საქართველოსა და იტალიის რაგბის ნაკრებებს შორის მატჩს 10 ივლისს ბათუმი მასპინძლობს. იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მარსიო ინოჩენტი საქართველოს ნაკრებს ძლიერ, სტაბილურ გუნდად მიიჩნევს და მასთან მოელის რთულ თამაშს, რომლის სანახავადაც ბათუმში ჩამოვა - ექსკლუზიური ინტერვიუ მან Rugby World Georgia-ს მისცა. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან:

"ბათუმის შეხვედრიდან მოლოდინი ისეთივე გვაქვს, როგორიც ქართველებს - გვინდა მოვიგოთ, თუმცა თავად ქართველ მორაგბეებთან შეხვედრა უკვე სასიხარულოა. ვიცი, რომ თამაში იქნება ძალიან საინტერესო და საკმაოდ რთულიც. საქართველოს რაგბის ნაკრებს რამდენიმე წლის წინ ფლორენციაში ვუმასპინძლეთ, ახლა კი, 10 ივლისს, საქართველოშიც შევხვდებით და ეს ძალიან გვახარებს. ორივე გუნდი საკმაოდ კარგად არის მომზადებული და ორივეს თამამად შეუძლია ელოდოს გამარჯვებას.

საქართველოს ნაკრები სტაბილური გუნდია, ფიზიკურად კარგად მომზადებული მოთამაშეებით, რომლებიც შერკინებაშიც გამოირჩევიან და სხვა პოზიციებზეც, - შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი მათგანი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს. გყავთ სისწრაფით გამორჩეული სპორტსმენები, როგორიცაა ნინიაშვილი, რომელსაც ინტერესით ვაკვირდები; ასევე ცხრა ნომერი მაღრაძე-აფრასიძე, რომელიც "მონპელიესთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებში ბევრი შესანიშნავი მოთამაშეა, ძლიერი გუნდია, რომელიც ძალიან მომწონს", - აღნიშნავს მარციო ინოჩენტი და ამბობს, რომ საქართველოში პირველად სწორედ ამ მატჩის გამო ჩამოვა:

"საქართველოში არასდროს ვყოფილვარ. მატჩამდე ორი დღით ადრე ჩამოვალ. შესაბამისად, მეტხანს დავრჩები; ჩემი მეგობრისგან, რომელიც რამდენჯერმე იყო საქართველოში, მსმენია, რომ უმშვენიერესი ქვეყანაა. იმედია, მეც შევძლებ უკეთ გავიცნო".

R

BOSS
ჩვენზე ძლიერი და განსწავლული გუნდი ყავს იტალიას.მწვრთნელის ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ შანსი ნაკლებად გვაქვს.ერთადერთი გიჟური თავდადების და ფორტუნის იმედად ვარ.წარმატებები ბიჭებს
აი იუმორი
მშვიდად ვარ, რადგან ჩვენ ნაკრებს მსოფლიო დონის მთავარი მწვრთნელი ჰყავს! ის ძალიან ჭკვიანი და დაუნდობელია მეტოქეების მიმართ.მოუთმენლად ველი მის ახსნა- განმატებებს თამაშის შემდეგ...
rugger
ეს შეკვეთილი ბოტები რა უბედურებაა. თუ ბოტი არ ხარ კიდე სლოვანი ბათუმის თამაშზე მეტი არ განახოს მამაშენმა.
კახაბერი
სისწრაფეში თამაშის უფლება- შესაძლებლობა- არ უნდა მივცეთ, ძირითადად შერკინება- მოლში უნდა,თუ მოვიგეთ- თამაშსაც მოვუგებთ! ფიზიკა, თავდადება, აგრესია და აღტკინება (მ6არი ემოციები) გვაქვს ...
თორნიკე
გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს და ქართულ რაგბს! ბოღმამ არ მოგკლათ რატომ გიხარიათ ხოლმე სხვა სპორტში წარუმატებლობები ვერ ვხვდები :)
Iberia
Abe tqven icit mainc caaagebt da mindors mainc gauprtxildit ar gadaxnat fexburtshi ufro kargi tamashebi gvelis gaumarjos qartul fexburts
nik
მაღრაძე-აფრასიძე???
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში