საქართველოს პირველი და 20-წლამდელთა ნაკრებების საკონტროლო შეხვედრაში ეროვნულმა გუნდმა იმარჯვა - 85:77
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 14 ივლისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება. ამ შეჯიბრებისთვის დავით უსტიაშვილის შეგირდებმა გენერალური რეპეტიცია გუშინ, 8 ივლისს ვაკეში გაიარეს - ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობა არაერთხელ ჩამოგითვალეთ, შესარჩევ ტურნირზე (ბოსნიაში) მიმავალთა გვარებს 13 ივლისს კიდევ ერთხელ გაგაცნობთ. ამიტომ, ჩვენს მკითხველს გვარების გამეორებით თავს არ შევაწყენთ. სამაგიეროდ, ბევრმა არ იცის, საქართველოს ნაკრებში ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ვინ ვარჯიშობს.

გუშინ ახალგაზრდულის თავკაცი დავით უსტიაშვილი ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი თანაშემწე არჩილ ჟღენტი - 20-წლამდელებს. ეროვნული გუნდი ორ ხუთეულად იყო დაყოფილი. პირველში თამაშობდნენ ლაშა გამყრელიძე, გიორგი ცინცაძე, ანატოლი ბოისა, ვიქტორ სანიკიძე და ნიკა ცქიტიშვილი. მათ ერთბაშად ცვლიდა მეორე ხუთეული: ლაშა ფარალავა, ლევან ფაცაცია, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი შარაბიძე და ნიკა მეტრეველი. სათადარიგოთა სკამიდან მატჩს ეროვნულის კიდევ ერთი წევრი გიორგი შერმადინი ადევნებდა.

მატჩი საქართველოს პირველმა ნაკრებმა მოიგო, მაგრამ მის წევრებს აშკარად ეტყობოდათ, რომ ჯერ ფიზმომზადებაზე ვარჯიშობენ... ახალგაზრდები უფრო ხალასიანად გამოიყურებოდნენ. შესაბამისად, ლოგიკური იყო, რომ მთელი თამაშის განმავლობაში წინ 20-წლამდელები იყვნენ. თუმცა ეროვნულის კალათბურთელები უმცროსებს დიდი სხვაობით დაწინაურების უფლებას არ აძლევდნენ. ჰოდა, გადამწყვეტი მომენტი რომ დადგა, უფრო გამოცდილებმა ახალგაზრდებს შეცდომა-შეცდომაზე დააშვებინეს, ბოლო ორ წუთში 11:1 დაწინაურდნენ და მატჩი ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 85:77.

- ვფიქრობ, 20-წლამდელთა ნაკრებს კარგი სპარინგი გავუმართეთ. ისინი საპასუხისმგებლო მისიით ბოსნიაში მიემგზავრებიან და ამ საქმეში წარმატებას ვუსურვებ, -

განაცხადა ნამატჩევს ანატოლი ბოისამ.

დავით უსტიაშვილმა დასძინა:

- მოსამზადებელი ციკლის ერთ-ერთი ბოლო აკორდი ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი იყო. ვფიქრობ, ახალგაზრდული გუნდი სათანადო კონდიციებშია და საბრძოლველად მზადაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს