უკრაინის პრემიერლიგის 21-ე გათამაშებაში პირველი გოლი ქართული გავიდა - "ოლექსანდრიას" ქართველმა ნახევარცველმა "ვორსკლას" სტუმრად გაუტანა

იმ ქვეყნებიდან, რომელთა ჩემპიონატები შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდება, პირველი უკრაინამ დაიწყო სეზონი და იქაური პრემიერლიგის 21-ე გათამაშებაში პირველი გოლი ქართული გავიდა!

ეს მით უფრო სასიხარულოა, რომ წინა სეზონში ათამდე ქართველმა ლეგიონერმა ერთი გოლიც ვერ გაიტანა. პირველს კიდევ ერთხელ ვახსენებთ - ეს იყო 21 წლის დავით თარგამაძის პირველი მატჩი პრემიერლიგაში. ის უკრაინაში ბუნდესლიგური "ფრაიბურგიდან" გადავიდა და ყველამ უკანგადადგმულ ნაბიჯად ჩავუთვალეთ მას ეს ტრანსფერი, მაგრამ დათომ სლავთა პირველ ლიგაში ძალიან კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი და 8 გოლის გატანაც მოასწრო.

როგორც უკვე გითხარით, შემტევმა ნახევარმცველმა სადებიუტო მატჩშივე გაიტანა და თანაც ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა, მისმა "ოლექსანდრიამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ვორსკლას".

ქართველმა 50-ე წუთზე შეაგდო, ტუნისელმა მოჰამედ არურიმ მარცხენა ფრთაზე გააბითურა რამდენიმე მასპინძელი და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დასწრებაზე თარგამაძემ ივარგა. ჩვენებური 84-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე მან 2-3-ჯერ კიდევ დაარტყა კარისკენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა