„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ მსოფლიო ფეხბურთის ორი გამორჩეული ვარსკვლავის თავიანთ ქალაქში გადაყვანას ცდილობენ
„მანჩესტერ იუნაიტედი“ და მისი ხმაურიანი მეზობელი „მანჩესტერ სიტი“ მსოფლიო ფეხბურთის ორი გამორჩეული ვარსკვლავის ვესლი სნეიდერისა და სერხიო აგუეროს თავიანთ ქალაქში გადაყვანას ცდილობენ.

„ინტერის“ 27 წლის ჰოლანდიელი გამთამაშებელი, სნეიდერი მზად არის პრემიერლიგის ჩემპიონს შეუერთდეს, დიეგო მარადონას სიძეს, 23 წლის აგუეროს კი „სიტისკენ“ აქვს გეზი. მიმომხილველები წერენ, რომ ეს ორი ტრანსფერი ინგლისურ ფეხბურთზე უდიდეს გავლენას იქონიებს. „იუნაიტედი“ აპირებს სნეიდერის „ოლდ ტრეფორდზე“ გადასაბირებლად 35 მილიონ ფუნტს ანუ 39,2 მილიონ ევროს შეელიოს, ისტლენდელებს კი აგუეროს სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი ანუ 44,8 მილიონი ევროც არ ენანებათ. ახლა ამას ხელფასებიც დაამატეთ და გამოვა, რომ მანჩესტერის ორი კლუბი ჯამში 100 მილიონ ფუნტს „გაისვრიან“.

სნეიდერის შეძენა რომ უნდა „მანჩესტერ იუნაიტედს“ წამითაც არ დაუმალავს - ეს თემა სატრანსფერო ბაზარზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ერთ-ერთი წამყვანი თემათაგანი იყო. ერთადერთი, რასაც პრემიერლიგის ჩემპიონი ვერ ეგუებოდა ჰოლანდიელის მადა იყო - ნებით თუ უნებლიედ (ქვემოთ განვმარტავთ) სნეიდერი კვირაში 250 ათას ფუნტს ითხოვდა. „იუნაიტედი“ აცხადებდა, რომ მათთან გადასვლა ფეხბურთელისთვისაც დიდი პატივია და ვინაიდან სამ მოთამაშეში, დავიდ დე ხეაში, ფილ ჯონსსა და ეშლი იანგში 55 მილიონი უკვე გადაიხადეს, თუ „ოლდ ტრეფორდზე“ თამაში უნდა, ცოტა სნეიდერმაც უნდა დათმოს.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა ესპანური „მალაგა“ ეპატიჟება. ამ კლუბს ახალი პატრონი ჰყავს - ყატარის სამეფო ოჯახი, კერძოდ კი შეიხი ალ ტჰანი. მოკლედ, მალაგელებს ფული არ აკლიათ, მაგრამ ფეხბურთელს ორი ვარიანტიდან ინგლისური ურჩევნია. სნეიდერთან და „იუნაიტედთან“ დაახლოვებული წყაროები ამბობენ, რომ ამ კვირაში მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამენ. სნეიდერის ყიდვის მერე „იუნაიტედის“ სატრანსფერო დანახარჯი გვარიან თანხას, 90 მილიონს გაუტოლდება. რასაკვირველია, ეს ყველაფერი იტალიურ კლუბთან ჯერ კიდევ შესათანხმებელია, მაგრამ „ინტერის“ სატრანსფერო წიაღსვლებს თუ დავაკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რომ „ნერაძური“ ჰოლანდიელის შემცვლელს ეძებს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ხელფასია. გასამრჯელო, რომელსაც სნეიდერი მილანში იღებს, ინგლისურად რომ „მოვთარგმნოთ“ კვირაში 170 ათას ფუნტს უდრის. ბრიტანეთში, მოგეხსენებათ, საშემოსავლო ბეგარა დიდია და გამოდის, რომ სნეიდერის იტალიური ხელფასის შესანარჩუნებლად მას კვირაში 250 ათასი უნდა დაუნიშნონ, რაც უეინ რუნის ჯამაგირს ძალიან აღემატება.

„სიტი“ კი აგუეროს კონტრაქტთან არის ახლოს. როგორც კი დიეგოს სიძეს დაიბევებენ, ისტლენდელები მის თანამემამულე კარლოს ტევესს შეელევიან. ტევესი იტალიაში ან ესპანეთში გადავა. ადრე ამბობდნენ, რომ აგუერო 50 მილიონი ფუნტი ღირს, ბოლო დღეებში კი დაირხა ხმა, რომ „ატლეტიკო“ მზად არის ის 40

მილიონადაც გაყიდოს.

„მანჩესტერ სიტი“ სეზონისწინა შეკრებაზე კალიფორნიაში გაემგზავრა, თუმცა მწვრთნელი რობერტო მანჩინი სატრანსფერო პროცესებში იქიდანაც აქტიურად არის ჩართული. აგუეროს ყიდვის შემდეგ, ისტლენდელები „არსენალს“ მიადგებიან და სამირ ნასრის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია