კოპა ამერიკა 2011. C ჯგუფი. II ტური: პერუელთა გამარჯვება დამსახურებული იყო - ეს ნაკრები უკეთ თამაშობდა, ვიდრე ახალგაზრდული მექსიკა
პერუ-მექსიკა 1:0

პერუ: ფერნანდესი, კარმონა, აკასიეტე, როდრიგესი, ვილჩესი, ბალბინი, ლობატონი (85. ბალონი), კრუსადო (76. გევარა), ადვინკულა (46. იოტუნი), ვარგასი, გერერო.

მექსიკა: მიჩელი, ჩავესი (73. პონსე), არაუხო, რეინოსო, აგილარი (46. პაჩეკო), რეიესი, ენრიკესი, მიერი, აკინო (85. პერალტა), ჯ. დოს სანტოსი, მარკესი.

გოლი: გერერო (81)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხუან ვარგასი (ჩილე)

პერუელთა გამარჯვება დამსახურებული იყო - ეს ნაკრები უკეთ თამაშობდა, ვიდრე ახალგაზრდული მექსიკა. პირველ ტაიმში პერუ მეტს უტევდა და ბურთს მეტად ფლობდა, თუმცა საგოლე შანსი არ შეუქმნია. ერთადერთი მომენტი ამ ტაიმში მექსიკელებს შეექმნათ - აკინო დამატებაზე ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა მცველი ფეხებში ჩაუხტა და სიტუაცია განმუხტა.

მეორე ტაიმი პერუმ უკვე იერიშებით დაიწყო, მათ ზედიზედ ორი დიდებული შანსი გაანიავეს, 50-ე და 58-ე წუთებზე. განსაკუთრებით საოცარი იყო, თუ როგორ ვერ შეძლო ხუან ვარგასმა მეკარესთან პირისპირ გასვლა, მან ბურთი ხარიხას გაარტყა. ამის შემდეგ მექსიკელთა მეკარე მიჩელმა იყოჩაღა, მაგრამ ისიც უძლური იყო 81-ე წუთზე პაულო გერეროს დარტყმულთან.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "ფიორენტინას" ჩილელი ლეგიონერი ხუან ვარგასი დაასახელეს. მან ხმების 29,8% მიიღო.

ჯგუფი C

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩილე 2 1 1 0 3-2 4

2. პერუ 2 1 1 0 2-1 4

3. ურუგვაი 2 0 2 0 2-2 2

4. მექსიკა 2 0 0 2 1-3 0

მომდევნო ტური

12 ივლისი

ჩილე-პერუ

ურუგვაი-მექსიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა