კოპა ამერიკა 2011. B ჯგუფი. II ტური: ვენესუელის ნაკრებმა სესარ ედუარდო გონსალესის გოლის წყალობით ეკვადორს სძია და ჯგუფში გალიდერდა
ვენესუელა-ეკვადორი 1:0

ვენესუელა: ვეგა, ვისკარონდო, პეროსო, როსალესი, კიჩერო, არანხო, ლუსენა, გონსალესი (64. მესა), არანხო, მიკუ (74. რონდონი), მალდონადო (80. დი გიორგი).

ეკვადორი: ელისაგა, რეასკო, არაუხო, ერასო, აიოვი, კასტილიო (75. კუიროსი), ნობოა, აროიო (71. მონტანო), მენდესი, ბენიტესი, კაისედო.

გოლი: 1:0 გონსალესი (61)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სესარ ედუარდო გონსალესი (ვენესუელა)

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ერთადერთი გოლის ავტორი სესარ ედუარდო გონსალესი დაასახელეს. „კოპა ამერიკის“ ოფიციალური საიტის მომხმარებელთა 23,7 პროცენტმა სხვებს მექსიკური „სან ლუისის“ ყოფილი (ახლა არგენტინულ „ხიმნასია ლა პლატაში“ გადავიდა), 28 წლის ნახევარმცველი დაასახელა. გასაკვირი არც არის, მისმა გოლმა ხომ „ვინოტინტოს“ ანუ ვენესუელის ნაკრების შემდეგ ეტაპზე გასვლის საქმე მნიშვნელოვნად წინ წასწია. თან, გონსალესის გოლი ლამაზი სანახავი გამოდგა - შორიდან, დაბლა, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში დაარტყა.

ვენესუელას ანგარიშის გახსნა გაცილებით ადრე შეეძლო. ესპანურ „ხეტაფეში“ მოთამაშე ნიკოლას ფედორმა რომელსაც მიკუდ იცნობენ, ხელსაყრელი მდგომარეობიდან წესიერად ვერ დაუმიზნა ეკვადორელთა კარს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მეტოქემ ჯერ ტომას რინკონის დარტყმული მოიგერია.

შემდეგ ხუან არანხოს შეეძლო გოლის შეგდება... მოკლედ, სესარ ფარიასის ბიჭები მოწინააღმდეგეს ავიწროვებდნენ და ერთ ეპიზოდში ოსვალდო ვისკარონდოსაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთისთვის თავის უკეთ დარტყმა ჰმართებდა.

შესვენების წინ ეკვადორელთაგან კრისტიან ბენიტესმა მოახერხა „ვინოტინტოს“ კართან ხიფათის შექმნა, მაგრამ, ეს მაინც ეპიზოდი იყო, ზოგადი სურათი კი ვენესუელელთა სასარგებლო გახლდათ. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ეკვადორს კოჭის ტკივილის გამო ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ 25 წლის გარემარბი ანტონიო ვალენსია აკლდა.

გონსალესის გოლის შემდეგ, რომლის შესახებაც უკვე გელაპარაკეთ, ისევ მიკუს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ნორბერტო არაუხომ არ გაატანინა. ეკვადორელებს კი გათანაბრების საშუალება მეკარე რენი ვეგამ არ მისცა.

ჯგუფი B

თ მ ფ წ ბ ქ

1. ვენესუელა 2 1 1 0 1-0 4

2. პარაგვაი 2 0 2 0 2-2 2

3. ბრაზილია 2 0 2 0 2-2 2

4. ეკვადორი 2 0 1 1 0-1 1

მომდევნო ტური

13 ივლისი

პარაგვაი-ვენესუელა

ბრაზილია-ეკვადორი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
[VIDEO] ლეანდრო პარედესმა ინტერვიუს დროს გონება დაკარგა
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
[VIDEO] ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ეს მოხდა "დე კუიპზე" - იეგოიანმა გაიტანა, "ექსელსიორმა" "ფეიენოორდს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა