საფრანგეთის ნაკრებისთვის სკანდალური მუნდიალი სამხრეთ აფრიკასთან მატჩით დასრულდა, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო იმ ფსიქოზისა და საყოველთაო ქაოსის ფონზე, რაც "სამფეროვანთა" შორის ბოლო დღეებში დატრიალდა...

საფრანგეთის ნაკრებისთვის სკანდალური მუნდიალი სამხრეთ აფრიკასთან მატჩით დასრულდა, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო იმ ფსიქოზისა და საყოველთაო ქაოსის ფონზე, რაც "სამფეროვანთა" შორის ბოლო დღეებში დატრიალდა.

ფრანგები დეტალურად გამოიძიებენ ამ ყველაფერს და დამნაშავეებს საკადრისად დასჯიან (განსხვავებით ჩვენგან, სამწუხაროდ. წლების განმავლობაში ჩვენ ხომ მსგავს მოვლენებს ვუყრუებდით), ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ინიციატივით სპეციალური ჯგუფი უკვე შექმნილია. დიახ, გამოიძიებენ და მომავალში ამგვარ შეცდომებს, ალბათ, აღარ გაიმეორებენ.

ჯერჯერობით კი კომენტარები მაინც ცხელ გულზე კეთდება. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი პატრის ევრა ჟურნალისტებს შეხვდა. შეგახსნებთ, რომ დომენეკმა ევრა ბოლო მატჩში არ ათამაშა, ნიშნად იმისა, რომ ამ ამბებში კაპიტანს სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და უნდა დასჯილიყო. ისე, უცნაურია, რომ ნიკოლა ანელკას ინციდენტიდან რამდენიმე საათში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევრამ თანაგუნდელის საქციელი დაგმო. რა შეიცვალა მერე, ამის თქმა ჩვენთვის ძნელია. მოკლედ, ფრაგმენტი ევრას ბოლო პრესკონფერენციიდან:

"ახლა უკვე დროა, ბოდიში მოვუხადოთ მთელ საფრანგეთს, ჩვენს გულშემატკივრებს... პირადად მე ვიზიარებ იმ ტკივილს, რაც ხალხს მივაყენეთ. ჩემთვის მძიმე იყო ის მომენტი, როცა მწვრთნელთან ბოდიშის მოსახდელად მივედი და მან გამაჩერა. თუმცა ამან ჩემთვის არაფერი შეცვალა - ახლა ანგარიშსწორების დრო არ არის. ჩვენ უნდა ავუხსნათ ფრანგ ხალხს, თუ რატომ დაგვემართა ეს უბედურება. ეს უნდა იყოს მხოლოდ სიმართლე და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. მე არაფერი მაქვს დასამალი... გულახდილი საუბარი შეიძლებოდა, შემდგარიყო გუშინ საღამოს... მაგრამ ეს არ მოხერხდა, თუმცა აუცილებლად მოხერხდება ამ დღეებში, მალე ყველაფერს ვიტყვი".

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"