კოპა ამერიკა 2011. B ჯგუფი. II ტური: ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა მანო მენეზეშმა კარგად ახსნა, რატომ ვერ მოუგო მისმა გუნდმა პარაგვაის
ბრაზილია-პარაგვაი 2:2

ბრაზილია: ჟულიო სეზარი, დ. ალვეში, ლუსიო, ტიაგო სილვა, სანტოსი, ლუკას ლეივა, რამირესი (69 ლუკასი), განსო, ჟადსონი (46 ელანო), ნეიმარი (81. ფრედი), პატო.

პარაგვაი: ვილარი, ვერონი, და სილვა, ალკარასი, ტორესი, ვერა, რივეროსი (68 კასერესი), ორტიგოსა, ესტიგარიბია (78. მარტინესი), სანტა კრუსი, ბარიოსი (56. ვალდესი).

გოლები: 1:0 ჟადსონი (39), 1:1 სანტა კრუსი (55), 1:2 ვალდესი (67), 2:2 ფრედი (89)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: როკე სანტა კრუსი (პარაგვაი)

კიდევ კარგი ძველი დრო აღარ არის, ნაკრების ცუდი შედეგის გამო სან პაულუსა და რიოს ქუჩებში ხალხი მანქანებს რომ უვარდებოდა. ის ეპოქა ისტორიამ და პელემ წაიღეს, ახალ დროებაში კი... თუმცა, მოდი, უპირველეს ყოვლისა, ვნახოთ რას ამბობს პენტაკამპეონთა თავკაცი მანო მენეზეში, რომელიც სავარაუდოდ, ყველაზე კარგად აგვიხსნის რატომ ვერ მოუგო მისმა გუნდმა პარაგვაის, უფრო სწორედ კი, ბეწვზე როგორ გადარჩა პარაგვაელებთან წაგებთან.

„ეს გახლდათ თამაში, რომელიც ჩვენ უნდა მოგვეგო და ეს ვალდებულება ფეხბურთელებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. ასეთ პირობებში ჩვენ შეცდომები დავუშვით და კინაღამ წავაგეთ კიდეც“ - თქვა მანომ, რომელმაც დასძინა, რომ მეორე შეხვედრაში ბრაზილიამ მაინც უკეთ ითამაშა ვიდრე პირველში, ვენესუელსათან, რომელიც 0:0 დამთავრდა.

მენეზეშმა ქომაგებს (რომლებიც აღარც მანქანებს უხტებიან და კორდობას სტადიონ „მარიო ალბერტო კემპესზე“ პარაგვაელებზე გაცილებით ნაკლებიც იყვნენ) აღუთქვა, რომ 13 ივლისს, ეკვადორთან, გუნდი კიდევ უფრო კარგად ითამაშებს.

პირველ შეხვედრასთან შედარებით პარაგვაის წინააღმდეგ ბრაზილიას ერთი მოთამაშით შეცვლილი შემადგენლობა ჰყავდა: რობინიოს ნაცვლად ჟადსონი თამაშობდა. როდესაც ამ ცვლილების მიზეზი ჰკითხეს, მანომ უპასუხა:

„ეს ტაქტიკური ხასიათის ცვლილება გახლდათ. ჩვენ ნახევარდაცვის გაძლიერება გვჭირდებოდა, რათა განსოს უფრო სრულყოფილად ემოქმედა“.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელთა თავკაცმა არ დააზუსტა რას აპირებს მესამე შეხვედრაში, რობინიოს თერთმეტ კაცში დააბრუნებს, თუ რაიმე სხვა ვარიანტს მოსინჯავს.

ბრაზილიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ გამოცდილმა გოლკიპერმა ჟულიო სეზარმა კი ყურადღება გადარჩენაზე გაამახვილა:

„თუ გავიხსენებთ, როგორ ვთამაშობდით და ანგარიში როგორ იცვლებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავ შედეგს გამოვკარით ხელი“.

ვისაც თამაში არ უნახავს, ჩვენს მიერ შეთავაზებული ოქმიდან მიხვდებოდა, რომ ბრაზილიას წაგებამდე აღარაფერი აკლდა - ფრედმა 89-ე წუთზე გაათანაბრა. არადა, ანგარიში პირველი ნახევრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე პენტაკამპეონებმა გახსნეს - ჟადსონმა დაბალი დარტყმით შეაგდო. საინტერესოა, რომ შესვენებისას მანო მენეზეშმა გოლის ავტორი ელანოთი შეცვალა. ბრაზილიას თითქოსდა ზეწოლა უნდა გაეძლიერებინა და პარაგვაი წელში გაეტეხა, მაგრამ პირიქით მოხდა - სანტა კრუსმა გაქვითა. ამ გოლში მარსელო ესტიგარიბიამ შესანიშნავი გარღვევით მიიღო დიდი მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ პარაგვაელი ქომაგები ტრიბუნიდან „ერკულესის“ ფორვარდის, ვალდესის შეყვანას ითხოვდნენ. ნატვრა აუხდათ კიდეც - ის მოედანზე ბარიოსის ნაცვლად შევიდა და 66 წუთზე თავისიანები დააწინაურა. „ბარსელონას“ მცველის, დანი ალვეშის უხეშმა შეცდომამ კრისტიან რივეროსს ბურთის მოხელთებისა და ვალდესის საგოლე პოზიციაზე შეყვანის საშუალება მისცა.

თამაშის მიწურულს მენეზეშმა 19 წლის სენსაციად გამოცხადებული ნეიმარი ფრედით შეცვალა და გაუმართლა კიდეც. „ლიონის“ ყოფილმა მოთამაშემ განსოსგან ბურთი მიიღო და პარაგვაელთა გოკიპერი ხუსტო ვილარი სახტად დატოვა.

პარაგვაის ნაკრების მწვრთნელი ხერარდო მარტინო: „ჩვენი ამბიცია და ტემპერამენტი დამტკიცებას აღარ საჭიროებს. ორი თამაშიდან ორივე ფრედ ვითამაშეთ, არადა ორივე უნდა მოგვეგო. ვფიქრობ, ბურთის კონტროლის გაუმჯობესება გვჭირდება. გარდა ამისა, როდესაც დიდი სახელის მქონე გუნდებს ვეთამაშებით, შეტევაში მეტი სითამამე გვმართებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა