7 ივლისს თბილისის "დინამო" კონფერენს ლიგის პირველ წრეში "პაიდეს" დაუპირისპირდება. ესტონელებთან თამაშამდე თბილისელების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა:

"დღეის მდგომარეობით, არცერთ გუნდზე წინ არ ვართ. არ არის ის სიტუაცია, რომ რომელიმე გუნდზე მაღლა ვიყოთ და ამის გამო მოვდუნდეთ. ჩვენთვის ნებისმიერ გუნდთან თამაში დიდი გამოწვევაა. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან.

ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრა ევროთასების წინ იყო და სასარგებლო გამოდგა, რადგან ბევრი რამ გამოჩნდა და ვისწავლეთ. გუნდს ყველა პოზიციაზე გაძლიერება სჭირდება, ეს მხოლოდ მეკარესა და მცველებს არ ეხებათ. "ბათუმთან" მატჩში მეტოქემ გვაჯობა, ფსიქოლოგიური პრობლემა არ დამინახავს.

იმრანი გუნდს კარგად შეეწყო, თუმცა იდეალურ ფორმაში არ არის, ჩვენ მისი თამაში მეორე გუნდში ვნახეთ. კუცია და კობოური გუნდის სრულფასოვანი წევრები არიან და სრული დატვირთვითაც ვარჯიშობენ.

ბათუმის "დინამოს" წარმატებაში გულშემატკივარს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ჩვენც გვჭირდება გულშემატკივრის მხარდაჭერა. ქომაგის გარეშე წარმატების და შედეგის დადება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ შიდა ჩემპიონატშიც ჭირს. ამიტომ მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდეს სტადიონზე და მხარი დაგვიჭიროს "პაიდესთან".

შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

თორნიკე
სეტანტა სპორტი აჩვენებს და მისი ფეისბუქ გვერდიც. სავარაუდოდ დილას თამაში არ გადმოიცემა. საბურთალოს სილქ უნივერსალი აჩვენებს
მე-14 სკოლა
რომელიმე არხი აჩვენებს ამ თამაშს???
კაპიტან გარდენბურგი
ძალიან მომწონს ეს კაცი, მწვრთნელი, მაგრამ ბოდიში, რას გადადიოდი ფიფიასთან, მოვიდოდი სიამოვნებით სიტყვა რომ არ მიმეცა, ჩემი ფეხი არ იქნება ბორის პაიჭაძეზე სანამ ეგ თქვენი ფიფია იქ იქნება. ნეტა ჩწმპიონთა თასი მოიგოთ და სულ არ ვუყურებ არც ერთ თამაშს, მაგრამ სამწუხაროდნწელსაც დაგახევენ თავზე ბურთს. უბრალოდ ეს ლოგიკურია, რომ ასე იქნება, რადგან მიდგომაა დინამოში არასწორი საკითხთან, დროებითი გუნდების მშენებლობა ყოველ წელს, ლოკალური ამოცანებით და ფულის საკეთებლად და ვერც ჭიაბრიშვილი აღუდგება ამას, ამიტომ მარტო მწვრთნელი რას იზამს, მეცოდება ეს კაცი, კარგი მწვრთნელია
მარტვილელი
შავი კაცი კაცური გულით
შავი კაცი
უდიდესი თხოვნით მოგმართავთ ბათუმიდან ჩემო თბილო და კეთილო გემრიელო თბილისლებო.. თბილისი საქართველოს გულია და ეს გული თქვენ უნდა დაქოქოდ რომ აძგერდეს ისე როგორც საქართველოს შეეფერება.. გთხოვთ მიდით სტადიონზე და უქომაგეთ თბილისის დინამოს თქვენს გარეშე ის სულ დამარცხებულია.. დროა დიდი გამარჯვებების გემო გავიხსენოთ და გავერთიანდეთ!!
Givi
Makurebeli rom aucilebelia stadiinze amas ra laparaki unda?kvelani stadionze da vnaxavt ra shedegebic iqneba darwmunebulivar bevrad kargad itamasheben biwebi,warmatebebi qartul gundebs!!!
gio
ამ თბილისის დინამოს არ აქვს არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი. დაცვა უსუსტესი, ნახევარდაცვა - გადაკარგულები, თავდასხმა - ბლაგვი. ამათ საყურებლად დრო და ნერვები როგორ უნდა დახარჯოთ ვინმემ?
ტარიელ მაღალდაძე
გენაცვალე გულში კარგო კაცო! შენსავით ფიქრობდეს და უძგერდეს ნეტა გული ამ ქვეყნის 20 პროცენტს, დარწმუნებული ვარ სხვა გაცილებით უფრო ბედნიერ რეალობაში ვიცხოვრებდით!
თორნიკე
მე ბათუმელი ვარ, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა ქართულ გუნდს ერთნაირად დიდ წარმატებას ვუსურვებ. თბილისელ ფეხბურთის გულშემატკივარს ვთხოვ არ დაიზარონ სტადიონზე მისვლა შეყვარებულებით, მეუღლეებით და შვილებით. გამართლება იმით რომ ნაკლებ საინტერესო მეტოქეა, რომ ზაფხულია, ცხელა და შვებულებაშია ხალხი არაკორექტული და სამარცხვინოცაა. საფეხბურთო ზეიმს მაყურებელი ჭირდება და ჩვენ მეტოქის კი არა ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ უნდა მივდიოდეთ სტადიონზე. პერიფერიაზე ნებისმიერი სტადიონი გაივსებოდა ევროთასის თამაშზე, დიახ 10ჯერ პატარა სტადიონი, თუმცა თბილისი მოსახლეობით საქართველოს ყველა ქალაქზე ათჯერ დიდია მინიმუმ, ასე რომ არც ესაა გამართლება. მიზეზი საკუთარი გუნდის სიყვარულია, და დაამტკიცეთ რომ თქვენც გიყვართ ფეხბურთი და თქვენი გუნდი. ბიჭებს გამხნევება სჭირდებათ!
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა