მძლეოსნობა. "ბრილიანტის ლიგა"
პარიზში "ბრილიანტის ლიგის" მერვე ეტაპი გაიმართა. ეს ტურნირი ამ კომერციული სერიის შექმნამდეც პოპულარული იყო, ასე რომ, პლანეტის საუკეთესო მძლეოსნები "სტად დე ფრანსზე" პირველად არ შეკრებილან.

ამჯერად, პარიზელებს მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანის უსაინ ბოლტის ხილვის საშუალება მიეცათ, რომლისთვისაც 200-მეტრიან დისტანციაზე კონკურენცია უნდა გაეწია ფრანგების მთავარ იმედს კრისტოფ ლემეტრს. მართალია, ეს უკანასკნელი თანდათან პროგრესირებს, მაგრამ ჯერ ბევრი უკლია ბოლტამდე, რაც ამჯერადაც გამოჩნდა სარბენ ბილიკზე.

სხვათა შორის, იამაიკელი ავადმყოფობის გამო ერთი პირობა სტარტზე გასვლას არ აპირებდა, მაგრამ მაყურებელი არ გააწბილა და სწორადაც მოიქცა - უსაინი პირველი მივიდა ფინიშთან. ვირაჟის შემდეგ ბოლტი დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ ბოლო 50 მეტრზე ლემეტრი გამოეწია, თუმცა სენსაციაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. არაჯანმრთელმა უსაინმა 20,03 წამი აჩვენა, ევროპული სპრინტის ლიდერი კი 18 მეასედით ჩამორჩა.

საინტერესო და თანაბარი დუელი გამოვიდა მამაკაცთა ბარიერულ სპრინტში. მეზობელ ბილიკებზე იდგნენ დაირონ რობლესი და დევიდ ოლივერი. წელს ორივენი მაღალ შედეგებს აჩვენებენ, ამიტომაც ფავორიტის დასახელება რთული იყო. სტარტი უკეთ კუბელს გამოუვიდა, მაგრამ თანდათან დევიდი დაეწია მეტოქეს. ოლივერი გაუთანაბრდა რობლესს და წინაც გავიდა, თუმცა რობლესმა უკეთ "ჩაყვინთა" ფინიშზე და წამის მეასედზე ნაკლები მოიგო.

პარიზში სეზონის ოთხი საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა. კუბელ იარგელის სავინიეს სამხტომში მხოლოდ სანტიმეტრი არ ეყო 15 მეტრამდე. შუბის ტყორცნაში ტრადიციული ბრძოლა გაიმართა მარია აბაკუმოვას, ბარბორა შპოტაკოვასა და კრისტინა ობრეგფოლს შორის. გერმანელმა პირველივე ცდიდან 68.01 მეტრი აჩვენა, რაც სეზონის ახალი ორიენტირია. მსოფლიოს რეკორდსმენი შპოტაკოვა ამჯერად მეორე ადგილზე გავიდა. ასევე წლის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა 400 მეტრზე თარჯრბენში ქალებს შორის - მისი ავტორი იყო ჩეხი სიუზანა ჰეინოვა (53,29) გახდა, რომელმაც პარალელურად ეროვნული რეკორდიც განაახლა. ასევე სეზონის საუკეთესო დრო აჩვენა 5 ათას მეტრზე სირბილში მეზერეტ დეფარმა.

ადგილობრივი გულშემატკივრები გაახარა რენო ლავილენიემ. ფრანგმა პრაქტიკულად ერთი ნახტომით მოიგო ჭოკით ხტომაში შეჯიბრი. მან ტურნირი 5,63 მეტრით დაიწყო და ეს სიმაღლე პირველივე ცდაზე გადალახა. მხოლოდ ორმა მხტომელმა შეძლო იგივე, მაგრამ ამისთვის უფრო მეტი ცდა დასჭირდათ. რენომ კი ბოლოს 5,73 მეტრიც დაძლია.

სიგრძეზე ხტომაში ბრიტანეთის ახალი რეკორდი (8,35 მეტრი) დაამყარა კრისტოფერ ტომლისონმა, თუმცა ეს მხოლოდ მეორე ადგილზე გასასვლელად აღმოჩნდა საკმარისი. ბრიტანელზე ხუთი სანტიმეტრით გრძელი ნახტომი შეასრულა ირვინგ სალადინომ, რომელიც თანდათან კრეფს ფორმას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

უნდა აღინიშნოს ჯერემი უორინერის კრახი, რომელიც თავის საყვარელ დისტანციაზე - 400 მეტრზე სამეულშიც ვერ მოხვდა. გამარჯვებული გახდა კრის ბრაუნი, თუმცა ჯერემი მაინც რჩება ამ დისციპლინაში "ბრილიანტის ლიგის" ლიდერად. ცნობილი ამპუტანტი ათლეტი ოსკარ პისტორიუსი უორინერის შემდეგ მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა.

ქალების სპრინტში კელი-ენ ბაპტისტმა მოულოდნელად გაუსწრო ვერონიკა კემპბელ-ბრაუნს. 800 მეტრზე სირბილში სკანდალურად ცნობილმა კასტერ სემენიამ გაიმარჯვა. აგვისტოში მას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოუწევს და როგორც ჩანს, სამხრეთ აფრიკელი იმ დროისთვის ფორმაში იქნება.

VIII ეტაპი. პარიზი

კაცები

200 მ. 1. უსაინ ბოლტი (იამ) - 20,03; 2. კრისტოფ ლემეტრი (საფ) - 20,21; 3. დარვის პატონი (აშშ) - 20,59; 110 მ/თარჯრბენი. 1. დაირონ რობლესი (კუბ) - 13,09; 2. დევიდ ოლივერი (აშშ) - 13,09; 3. დუაიტ ტომასი (იამ) - 13,18; სიმაღლეზე ხტომა. 1. იაროსლავ ბაბა (ჩეხ) - 2,32; 1. ალექსეი დმიტრიკი (რუს) - 2,32; 3. ივან უხოვი (რუს) - 2,30; სიგრძეზე ხტომა. 1. ირვინგ სალადინო (პან) - 8,40; 2. კრის ტომლისონი (ბრიტ) - 8,35; 3. გრეგ რუტერფორდი (ბრიტ) - 8,27.

ქალები

400 მ/თარჯრბენი. 1. სუიზანა ჰეინოვა (ჩეხ) - 53,29; 2. კალის სპენსერი (იამ) - 53,45; 3. ნატალია ანტიუხი (რუს) - 54,41; 800 მ. 1. კასტერ სემენია (ს. აფრ) - 2.00,18; 2. ჰალიმა ჰაჩლაფი (მარ) - 2.00,60; 3. ჯენიფერ მედოუსი (ბრიტ) - 2.00,74; სამხტომი. 1. იარელის სავინიე (კუბ) - 14,99; 2. ოლგა სალადუხა (უკრ) - 14,81; 3. ოლგა რიპაკოვა (ყაზ) - 14,48; შუბის ტყორცნა. 1. კრისტინა ობერგფოლი (გერ) - 68,01; 2. ბარბარა შპოტაკოვა (ჩეხ) - 67,57; 3. მარია აბაკუმოვა (რუს) - 65,12.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა