონტექსტში ნახსენებ რაგბისტებს, რომ მეტი ,,ჟილკით'' ივარჯიშონ და ითამაშონ, რათა დაამტკიცონ რომ მათ მიმართ კრიტიკა უსამართლოა... ეს ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდებაა... და გუნდს წაადგება...
ზურა
გიგაურის ასავალ-დასავალი ხო არ იცით ვინმემ?
ზურა
მეორე ნაკრების პირობითი სახელია. მაგრამ კარგი გუნდი ყავთ ზალიან
რეზო
ბაბუნაშვილმა ძალ8ან კარგად იტამაშა ლომში და იმსახურებს. მატკავა ბაბუნასვილს დღეს სჯობს. ალანია ძალიან მაგარია და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა ესპუარებში..მესამე 9ად საუკეთესოა. მე პირადად კითხვები.პურველ ხაზთან მაქვს
rugby
ეჰ მაისაშვილის იმედი რო გაQ კაცს რა მოლოდინი უნდა გქონდეს
კიშვა
ბაბუნა ერთი ვერ გაიტანა 5 დან )
da
მიხეილ ბაბუნაშვილი ლუკა მატკავა მიხეილ ალანია ამათ რა უნდათ ნაკრებში
ILIA
არგენტინა მე-15 რას ნიშნავს?
ანდრი
სერიოზული დანაკლისია, თან რო გახსენდება ნაკრების მწვრთნელი :)
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"უხეში სიტყვები გაცვალეს... "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის მერე პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და ეს მოხდა" - რაფინიამ უცნობი ისტორია მოჰყვა
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"