ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე საუბარი ძალიან სასიამოვნოა და ქართველ გულშემატკივრებს ის არ მობეზრდებათ; ამავდროულად კი, სიფრთხილეც გვმართებს, რათა ჯერ კიდევ მაღალი დონის კარიერის სტარტზე მდგარი ხვიჩა ზედმეტად არ დავძაბოთ.

ხვიჩას გაცილება

როგორც ცნობილი გახდა, 29 ივნისს ბათუმის არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი (ამ დღეს მათ თბილისის "დინამო" სტუმრობთ) ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში გააცილებს.

უკვე ისიც ვიცით, რომ შეკრების დაწყებიდან მალევე, კვარაცხელიას "ნაპოლის" მაისურის მორგების საშუალება ამხანაგურ შეხვედრებში მიეცემა. ახლა მთავარია, ქართველი გარემარბი გუნდს სრულად შეეწყოს და ოფიციალური მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მასზე დაყრდნობა თამამად გაბედოს.

სერია "ა"-ს სტარტი

იტალიის ჩემპიონატის კალენდარი გამოქვეყნდა და როგორც ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, ვადები ზუსტად ისე განისაზღვრა. 2022 წელს 13 აგვისტოდან 13 ნოემბრამდე ითამაშებენ, ამის შემდეგ კი კატარის მუნდიალის გამო შესვენება გამოცხადდება.

ხვიჩას ახალი კლუბი სერია "ა"-ს 14 აგვისტოს, "ვერონაში" სტუმრობით იწყებს. ხორვატი იგორ ტუდორის გუნდმა გასული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და როგორც საკუთარ მოედანზე, ასევე სტუმრად, დაახლოებით თანაბრად თამაშობს. მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, დიეგო სიმეონეს ვაჟმა ჯოვანიმ, ახლახან დასრულებულ სეზონში 17 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი ჰქონდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მის ტრანსფერზე საუბრები მიდის, თუმცა ჯერჯერობით ვერონაში რჩება.

"დიეგო მარადონას" არენაზე ნეპოლელები 21 აგვისტოს, ახლად აღზევებულ, სილვიო ბერლუსკონის "მონცას" დაუხვდებიან. ხვიჩას კლუბის მომავალი 2 საშინაო მეტოქე "ლეჩე" (31 აგვისტო) და "სპეცია" (11 სექტემბერი) არიან. ასე რომ, მათ ქულების დაგეგმვა თამამად შეუძლიათ. აი, სეზონის სტარტზე კი 3 რთული გასვლითი შეხვედრა ელით - "ფიორენტინა" (28 აგვისტო), "ლაციო" (4 სექტემბერი) და "მილანი" (18 სექტემბერი).

ესაა მატჩები, რომლებიც მორიგ სანაკრებო პაუზამდე ("ერთა ლიგის" დარჩენილი 2 ტური) გაიმართება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც სპალეტის გუნდი იასპარეზებს, ამ დროს 2 ტური იქნება განვლილი.

"ნაპოლის" მიზნები

გასული სეზონი ნეაპოლელებს მართლაც მშვენიერი გამოუვიდათ და ისეთი გუნდები ჩამოიტოვეს, როგორებიც "იუვენტუსი", "ლაციო", "რომა", "ფიორენტინა" და "ატალანტა" არიან. აღსანიშნავია, რომ სპალეტის შეგირდებს სტუმრად უკეთესი შედეგი (43 ქულა) ჰქონდათ, ვიდრე შინ - (36). ამავდროულად, ნეაპოლელები იტალიის თასზეც ბრწყინვალედ გამოვიდნენ.

გუნდის მთავარი პრობლემა მაინც ნაკლები კონკურენცია და შედარებით "მოკლე" სათადარიგოთა სკამი იყო, რაც ტრანსფერებით, მათ შორის, კვარაცხელიას, უნდა მოგვარდეს, თუმცა იტალიაში კონკურენცია წელს უფრო გაზრდილი უნდა იყოს. არც "იუვენტუსის" კრიზისი უნდა გაგრძელდეს დაუსრულებლად...

მართლაც მოუთმენლად ველით იტალიის ჩემპიონატის დაწყებას. ვიმედოვნებთ, რომ "ნაპოლის" მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვის საშუალება მთელ საქართველოს მარტივად მიეცემა.

Winter
ჩაკვეტაძე რომ იყო ჰამბურგში ხომ უშვებდნენ მის თამაშებს, ნაპოლის თამაშებსაც გაუშვებენ უეჭველი.
papa
კარგი მოწოდებაა ჟურნალისტის მხრიდან რეპორტაჟებზე, მაგრამ მაგის იმედი როგორ უნდა გქონდეს კაცს. ერთი მამარდას თასის ფინალი გვაყურებინეს და ეხლა ხვიჩაზე გადაგყვებიან. სერია ა-ს ცალკე გაუშვებენ და ნაპოლის თამაშებს კიდევ ცალკე დამატებით ფასად.
აკაკი
მართალია ეს კაცი დააფუძნოს და ბოღმაში ჩაიხჩონ ,იზამს კიდევაც კარგო ხალხო აბა რა.გენაცვალე ხვიჩა ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს
A
მიხარია ძაან ადეკვატური კომენტარები
Skeleton
როგორ მინდა ამ ბიჭმა ისეთ წარმატებას მიაღწიოს, რომ დაადუმოს რუსი, ქართველი და სხვა ვითომ კეთილგანწყობილი ჰეითერები. ფარისევლურად გულშემატკივრობას ჯობია, უბრალოდ თქვა, რომ არ მოგწონს ფესბურთელი და არ გინდა მისი წარმატება. მეც მყავს ეგეთი ფეხბურთელები, რომლებიც არ მიყვარდა თავიდანვე, მაგლითად ლუის სუარესი, თავისი ქცევის და პიროვნების გამო იმდენად არმიყვარს, რომ არც მაინტერესებს რამდენ გოლს გაიტანს და სრულ იგნორირებას ვუკეთებდი აქამდე, მიმაჩნდა, რომ ყველა გუნდს არცხვენდა სადაც იყო, თავისი რასისტული და აფერისტული გამოხტომებით. ყველას გვაქვს უფლება რომელიმე ფეხბურთელი არ გვიყვარდეს, ამას ვერავინ აგვიკრძალავს. უბრალოდ თქვი თქვიდანვე ეგ, რა საჭიროა ვითომ მისთვის კარგი რომ გინდა და იმიტომ ლანძღავ? შექებამ არ აწყინოსო და რაღაც ისეთ უაზრო არგუმენტებს წერდნენ. ან ქვეყანაში ძლივს ვიღაც გვეღირსა, ვინც ევროპული დონის ფეხბურთს თამაშობს და იმას როგორ აჰეითებს ზოგი.. პირიქით მხარი არ უნდა დაუჭირო?
zura222
რეპორტაჟების ტყუილი იმედი გაქვთ ე.წ. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" კაპიკს არ დახარჯავს სერია ა ს რეპორტაჟების ყიდვაზე @ სილქ ტვ-ს კი ნახევარზე მეტი საქართველო ვერ უყურებს @ ასე რომ მოგვიწევს ისევ რუსულ მატჩ ტვ ზე ყურება ან სხვა უცხო საიტებზე კომპიუტერში @
G.LA
რომ იტყვიან სულ შეკრული ველი ხვიჩას გამოჩენას იტალიაში. დარწმუნებული ვარ თავის კვალს დატოვებს ევროპაში და არა მარტო იტალიაში. ეს გააკეთეს შოთიმ და ქინქიმ, ამას უფრო ეფექტურად გრძელვადიანად გააკეთებს ხვიჩა, რადგან ხვიჩა იტალიიდან იწყებს ევროპულ კარიერას და თან უკეთეს გუნდში, რომელიც ლიგაზე იქნება წარდგენილი. გუდაწყვეტილი ვიყავი და ახლაც ვარ, მაკედონასთან რომ ვერ ითამაშა ფინალი, მაგრამ ვიცოდი უფრო დიდი შანსი მიეცემოდა და აუცილებლად გამოიყენებდა. ყველაფერი კარგად იქნება, წარმატება ხვიჩას!
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?