"ბოკეს" ლეგენდარულმა მორაგბემ, რომელიც 2007 წლის მსოფლიო თასზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, "ტულონთან" კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელის ბაკის ბოთას "ტულონში" გადასვლის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გავრცელდა.

"ბოკეს" ლეგენდარულმა მორაგბემ, რომელიც 2007 წლის მსოფლიო თასზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, "ტულონთან" კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა და სამი წელიწადი საქართველოს ნაკრების პირველხაზელის, დავით ქუბრიაშვილის მხარდამხარ ითამაშებს. ახლახან "ტულონის" კაფეში ბოთა ჟურნალისტებსა და ქომაგებს წარუდგინეს.

"ტულონში, სანამ კონტრაქტს ხელს მოვაწერდი ორჯერ ვიმყოფებოდი. დავრწმუნდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც მე და ჩემი ოჯახი შესანიშნავად ვიგრძნობთ თავს. დავათვალიერე კლუბის ინფრასტრუქტურა, საკმაოდ საინტერესო საუბარი მქონდა "ტულონის" პრეზიდენტ მურად ბურჯელალთან. მიმაჩნია, ეს ის კლუბია, სადაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეიძლება.

რამდენიმე წლის წინათ "ტულონში" ჩემი მეწყვილე ვიქტორ მეტფილდი თამაშობდა. მაშინ გუნდი აღმასვლას იწყებდა და ბევრი პრობლემების წინაშე იდგა. ახლა ვითარება რადიკალურად განსხვავებულია.

აქამდე ხშირად ვუყურებდი საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩებს. მიმაჩნია, რომ სათამაშო დონე აქ საკმაოდ მაღალია და თითოეულ მატჩში მაქსიმალურად გარჯა იქნება საჭირო...

კრიტიკის არ მეშინია, რაც რაგბის ვთამაშობ , სულ მაკრიტიკებენ. არც არბიტრებს ვუფრთხი. რადგან აქ თამაში გადავწყვიტე, გპირდებით, ბოთა, რომელსაც "ტულონში" ნახავთ, ისეთივე იქნება, როგორიც აქამდე იყო." - თქვა ბაკის ბოთამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა