23 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მოინახულეს. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნისა და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მშენებლობა. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, დამონტაჟდება განათება და აღიჭურვება გახმოვანების სისტემით. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ახალი სტადიონის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და პროექტის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს ვნახე. ეს არის ის პროექტი, რომელსაც რეგიონი და მარნეულის მოსახლეობა, ახალგაზრდობა დიდი ხანია ელოდება.

თითოეული ადგილობრივი წლებია ითხოვს აქ მაღალი სტანდარტების სტადიონის აშენებას და პირველ რიგში ამას ითხოვს ფეხბურთი. შენდება სტადიონი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ხელს შეუწყობს მარნეულში და ზოგადად ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას, როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისთვის, ბავშვებისთვის და მარნეულის პროფესიული გუნდისთვის.

დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მოტივაცია თითოეული ადგილობრივი ახალგაზრდისთვის, რომელიც ფეხბურთში უნდა ჩაერთოს და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაშია ჩართული“.

GFF.GE

qomagi
კარგია ბევრი სტადიონები და ბაზები ჭირდება საქართველოს,ბუნებრივი საფარი უნდა დააგონ აუცილებლად.კერძო ბიზნესი სახელმწიფოს დახმარების გარეშე არ შემოვა ფეხბურთში ეს ყველამ უნდა გაიგოს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო