2022 წლის "უიმბლდონზე" ცენტრალური კორტის 100 წლის იუბილე აღნიშნეს, სადაც ორგანიზატორებს 1960 წლიდან დღემდე ამ დიდი სლემის ჩემპიონები ჰყავდათ მოწვეული, თუმცა რუსი მარია შარაპოვა ვერავინ შენიშნა.

როგორც იცით, ცნობილი მოვლენების გამო რუს და ბელარუს სპორტსმენებს წლევანდელ "უიმბლდონზე" ასპარეზობა აკრძალული აქვთ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩემპიონების ვიდეოკოლაჟი აჩვენეს და შარაპოვა არც ამ კადრებში ფიგურირებდა.

მარიამ "უიმბლდონი" 2004 წელს 17 წლის ასაკში მოიგო, როდესაც მან სერენა უილიამსი დაამარცხა და სწორედ მაშინ დაიწყო შარაპოვას დიდი კარიერა.

რა თქმა უნდა, "უიმბლდონის" ხელმძღვანელობის მიმართ გაჩნდა კითხვები, იყო თუ არა ეს დისკრიმინაცია შარაპოვას მიმართ... მათ ჰკითხეს, იყო თუ არა მარია მიწვეული ღონისძიებაზე და რატომ არ ჩანდა ის ვიდეორგოლში.

პასუხში ნათქვამი იყო, რომ მათ მოიწვიეს ის ჩემპიონები, რომლებიც ლონდონისგან შორს არ ცხოვრობდნენ და გადამღლელი მგზავრობა არ სჭირდებოდათ. რაც შეეხება ვიდეოკლიპს, მათ თქვეს, რომ კოლაჟის დრო შეზღუდული იყო და ფიზიკურად ყველა ჩემპიონის კადრს ვერ ჩასვამდნენ.

ეს პასუხები კი მართლაც დიდ ეჭვს ბადებს, რომ "უიმბლდონის" ხელმძღვანელობას არ სურდა პატივი მიეგო რუსი სპორტსმენისთვის.

აქვე გეტყვით, რომ შარაპოვამ კარიერა 2020 წელს დაასრულა. ყოფილი სპორტსმენი ამჟამად ორსულადაა და აშშ-ში ცხოვრობს.

NN
სამარცხვინო უიმბლდონი - მოკლედ შერეკილებში რომ არის აქედან მაინც ვერ წაშლითო ისეა შარაპოვა-უიმბლდონის ეს საქმე - მთელმა მსოფლიომ იცის რომ 17წლის ასაკში შარაპოვამ დამსახურებულად დაამარცხა სერენა უილიამსი - არც არასდროს მყვარებია შარაპოვა მაგრამ ამ"ჯენტლმენი" ინგლისელების ეს სირაქლემობა სასაცილოა
დათო
ეს რა საშინელება მომხდარა, რა გადაიტანს ამ ამბავს არ ვიცი ნამდვილად)))
aburjga
მარია ძალიან პატარა წაიყვანეს აშშ-ში, მამამ წაიყვანა. იქ გაიზარდა, დაქალდა, წარმატებებს იქაურ აკადემიებში ვარჯიშით მიაღწია. რუსეთში მხოლოდ ეპიზოდურად ჩამოდიოდა! გაამერიკელებული რუსია, რა!
nika
მაგას და რუსი სპორტსმენების ნახევარს, ცოტა ხნის წინ ხომ აღმოუჩინეს აკრძალული ნივთიერება, წესით, იმ დროსაც ექნებოდა მიღებული რაღაც 17 წლისამ რომ გაუქაჩა გამოცდილ შავკანიანს და არ მიიწვიეს კი არა, უნდა ჩამოერთვათ ის პრიზებიც.
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
მარია შარაპოვა: კარგი დედა და ცოლი მინდა ვიყო
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...