15 ივლისს უეფას შტაბბინაში წილისყრაზე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე კლუბებს დააწყვილებენ
15 ივლისს ნიონში, უეფას შტაბბინაში, წილისყრის მორიგი დღეა - ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე კლუბებს დააწყვილებენ.

მოვლენებისთვის წინ გასწრება არ ღირს, მაგრამ მაინც გვაქვს იმის იმედი, რომ ამჟამინდელ საევროთასო ბარიერებს ოთხივე თუ არა, ქართული კლუბების ნაწილი მაინც გადალახავს და ამიტომაც უინტერესო არ უნდა იყოს იმ გუნდებზე ლაპარაკი, რომელთანაც საქართველოს წარმომადგენლებს მოუწევთ ურთიერთობების გარკვევა.

დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც "ზესტაფონს" "დაჩიას" ძლევის შემთხვევაში შესანიშნავი პერსპექტივა გაუჩნდება. მესამე ეტაპიც თუ დასძლია, გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად პლეი ოფში იბრძოლებს და, თუ დამარცხდა, პირდაპირ მოხვდება ევროპის ლიგის ჯგუფში. ხოლო თუ საქართველოს ჩემპიონებმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წააგეს, ევროპის ლიგის პლეი ოფში აღმოჩნდებიან, საიდანაც ჯგუფამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩებათ. მოკლედ, მოლდოვური დაბრკოლების დაძლევა დიდად მნიშვნელოვანი და აუცილებელი რამაა.

მას შემდეგ, რაც უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი გახდა, შედარებით სუსტი საფეხბურთო ქვეყნების კლუბებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გაეზარდათ, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპები ორ, ჩემპიონთა და არაჩემპიონთა ნაწილად გაიყო. დაგვეთანხმებით, ხშირ შემთხვევაში ბრძოლა საშუალო დონის ქვეყნის ჩემპიონთან სჯობს, ვიდრე ელიტური ლიგის პრიზიორთან.

ასე რომ, თუ "ზესტაფონმა" "დაჩიას" აჯობა, მესამე რაუნდში განუთესავი იქნება და ამათგან რომელიმესთან მოუწევს დაპირისპირება:

რეინჯერსი (შოტლანდია)

კოპენჰაგენი (დანია)

ამ წყვილების გამარჯვებულებთან:

მაქაბი ჰაიფა (ისრაელი)-ბორაცი (ბოსნია)

ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია)-ბატე (ბელარუსი)

დინამო (ხორვატია)-ნეფთჩი (აზერბაიჯანი)

რუსენბორგი (ნორვეგია)-ბრეიდაბლიკი (ისლანდია)

პარტიზანი (სერბეთი)-შკენდია (მაკედონია)

შკენდერბეუ (ალბანეთი)-აპოელ (კვიპროსი)

სკონტო (ლატვია)-ვისლა (პოლონეთი)

შტურმი (ავსტრია)-ვიდეოტონი (უნგრეთი)

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 26-27 ივლისს და 2-3 აგვისტოს გაიმართება.

გადავინაცვლოთ ევროპის ლიგაზე, სადაც თბილისის "დინამომ" და რუსთავის "მეტალურგმა" პირველი რაუნდი წარმატებით გადალახეს, "გაგრა" კი, როგორც საქართველოს თასის მფლობელი, ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება.

ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე წყვილებიც მრავლად იქნება და, შესაბამისად, სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალიც ვრცელია. იქ განთესილთა შორის საქართველოს ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მოხვდება, ასე რომ, ხელწამოსაკრავი მოწინააღმდეგის იმედიც აღარ უნდა გვქონდეს.

პოტენციურ მეტოქეთა შორის ჯერ ის კლუბები ჩამოვთვალოთ, რომლებიც ევროპის ლიგაში პირდაპირ მესამე რაუნდიდან ჩაერთვებიან (უეფას ოფიციალური ვებგვერდის სიაში კლუბები არა რეიტინგის, არამედ ანბანის მიხედვით არიან დალაგებულნი): ალანია (რუსეთი), ატლეტიკო (ესპანეთი), ალკმაარი (ჰოლანდია), ბრონდბიუ (დანია), ბურსასფორი (თურქეთი), ბრიუგე (ბელგია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), დინამო (რუმინეთი), გომელი (ბელარუსი), ჰაპოელი თელ ავივი (ისრაელი), ჰაიდუკი (ხორვატია), ჰართსი (შოტლანდია), ჰელსინგბორგი (შვედეთი), კარპატი (უკრაინა), ლეგია (პოლონეთი), ლევსკი (ბულგარეთი), მაინცი (გერმანია), ბოლესლავი (ჩეხეთი), ომონია (კვიპროსი), პალერმო (იტალია), პაოკ (საბერძნეთი), რენი (საფრანგეთი), რიდი (ავსტრია), სენიცა (სლოვაკეთი), სლიგო (ირლანდია), სპარტა (ჩეხეთი), სტოკი (ინგლისი), სტრომგოდსეტი (ნორვეგია), ვიტორია (პორტუგალია), იანგ ბოისი (შვეიცარია).

ამ წყვილების გამარჯვებულები:

სანტ ხულია (ანდორა)-ბნეი იეჰუდა (ისრაელი)

მინსკი (ბელარუსი)-გაზიანთეფსფორი (თურქეთი)

ტაურასი (ლიტვა)-დენ ჰააგი (ჰოლანდია)

კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია)-ფულჰემი (ინგლისი)

მეტალურგსი (ლატვია)-ზალცბურგი (ავსტრია)

რუდარი (ჩერნოგორია)-აუსტრია (ავსტრია)

სლაშკი (პოლონეთი)-დანდი იუნაიტედი (შოტლანდია)

ჰაფნარფიორდური (ისლანდია)-ნასიონალი (პორტუგალია)

ტურკუ (ფინეთი)-ვესტერლო (ბელგია)

ხაზარი (აზერბაიჯანი)-მაქაბი თელ ავივი (ისრაელი)

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი 28 ივლისსა და 4 აგვისტოსაა დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა