ფაბიო კანავარომ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება
აპენინურ პრესაში გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარს უთუოდ დაწყვიტავს გულს - საქმე იმაშია, რომ ფაბიო კანავარომ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონს არაბულ "ალ აჰლისთან" ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა - ბევრს ჰქონდა იმედი, რომ კანა სამშობლოში დაბრუნდეებოდა და კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი კალჩოს სამსახურში ჩადგებოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები მისი "ნაპოლიში" ჩარიცხვის შესახებ და ამასთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელის კომენტარებიც არაერთხელ გავრცელდა. ფაბიოს არ დაუმალავს მშობლიური ქალაქის გუნდში ასპარეზობის სურვილი, თუმცა როგორც ჩანს, თანამშრომლობისგან "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ შეიკავა თავი. სამხრეთელთა მესაჭე დაგვპირდა, რომ სატრანსფერო პერიოდში ახალგაზრდებზე გააკეთებს აქცენტს. შედეგად, კანავარომ კარიერის დასრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და 37 წლის ასაკში ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

ფაბიო კანავაროს საფეხბურთო კარიერა 1992 წელს "ნაპოლიში" დაიწყო, სადაც მან სამი სეზონი გაატარა და 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ იყო "პარმა", ემილიურ გუნდში გატარებული შვიდი წელიწადი და 212 შეხვედრა. 2004 წელს კანავარო "იუვენტუსში" გადაბარგდა, 74 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლის გატანაც მოახერხა - თუმცა, 2006 წლის ზაფხულს, "კალჩოპოლის" მოვლენების გამო ტურინი დატოვა და მადრიდის "რეალში" გადაბარგდა. ესპანეთში გატარებული სამი ნაკლებად წარმატებული სეზონის შემდეგ ისევ "იუვეში" დაბრუნდა, ერთი წელი ითამაშა და კარიერის მიწურულს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს მიაშურა. "ალ აჰლიში" კანამ 24 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა აქტივში.

და მთავარი, ფაბიო კანავარო 13 წლის განმავლობაში იცავდა იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას, 2006 წელს კი "სკუადრა აძურა" სწორედ მისი კაპიტნობით გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. იმავე წელს, ფაბიო მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

აქვე აღვნიშნოთ, რომ "ლელოს" ხვალინდელ ნომერში ფაბიო კანავაროს ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"