ბათუმის "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ "სლოვანის" საიტთან ბრატისლავური გუნდის ახალწვეულმა გიორგი ჩაკვეტაძემ ისაუბრა, რომელიც პირველ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა:

"პირველი სტარტი ჩემთვის რთული იყო, რადგან იქამდე გუნდთან ერთად მხოლოდ ორი დღე ვივარჯიშე. 100%-ით ფორმაში ჯერ არ ვიყავი. ვფიქრობ, გუნდთან ერთად შემდგომი ვარჯიშების შემდეგ უკეთ ვითამაშებ, ვიდრე პირველად, ფიზიკურადაც კი. ახალ გუნდში რაღაც დრო პარტნიორებთან ადაპტირებისთვის გჭირდება. ჯერ ყველაფერი კარგად მაქვს და მჯერა, ყოველდღე უკეთესი გავხდები.

ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს. გუნდში თავს კარგად ვგრძნობ, ბრატისლავაც ძალიან კარგი ქალაქია. რა თქმა უნდა, აქ იმისათვის ვარ, რათა რაც შეიძლება კარგად ვითამაშო. შემდეგ ეტაპზე გასვლის გარდა არაფერზე არ ვფიქრობ. ჩვენ მხოლოდ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და არ ვიფიქროთ ამინდზე ან კიდევ სხვა რამეზე. ვიცით, ყველა ბილეთი გაყიდულია, მაგრამ ამ ატმოსფეროთი ჩვენც შეგვიძლია ვისარგებლოთ.

მძიმე დაპირისპირება გველის და ეს შესანიშნავად გვესმის, რომ ვინც გაიმარჯვებს, მომდევნო ეტაპზე გავა. გამარჯვებისთვის მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ.

ტრავმები? გახსენება არ მინდა, უბრალოდ წინ ვიყურები. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელი ვარ. "სლოვანში" თამაშს მოუთმენლად ველი და მჯერა, ერთად კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. ახლა მხოლოდ ერთ მიზანს ვუყურებ - ბათუმის "დინამოს" ბარიერის გადალახვა".

ტტტ
რა თქმა უნდა ბათუმს ვგულშემატკივრობ და იმედი მაქ მოიგებს კიდეც დამაჯერებლად, მარა ღმერთმა ნუ ქნას და თუ წაგება გვიწერია, მირჩევნია ჩაკვეს გოლებით წავაგოთ, ვინემ ვაისის ბიჭის, ან სომეხი ბარსეგიანიას, ან რუსი მედვედევის.
გიზოგ
გიორგი, უფალს ვთხოვ მალე დაგებრუნებინოს 100%-ით სპორტული ფორმა. ეს ყველა ქართველს გაგვიხარდება, ალბათ ზოიგიერთის გარდა. კერძოდ ამ თამაში კი, გულით გისურვებთ ძალიან კარგ თამაშს, მხოლოდ როგორც წლების განმავლობაში აკეთებდა ჩვენი ნაკრები წაგებით. და ვამბობდით „კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთო“.
სოსო-ს
რა დაწერე ან მე ვერ გავიგე ან დისლაიქების დამწერებმა)))
შავი კაცი
4-5 თამაში ითამაშა სლოვანმა პლუს 10 კაციან ბათუმთან ვერ მოიგო.. ჩემი პირადი ხედვით თუ არ გაუმართლა და ვერ მოიგო სლოვანმა იმაში გაუმართლა რომ 10 კაციან დინამოსთან არ წააგო.. მაინტერესებს დასვენებული ჯიღაური და გიჟი გაფრინდას გაჩერებას როგორ აპირებენ ჯოკრებად რომ ყავს დინამოს?
კაპიტან გარდენბურგი
აბა ცოტა თუ არ ვიხუმრე მართლა გამოგვაგდებს ეს ბიჭი :)))
სოსო
პირველ და მეორე თამაშში,სლოვანი სულ განსხვავებული გუნდი იქნება.ფიზიკურადაც უკეთ იქნებიან მომზადებულები და უკეთესად შეთამაშებულებიც.პირველ თამაშშიც აშკარად ჩანდა,რომ სლოვანი უფრო ადვილად ახერხებდა სახიათო დარტყმებს,ვიდრე ბათუმი.ჩვენი დაცვის ცენტრი და საყრდენი ზონა,დარტყმებს ვერ ბლოკავდა,ისინი კი,ზუსტად და ძლიერად ურტყამდნენ,კარში.ჩვენ კი, სახიფათოდ და ზუსტად დარტყმებს ვერ ვახერხებდით.ასე რომ ძალიან საფუძვლიანი მომზადება სჭირდება, ბათუმის დინამოს.უხეშ თამაშს და უაზრო გაფრთხილებებსაც ძალიან უნდა მოვერიდოთ,რადგან ნახევარზე მეტი გუნდი,უკვე გააფრთხილეს პირველ თამაშში და მეორე გაფრთხილება,ავტომატურად მომდევნო თამაშის გამოტოვებას ნიშნავს.ძალიან მაგრად თამაშს ვუსურვებ,კაშიას,კანკავას და ჩაკვეტაძეს,მაგრამ გამარჯვება,მხოლოდ ბათუმისათვის მემეტება.გამარჯვებას გისურვებთ, ბიჭებო!
ტარიელ მაღალდაძე
ბათუმის დინამოს მინდა მივმართო თხოვნი! არ გაგვიცრუონ იმედები, სლოვანზე ძლიერები არიან და თუ კონცენტრირებულები იქნებიან შეძლებენ მეტოქის დამარცხებას!სანამ კობახიძეს გააგდებდნენ, კონცენტრაცია აკლდათ, არეულებიც ჩანდნენ და მეტოქეს გატანის რამდენიმე შესაძლებლობა მისცეს! როგორც კი კაცნაკლულები დარჩნენ, უფრო მობილიზდნენ და მოწინააღმდეგეს ნაკლები შანსი მისცეს! მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ თუ კონცენტრაციას არ დაკარგავენ სლოვანს აუცულებლად გააგდებენ! წარმატებები საქართველოს ჩემპიონს!
ლადო
თქვენ სიცხე ხო არ გაქვთ! რა ერთი და იგივეა! შენი დროშის ქვეშ, შენი რეიტინგის და ქვეყნის სახელით მოთამაშე გუნდი და ლეგიონერებით მოთამაშე უცხოური გუნდი ერთი და იგივე როგორააა???? სულ რო ქართველი ყავდეს 11 ივე თავისი მწვრთნელით და მფლობელით, უყცხოური გუნდი უცხოა სხვა ქვეყანააა და სხვა დროშა სხვა რეიტინგია! არავინ დაგიდევთ იმას იქ არტველი იქნება თუ სომეხი! ხოდა აზზრზე მოდით და უქომაგეთ თქვენს ქვეყანას! უძლიერესმა კი არა ყველა შემთხვევაში ღმერთმა ბათუმს მოაგებინოს ამინ!
tngh
ურთულესი თამაში ელის ბათუმის "დინამოს"... წარმატებებს ვუსურვებ!!!
pepe
რას იზამ სიმარტლე სიმარტლეა სლოვანი უპრო გამოცდილია ტავსი არ აგვივარდეს რაც გვჯირს .............
დავით
სლოვანის რამდენიმე ცოტა გამორჩეული ფეხბურთელების (ვაისი და კიდევ ერთი ორი ფეხბურთელი) განეიტრალეზებას თუ მოახერხებს ბათუმის დინამო , მოუგებს ბათუმი საპასუხი მატჩს.
რონი
უბრალოდ ენას რო იფხანს ხო ხედავ თორემ აღდგომა და ხვალეო ჩამოვა და რას ითამაშებს კი ვნახავთ. არავინ ატანს ძალას ასე უაზროდ იტრაბახოს მითუმეტეს როცა ჯერ თავიც არ აქვს 90წუთის სათამაშო ;) პენალტი რო დაინიშნოს ალბათ დამარტყმეინეთო იტყვის და გოლის მერე მაისურს შემოიხევს )))) პატარა ბიჭია მაგრამ ბათუმში ასწავლიან მაგას მოქცევას ;)
ასევე
სიზმარში გავა სლოვანი...სლოვანის გამოცდილება რომ რამეში ვარგოდეს საკუთარ მოედანზე გაიმარჯვებდა 10 კაციან ბათუმთან..
Guja Kakhadze
გიორგი, ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ დღეს დამარცხდებით, რადგან ბათუმი ბევრად ძლიერია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს!
კაკო
გიორგის წარმატებები რა თქმა უნდა,მაგრამ მაინც მგონია სლოვანი გავა შემდეგ ეტაპზე, რადგან უფრო გამოცდილი გუნდია და შემადგელოდითაც ჩვენი დინამო არაფრით აღემატება. შანსი დინამოს პირველ თამაშში ჰქონდა,როდესაც სლოვანმა პირველად ოფიციალურად ითამაშა და 2-3 დღის დამატებული ფეხბურთელებით დაგვიხვდა. ჩვენები კი ფორმის პიკში იყვნენ, თანაც საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდია და ასეთი მხარდაჭერა აქვს. მიუხედავათ ამისა 4 თუ 5 ისეთი მომენტები შეგვიქმნა ტემპო-რითმო კომენტატორმაც ლამის ენა გადაყლაპა. ასე რომ.........
გელა
მაგარი ადმრაადეკვატური ხალხი ვართ
გიორგი
შვილი ფეხბურთია ეს, სპორტია და არა შუასაუკუნეები.
აკო
მაპატიეთ მაგრამ ძალიან არაადეკვატური შედარებაა. ისე კი დარწმუნებული ვარ ამ ბარიერს გადავლახავთ აუცილებლად
ამო
პროფესიონალმა არ უნდა იცოდეს ჩემი და შენი. ნუ აყვებით ემოციებს, ორივეგან არიან ქართველები, დაე ძლიერმა გაიმარჯოს მსაჯის მიხმარების გარეშე.
rigiti
ძველი ჩაკვე რომ იყო სიმართლესთან ახლო იქნებოდა შენი სურვილი, მაგრამ ახლა შანსი ნოლთან ახლოს გაქვთ გიო, დიდი იმედი გვაქვს თანდათან "მოიხოდები" და კონფერენც-ის ჯგუფურ ეტაპსაც მოიგეფთ
წიკო
რა გინდათ, რა ეთქვა, საკუთარ კარში გავიტანო? ბათუმი გავა და მერე კი დიდი წარმატებები, გიო
სოსო
ეს ის შემთხვევაა როცა შენ საქართველოს უპირისპირდები და იმედია გესმის რასაც იტყვი მერე არ ინანო
დათო
და რა შედარებებია?
რონი
არვიცი ამათ რა გული აქვთ მე რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი ალბათ სიკვდილი მერჩივნებოდა ვიდრე ჩემს ქვეყანაში სხვა გუნდით დავპირისპირებოდი ქართულ გუნდს გულში ცეცხლი მექნებოდა ამათ არავის არ უთქვამთ რომ ძნელია თანამემამულეების წინააღმდეგ თამაში ზე პროფესიონალიზმს ასხივებენ ჯიგრები... ფული ბაბაია ფული თორემ ბათუმზე უკეთესი გუნდი რო არაა ეგ სლოვანი კი გამოჩნდა უკვე.
ქ. გ.
ნაკრებზე მნიშვნელოვანი არ არის არც ერთი გუნდი. თუ გიორგი კარგ ფორმას დაიბრუნებს, ნაკრებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. კრიტიკა არ არის საჭირო. ნებისმიერი ნორმალური ფეხბურთელი მოედანზე მოსაგებად გადის.
კაპიტან გარდენბურგი
რავიცი გიორგი იყო სააკაძეც და მტრის ჯარი რომ შემოიყვანა, ბოლო მომენტში იმათ დაესხა თავს. შალვა ახალციხელმაც ასე ქნა და შენ კიდევ ბათუმში რომ დაიწყება თამაში, მოიხოდე და გადირკე 3 ჯერ კუპატაძე და გამოგვაგდე ლიგიდან ეფექტურად. აბა შენ იცი :))
leri
ბათუმში რო წამოსულიყავი და სლოვანის ბარიერის გადალახვაზე გეფიქრა არა? ახლა უყურე როგორ ამოგტენით 13 ში ბათუმი
თემო
წარმატებები ჩვენს ოქროს ბიჭს.. თუმცა იმედია ეს სხვა თამაშებში მოხდება. ძალიან გგულშემატკივრობთ ჩაკვე. მთავარია ფსიქიკურად მოძლიერდე
G.LA
ბათუმის იმედზე ვართ მთელი საქართველო და ვერაფრით ვერ დავთმობთ ჩემო გიო. კომფერენც ლიგაზე გისურვებთ წარმატებას შენც, კაშიასაც, ჯაბასაც და სლოვანსაც.
Soso
გამოცდილი რომ იყოს პირველი ეტაბისან კიარ დაიწყებდა 10 კაცს ვერ მოუგეს ბათუმი თავისი მაყურებელთან ერთად გაანადგურებს სლოვანს, 11 ათასი კაცი მოვიდაო რეკორდი ქონიათ აქ რა ელოდებათ ნახავენ რაც ჯერ არ უნახავთ
გიორგი
ჭაკვეს დუბლზე თანახმა ვარ ოღონდ ანგარიში 3 .2დინამოს სასარგებლოთ.რავქნათ შენი თუ არ გიყვარს სხვას როგორ შეიყვარებ.
bejo
არა არ მოქმედებს შედეგიან ფრეზე დამატებითები და პენლები იქნება
kaka
სლოვანი იგებს უპრო გამოცდილია ეგრეა
ვაკო
აღარ მოქმედებს სტუმრად გატანილი გოლ
che ge
გიორგი შენდამი უდიდესი პატივსცემის მიუხედავად ბათუმი აუცილებლად მოიგებს და ეს მიზანი აქვს ბათუმის დინამოსაც.შენ და სლოვანს წარმატებები,ოღონდ არა ბათუმთან
ვარლამი
მასეც იქნება 0-2 მოიგებს სლოვანი და ჩაკვე დუბლს შეასრულებს
odala
გასვლაზე გატანილი გოლის წესი მოქმედებს წელს?
შაკო
წარმატებები, გიო! თქვენ შეგიძლიათ ყარაბაღის ბარიერის დაძლევა (კონფერენს ლიგის მეორე წრეში)
ტოტტი
ძაან მიყვარხარ გიო მაგრამ სამწუხაროდ მოგიწევთ ევროპა ლიგაზე გადართვა . წელს ბათუმს ლიგაზე ვხედავ .
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი