ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, თუ როდის გადაწყვიტა "რუბინისა" და რუსეთის დატოვება.

"24 თებერვალი იყო. ყველამ ვიცოდით უკვე, რაც ხდებოდა. მამაჩემმა დამირეკა და მესაუბრა. რა თქმა უნდა, საშინელი რეაქცია მქონდა, იქ ხალხი იხოცებოდა. შეუძლებელია ეს მოგწონდეს... ბევრი ვიფიქრე, ყველანი საუბრობდნენ, რომ კვარაცხელია დიდი ხანია რაც არ მოდისო, შემდეგ დაიწყეს... ვნერვიულობდი, ოჯახის გამო შიში მქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია, სპორტია. ვფიქრობ, მათ გაიგეს.

საიმანოვსა და სლუცკის ვესაუბრე, მითხრეს, რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, უნდა მიმეღო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. უკვე ვიცოდი, რომ ყაზანი უნდა დამეტოვებინა, რუსეთში ვერ გავჩერდებოდი. 2 მატჩი იყო დარჩენილი. მაშინ ვთქვი, რომ ამ 2 შეხვედრაში გუნდს დავეხმარებოდი, ყველაფერს გავაკეთებდი და შემდეგ წავიდოდი, რადგან "რუბინმა" მე ბევრი რამ მომცა, მიყვარს ეს კლუბი... აუცილებლად უნდა გამოვსულიყავი იმ 2 დაპირისპირებაში მოედანზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდად გამოჩნდებოდა, რომ მივსულიყავი და მეთქვა, ბიჭებო, მე მივდივარ. ჩვენ 2 წელი ერთად ვიყავით... ამას ვერ ვიზამდი" - განაცხადა ხვიჩამ "იუთუბერ" ნობელ არუსტამიანთან.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

Ტტტ
მოდი ეხლა მაგ მედალიონი მეორე მხარეს ამოატრიალე და დახედე.მოდი ახლა დავკონკრეტდები და ვიტყვი რომ ჩემი აზრით დღეს ქართველი ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს! მაგრამ ხვიჩას სიტუაცია სულ სხვა მდგომარეობა იყო, ბიჭი დიდ ასპარეზზე მათ გამოაჩინეს და ამდგარიყო და ეგრევე წამოსულიყო უბრალოდ იმ კონკრეტულ ხალხთნ ვინც ამ კლუბში არის არ გამოდიოდა, კაცს პირველ რიგში კაცობა უნდა გქონდეს და მერე დანარჩენი, ხოდა ჩემო ხვიჩა შენ გაგიმარჯოს მაგ კაცურ საქციელში.იშრომე, არ დაგეზაროს და ის შენი სანატრელი კლუბი წაგიყვანს, თვდაუზოგავად იშრომე. ოქრო კაცი ხარ
გურამი
წარმატებები ხვიჩა, წინ დიდი მომავალი გაქვს

ზუსტად ვიცოდი რომ სანაკრებო პაუზის დროს წამოვიდოდა. სადაც დავწერე არავინ დამიჯერა,ზოგი მეუბნებოდა აწი გინდ წამოვიდეს რა აზრი აქვსო. ფიფას რეგულაციას ელოდებოდა თავად და ყველა შეგნებული გულშემატკივარი. შეუგნებელმა ნაწილმა კი გინება დაუწყო ეგრევე. ნუთუ არ ცხვენიათ ტაშს რომ უკრავდნენ ამდენი სიძულვილის მერე. ვის რაში ჭირდება ეგ პრიმიტიული აღტყინება, როცა რთული პერიოდი ჰქონდა ზედ გადაუარეს. რა კომენტარები იწერებოდა ფეისბუქზე, ეს საიტი კიდე ფილტრავდა ნაგავს
კაპიტან გარდენბურგი
აი კაცი! ჩემი დიდი პატივისცემა! მთავარია ადამიანი საკუთარ სინდისთან და ღირსებასთან იყო მართალი და ბრბოს აზრს ნუ უსმენ! სწორი, კაცური საქციელია ხვიჩა!
LLL
ოჯახის გამო შიში მქონდაო რომ ამბობს, რა შიშის შესახებ უყვება რუსებს ? ვინმე ემუქრებოდა საქართველოში მის ოჯახს?? გაგნიძე რომ დაბრუნდა თავის რუსეთში ვინმემ დაუწვა სახლ-კარი ? გულში ვინ რას მღერის არავინ არ იცის და მისი ქცევა მეტყველებს მასზე. ადამიანს მიმართ , რომელიც საქართველოს წარმოადგენს, არ არის გასაკვირი საქართველოს მოქალაქეებს მოთხოვნები ქონდეთ. ეს არის პოპულარულობის და საჯაროობის ფასი
ბექა
პირველ არხზე ტაიმაუტში
Skeleton
ქართულო ტელევიზიებო გრცხვენოდეთ, ინტერვიუ კი არა ნამუსი რომ გქონდეთ თვალებშიც ვერ უნდა უყუროთ ამ ბიჭს, ისეთები ააგორეთ მის წინააღმდეგ გამიზნულად. კანდელაკს რომ ადარებდით დაგავიწყდათ? რატომ უნდა ვიგებდეთ ამ ინფორმაციას რუსებისგან და არა თქვენგან? არაპოლიტიკური ტელევიზია არ არსებობს, იმედზე რომ მივიდეს ქოცს დაუძახებენ, სხვაგან რომ მივიდეს ნაცს :)) სირცხვილია, შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ერთი ხარისხიანი ინტერვიუ რომ არ არსებობს, არც ტრანსფერის თემაზე და არც სხვაზე. კარგით რა!
zura222
რომ წერს ყველანი საუბრობდნენ, რომ კვარაცხელია დიდი ხანია რაც არ მოდისო, შემდეგ დაიწყეს.ო ვინ დაიწყო და რა დაიწო ყველაფერი უნდა თქვას და იმ ნაბ...ბის ვინაობა დადოს ! და ჩვენ მივხედავთ ხალხი იმათ @@
alexandre
ხვიჩა, შვილო! შენ ამაზე არ იფიქრო და არ ინერვიულო. ყველა დალაგებულ, არა ბოღმიან და შურიან ქართველს ესმის შენი. არაფერი დასაძრახი არ გაქვს. შენ ხარ ღირსეული მემკვიდრე დიდი ქართველი პატრიოტი და დიდი ფეხბურთელების : ბორია პაიჭაძის, გაიოზ ჯეჯელავასი, მიშა მესხის, მურთაზ ხურცილავასი, რეზო ძოძუაშვილის, დავით ყიფიანის, რამაზ შენგელიასი, ვოვა გუცაევის (!), საშა ჩივაძის, თენგიზ სულაქველიძის, ვიტალი დარასელიასი.............
დიმო
გენაცვალე ძმა! ჩვენ ვიცოდით ნაკრების თამაშებს რომ ელოდებოდი. ინტეიგანების აზრი მნიშვნელოვანი არაა ამ შემთხვევაში. შენი და ჩვენი,ნამდვილი გულშემატკივრების სიყვარულს,ვერანაირი ინტრიგა ვერ გადაფარავს!!!
სოსო
ხვიჩას წასვლამდე,რომ მოიწვიოთ რომელიმე მედიამ ან ტელევიზიამ და ჩაწეროთ ინტერვიუ არა?თუ რუსულ მედიას აქვს ექსკლუზივი ხვიჩასგან?
romandro
100% გეთანხმები, გამგები გაგიგებს...
ალეკო
სლუცკის მადლიერი ვარ, მამაშვილურად ექცეოდა ხვიჩას
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა