ბაქოში დაწყებულ ”ოქროს დიდი პრიზის” სუპერფინალში ქართველმა ”თავისუფლებმა” 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს

ბაქოში დაწყებულ მოჭიდავეთა ”ოქროს დიდი პრიზის” სუპერფინალში წარმატებით ჩაებნენ ქართველი ”თავისუფალი” სტილით მოჭიდავეები - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონი დავით ხუციშვილი (74) გახდა და ჯილდოდ 10 000 დოლარიც დაიმსახურა, მისმა მწვრთნელმა - 2 000.

ასეთივე საპრემიო თანხის მიღება შეეძლოთ გიორგი ედიშერაშვილს (55), შალვა მუზიაშვილსა (66) და ელიზბარ ოდიკაძეს (96), მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრებში დამარცხდნენ და 5 000-ს დასჯერდნენ. ბრინჯაოს მედლისა და 2000-2000 დოლარის მფლობელები დავით ქერაშვილი (96) და დავით მოძმანაშვილი (120) გახდნენ. ბრინჯაოსთვის კიდევ სამმა ქართველმა იჭიდავა, მაგრამ წააგეს და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დარჩნენ.

სამწუხაროდ, ამ რანგის ტურნირს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია სათანადო ყურადღებას არ უთმობს და ინტერნეტში ცნობებს ტყუილად დაუწყებთ მოძიებას. სამაგიეროდ, ერთ-ერთი აზერბაიჯანული არხი პირდაპირ ეთერში აჩვენებს და გიჩნდება სურვილი, ყველა შეჯიბრებას აზერბაიჯანმა უმასპინძლოს - კულუარულ მაქინაციებზე თუ მიდგება საქმე, ამას უცხოეთშიც მშვენივრად ახერხებენ, საშინაო შეჯიბრებებში კი ყოველთვის პირდაპირი რეპორტაჟია, რითაც ქომაგებს მართლაც დიდ სამსახურს უწევენ.

დავით ხუციშვილმა ფინალში მასპინძელი აშრაფ ალიევი დაამარცხა, ვინაც პირველ წრეში გოჩა ლომთათიძეს მოუგო. ხუციშვილი მისთვის ჩვეულ კონტრშეტევებზე იჭიდავა, თუმცა პირველ პერიოდში ყურადღების კონცენტრაცია გაუჭირდა, ჭიდაობა როგორღაც ვერ ააწყო და ზედიზედ დაკარგა ორი ქულა. სამაგიეროდ, მომდევნოში მეტოქე ჩინებულ კონტრილეთზე დაიჭირა. ამ ეპიზოდში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ილეთის მშვენიერი გრძნობა აქვს - საფრთხესაც თითქოს წინასწარ გრძნობს და თითქმის ყოველთვის ასწრებს თადარიგის დაჭერას. ეს თვისებები დამატებით პერიოდშიც გამოავლინა, სადაც 3:0 იმარჯვა.

ედიშერაშვილმა წლეულს თბილისში ბალავაძის სახელობის ”ოქროს დიდი პრიზი” მოიგო და ახლაც ზედიზედ მეორე ფინალში გავიდა, მაგრამ თითქოს დაკმაყოფილდა ვერცხლით. იქნებ იტომაც, რომ ძლიერი მეტოქე ჰყავდა - ევროპის ექს-ჩემპიონი და წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი, მასპინძელი მაჰმუდ მაგომედოვი. ჩვენებურმა პირველი პერიოდი 0:3 წააგო. მეორეში 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნა და მოსაგებად არც მესამეში გაუკეთებია რამე ღირებული. ნაკრების თავკაცი ზაზა თურმანიძე ბევრს კი უყვიროდა, იმუშავე და მოინდომეო, მაგრამ ამაოდ... მაგომედოვი ძალზე იოლად შედიოდა ფეხშიც და გადაჰყავდა ჩოქბჯენში, ჩვენებური კი თითქოს არც ცდილობდა თუ არც იცოდა, როგორ დაეცვა თავი... უთანასწორო იყო ორთაბრძოლაც მუზიაშვილსა და ჯაბრაილ ჰასანოვს შორის, ოღონდ ამჯერად ჩვენებური ბევრად უფრო აქტიური იყო და ბევრად მეტ წინააღდეგობასაც უწევდა მეტოქეს. უბრალოდ, კლასში განსხვავება აშკარად იგრძნობოდა.

ჰასანოვი შარშან გადმოვიდა ახალგაზრდული ნაკრებიდან და პირველივე წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოზე კი ბრინჯაო მოიპოვა. უბრალოდ, მუზიაშვილმა რა ვითარებაშიც დაკარგა პირველი ქულა, ისეთ მარტივ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს - ხალიჩაზე ჩამჯდარი თვითონ ემზადებოდა ფეხში შესასვლელად, მაგრამ მეტოქემ დაასწრო და თავისუფლად აიყვანა ფეხიდან... ჩვენი მესამე ფავორიტი - ოდიკაძე ფინალში მასპინძელთა ლიდერს ხვდებოდა, თუმცა ის არა მხოლოდ აზერბაიჯანელთა, თანამედროვე ჭიდაობაში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანია - ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი. მოლოდინისამებრ, მეტოქეს არც გასჭირვებია მოგება.

ამავე წონაში - 96-ში ბრინჯაოსთვის ჩვენი გუნდის წევრებმა - ქერაშვილმა და ლევან სეთურიძემ იჭიდავეს, გამარჯვება კი ქერაშვილს დარჩა. მოძმანაშვილმა ნახევარფინალში თურქ ევროპის ჩემპიონ ფატიჰ ჩაკიროღლუსთან წააგო, ბრინჯაოსთვის სეხვედრაში კი მასპინძელი ალი ისაევი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის გიორგი ცუცქირიძემ (66), არჩილ ქიტიაშვილმა (84) და გიორგი საკანდელიძემ (120) იჭიდავეს, მაგრამ წააგეს. დღეს ბაქოში ქალები იასპარეზებენ, ხვალ კი ბერძენ-რომაელთა ჯერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ინფორმაციის ნახვა შეჯიბრებზე და რეზულტატების ნახვა შეგიძლიათ ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის საიტზე www.fila-wrestling.com
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"