ამიერიდან, უკვე საქართველოს ყოფილ პირველ ჩოგანს, 19 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს (672) რუსეთის მოქალაქეობა მიუღია
ივნისის შუაში ერთ-ერთ კალიფორნიულ ტურნირზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ 19 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი (672) არსად ჩანდა, ჩვენ ამის მიზეზი ტრავმა გვეგონა, თურმე რაში ყოფილა საქმე...

ახლახან სომხეთის დედაქალაქში 10-ათასიანი ტურნირი დაიწყო და საქართველოს სახელით იქ მხოლოდ ერთი ჩოგბურთელი გამოდიოდა, გიორგი ცივაძე, რაც შეეხება საქართველოს პირველ ჩოგანს (ამიერიდან, შეგვიძლია ვთქვათ - ყოფილი პირველი ჩოგანი), ნიკა ბასილაშვილს, მისი გვარის გასწვრივ შავით თეთრზე ეწერა რუსეთი.

შეცდომა გამორიცხულია, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის საიტის გარდა მოქალაქეობა ბასილაშვილს ATP-ის საიტზეც შეეცვალა. გამოდის, რომ ნიკა ამ ნახევარი თვის განმავლობაში რუსული პასპორტით იყო დაკავებული. აქვე დავძენთ, რომ ერევანში ქართველმა ცივაძემ მეოთხედფინალამდე გააღწია, უკვე რუსმა ბასილაშვილმა კი - მხოლოდ მერვედფინალამდე.

ნიკა ახლა მსოფლიოს 672-ე ჩოგანია, ყველაზე მაღლა რეიტინგში ის შარშან მარტში იყო, როცა 506-ე ჩოგანი იყო. ახლა რეიტინგში ერთადერთი ქართველია - ლადო ჩიხლაძე, ისიც სიმბოლურად - ლადო მსოფლიოს 836-ე ჩოგანია და თვეებია არსად უთამაშია, ძალიან მძიმე ტრავმის შემდეგ მან ორჯერ სცადა დაბრუნება, როგორც ჩანს, წარუმატებლად.

და, რა გამოდის? საქართველოს ვაჟთა ჩოგბურთი აღარ დარჩა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ucnobi
rato gikvirt ar konda albat satanado xelicsheckoba
Shoda
სამაგიეროდ მიშუკიას ხროვას გაუხარდებოდა, ისინი ხომ ნელ-ნელა ასრულებენ თავიანთ დავალებას: საქართველო ქართველების გარეშე. ღმერთი იყოს ყველა ქართველი მამულიშვილის შემწე!
minimal
ყოჩაღ...
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა