ევროტურნირები კარს მოგვადგა და ახლა ჩვენი მსჯელობა მას უტრიალებს.

ჩემპიონთა ლიგაზე ოცნება თუ ცოტა რთულია, ევროპის რანგით მესამე, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში შეუძლებელი არ უნდა იყოს. გულახდილად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე ამის ყველაზე დიდი იმედი თბილისის "დინამოს" უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულმა კლუბმა ბოლო წლებში რამდენიმე მწარე მარცხი იგემა, ბოლოდროინდელი თამაში და გარკვეული სასიკეთო მოვლენები პოზიტივის საშუალებას გვაძლევს. გვინდა გვჯეროდეს, ისევ იმედგაცრუებას ავცდებით...

მწვრთნელის ფაქტორი

თუკი ქართველ და ევროტურნირებზე გამოცდილ მწვრთნელზე ვსაუბრობთ, გიორგი ჭიაბრიშვილზე ადრე ბევრი არ უნდა გაგვახსენდეს. მას ჯერ "საბურთალო" ჰყავდა ევროპა ლიგის ჯგუფთან ახლოს, სადაც მარცხმა ხასიათი გაუფუჭა და თითქოს იმედგაცრუებაც დაეუფლა, მაგრამ თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ფავორიტი მოსკოვის "დინამო" მშვენიერ სტილში დაამარცხა. მწვრთნელს ახლა ერთგვარი პაუზა ჰქონდა და თბილისის "დინამოში" შთამბეჭდავად დაბრუნდა - მისმა შეგირდებმა 2 მატჩში 10 გოლი გაიტანეს.

სტილი და სიახლე

გიორგი ჭიაბრიშვილის სათამაშო სტილი მოძრაობას, სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. ის თუ წარმატებას აღწევს, სწორედ ასეთი ფეხბურთით.

"ტორპედოსთან" პრინციპულ დაპირისპირებაში კარგად გამოჩნდა, რომ ჭიაბრიშვილის კრედო შეტევაა. საგულისხმოა, რომ ის ფეხბურთელებთან კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა. მაგალითად, საგრძნობი გახდა, რომ "ლოკოში" მისი ყოფილი შეგირდი თორნიკე კირკიტაძე, რომელიც ახლა მას ახალ კლუბში დახვდა, ჭიაბრიშვილთან თავს მშვენივრად გრძნობს და უკეთეს ფორმასა და ხასიათზეა.

რის ხარჯზე მიიღწევა წარმატება?

თბილისის "დინამოს" თამაშის წარმართვის რესურსები როგორც ფლანგებიდან, ასევე ცენტრიდან აქვს. ხსენებულ კირკიტაძესთან ერთად, მარჯვენა ფლანგზე ნიკა მალი გამოდის და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, აქ თბილისელებს ყველაზე ნაკლები პრობლემა ექნებათ. სუსტი არც საპირისპირო ფლანგია. მთავარია, ერთ დროს ძალიან პერსპექტიულად მიჩნეულმა ლევან ხარაბაძემ სტაბილურობას მიაღწიოს. გასული ევროთასები რომ გავიხსენოთ, მის კარგ თამაშს დაღს მნიშვნელოვანი შეცდომა ასვამდა. კარგად გამოიყურება გორის "დილიდან" გადაბარგებული, გვინეელი უსმანე კამარა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მას უფრო მეტი მოეთხოვება.

თუკი ცენტრალურ ზონას ავიღებთ, სანაკრებო გამოცდილების შემდეგ ანზორ მექვაბიშვილი კიდევ უფრო თავდაჯერებული ჩანს. მთავარია, მის თამაშში მეტი გამამწვავებელი პასი იყოს...

რა თქმა უნდა, "დინამოს" გაძლიერება სჭირდება და ნიდერლანდელი იმრანის

ტრანსფერი სწორედ ამაზე მიუთითებს. თუკი კირკიტაძეზე ვთქვით, ისიც ჭიაბრიშვილის "ლოკომოტივში" კარგად გამოიყურებოდა და მეტოქეთა კარის აღება არ უჭირდა.

საბა ხვადაგიანი ბოლო დროს სათანადო დონეზე ვერ გამოიყურება და "დინამოს" ცენტრალური დაცვის გაძლიერება დასჭირდება. საუბრებია "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ნახევარმცველის, ბექა დარცმელიას გადაბირებაზე. რაც შეეხება წინა ხაზს, უკრაინელი ბილენკი შედეგიანია, თუმცა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე გრძელი გზაა, სადაც მაქსიმალურად დიდი კონკურენციაა საჭირო. "ტორპედოს" დავით სხირტლაძემაც გაუტანა, რომელიც დანიიდან გვახსოვს და ჩვეულ სტილში აღნიშნა.

"დინამოს" უახლოესი მეტოქე

ესტონურ "პაიდეს" საკუთარ ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი გააქვს, მაგრამ ასევე უშვებს. თბილისის "დინამოს" უახლოესი მეტოქე, ძირითადად, ესტონელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ასევე, გუნდშია 22 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი დიბიასი, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი; 21 წლის ფრანგი ნახევარმცველი დომინიკი; 20 წლის განელი მცველი იუსუფი, რომელმაც მეტოქეთა კარის აღება 2-ჯერ შეძლო.

ჭიაბრიშვილის "დინამოს" ნამდვილად შეუძლია ესტონური ბარიერი დაძლიოს და მერე სომხურ "არარატ-არმენიაზე" იფიქროს.

კაპიტან გარდენბურგი
რატომ არ გესმით, რომ ეს ცვლილებებია სატყუარა, პრინციპი თუ არ შეიცვალა და დიდი პროექტი არ დაიწყო, შემდეგი განთავისუფლებული ჟიაბრიშვილი იქნება. შანსი არ არის რომ ამ გუნდმა ასეთი მიდგომებით წარმატებას მიაღწიოს. წინასწარ იმიტომ ვწერ, რომ ყოველ წელს ერთი და იგივეა!
ქართველი
დაცვის გაძლიერება თუ უნდა, კობაური დააყემოს.
გიორგი
წარმატებები ყველა ქართული გუნდის წარმატება მიხარია უბრალოდ მხოლოდ იმის იმედად ყოფნა გამართლებით გადავლახავთ შეუძლებელია გაძლიერების გარეშე მოვიდა უკვე საკვალიფიკაციოს დღე თითმის და არცერთი გუნდი ერთი ნორმალური ფეხბურთელით არ გაძლიერებულა ესე შეუძლებელია რამის მიღწევა
მერაბი
მეორე წრეზე არარატ-არმენიას მოუგონ, ოღონდ. მერე ვნახოთ!
tngh
წარმატებები თბილისის "დინამოს"...
N
ფიფიამ საკუთარი გვარიდან მეორე "ი" რომ ამოაღებინოს, ბევრად მეტ წარმატებას არ მიაღწევს ფეხბურთში, ვითომ?! :–)
დევი
ასეთი კარგი დინამო, გარსიას მერე 2011 წელს რო იყო არ მახსოვს ნუ ფიფიას ხელში მაინც. ერთი რაც არ მომწონს ფანების შავი ფორმაა და მეორე დინამოს სტადიონის ყოვლად უგემოვნო და შემაწუხებელი მუსიკა, არც სპორტულში ჯდება არც მელოდიურში და აეც ქართულში, სადღაც სატანისტების რიტუალზე მგონია თავი ან ბომჟი რეპერების თუ როკერების წვეულებაზე!
irakli
ბათუმთან შეწყდება დინამოს გამარჯვებები
შოკირებული გულშემატკივარი
სწრაფი ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელი ყოფილა და რომელ მწვრთნელს არ უყვარს დღეს სწრაფი ფეხბურთი თუ ფეხბურთელებს სწრაფად თამაში შეუძლიათ და როცა "დინამო" სწრაფად თამაშობდა ყოველთვის იგებდა და 29ში მოგებას ვუსურვებ
Batumi90
დინამო თბილის დიდი ხანია ვადევნებ თუალყურს და ესეთი კარგი გუნდი მართლა დიდი ხანია არ ყოლია, კარგი მწვრთნელით..ვფიქრობ თავისუფლად შეუძლიათ კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა მთავარია კენჭისყრაში ცოტა გამართლება. 29 მაგარი თამაში იქნება იმედია დავამარცხებთ.
DJ
ძალიან მიხარია დინამოს გამოცოცხლება. წლების განმავლობაში დინამოს საქმეს უფუჭებდა მსაჯების მიდგომა. საქართველოს ჩემპიონატში მიჩვეული იყვნენ და ფონს გადიოდნენ, მაგრამ ევროპაში ეს სიამოვნება არ ჰქონდათ, მიჩვეული კი იყვნენ.
არ დაბლოკოთ
როგორც კი გაბედავა სკამზე დასვეს გუნდმა ამოისუნთქა და შედეგებს დებს რატო ყავთ საერთოდ? წავიდეს სადმე მესამე ლიგაში ითამაშოს მეტის რესუსრსი არ აქ კაცს და ძალით რატო ტენიდით ამდენი ხანი ძირითადში ? მარუშიჩი სვარჩიკი გაუშვეს და ეს გაბედავა რა გახდა მოაშორეთ საერთოდ ზამენაზეც არ უნდა იჯდეს ეგეთი არაპროფესიონალი!!!
ლშა
მოისა ძაან მაგარი ბიჭი , მომავალი ნაკრების ცენტრი
dato
კარგი ინფორმაციაა ქეცბა კვიპროსის ნაკრების მტავარ მცვრტნელად დაინისნა წარმატებები ქეც წარმატებებე დინამოს...............
aron
წინასწარ გტხოვტ ნუ ვიბაგიბუქებტ ტორე წინ დაგვხვედრია დაველოდოტ ტამას წარმატება.................
ელიტა
შუაში ანრიზე მთავარი აქცენტი ძალიან ლოგიკურია. ოსიყმაშვილიც კარგი ბიჭი იზრდება,ისე
Givi
Kargi analizia magram moiswrafishvili ar unda vaxsenod? Chemi azrit unichieresi fexburtelia da am dinamos wamkvani erterti figura.warmatebebi dinamos(dinamoebs)evrotasebze.
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
"ეს უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა