ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო - ასეთი მონაგარით დაასრულეს საქართველოს სპორტსმენებმა ტაეკვონდოში ევროპის კადეტთა პირველობა
ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო - ასეთი მონაგარით დაასრულეს საქართველოს სპორტსმენებმა ტაეკვონდოში ევროპის კადეტთა პირველობა, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობდა.

ბექა ქავთარაძის (33 კგ) ბრინჯაოსა და არშაკ კირაკოსიანის (41 კგ) ვერცხლის მედლებზე უკვე გვწერდით. ჩვენს სპორტულ დელეგაციას მეორე ბრინჯაო გუშინ 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღონღაძემ შესძინა. პირველ წრეს იგი თავისუფალი იყო, მეორეში კვიპროსელ გიორგიოს პარალის დაუპირისპირდა და უაღრესად დაძაბულ პაექრობაში ქულით აჯობა (14:13) კუნძულელ მეტოქეს. აი, ნახევარფინალში კი სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია უკრაინელ ოლექსეი ტიმოფიენკოს, ორთაბრძოლა 6:12 დათმო და საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ქართველთა ბოლო ორი დღის შეხვედრებიდან აღსანიშნავია გოგონათა 47 კილოში ზიზი გეთიაშვილის გამარჯვება ბრიტანელ სოფი სევეიჯთან - 8:6, მომდევნო პაექრობა კი მანაც დათმო გერმანელ ემინე ჰასანოღლუსთან - 2:14. რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ სპორტსმენებს, მათ პირველივე ორთაბრძოლა წააგეს.

9 ივლისი. ვაჟები. მერაბ შუკაკიძე (49 კგ)-ანგელო გრეკო (იტალია) 6:16, გიორგი ჩაჩანიძე (53 კგ)-ტიმითი ტოდიჩი (სლოვენია) 7:19, თორნიკე თოდუა (57 კგ)-დენის კორონოვსკი (უკრაინა) 1:15. გოგონები. ვერიკო კაპანაძე (44 კგ)-საფიე პოლათი (თურქეთი) 0:3, აიდა გამბაროვა (51 კგ)-კაისა ამანი (შვედეთი) 0:13.

10 ივლისი. ვაჟები. დავით ჭიღლაძე (61 კგ)-ასირ არმენდარიზი (ესპანეთი) 0:13, რატი ჩანგელია (+65 კგ)-კამილ კვატკოვსკი (პოლონეთი) 5:6. გოგონები. ანა სეთური (55)-მარიამ მილოვანოვიჩი (სერბეთი) 2:14, ანა ზარქუა (59)-სესილ კასტრო (ესპანეთი) 0:12, თამარა გურიევა (+59)-მელინრდა ბენჰილმა (საფრანგეთი) 2:12.

- საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ სპორტის სამინისტროსსთან ერთად ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ კადეტთა ევროპის პირველობის მასპინძლობის უფლება მოგვეპოვებინა და შემდეგ ამ შეჯიბრებისთვის სათანადოდაც გვემასპინძლა - გვითხრა საქართველოს კადეტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ივანიშვილმა. - ასეთი დონის საერთაშორისო ტურნირი პირველად ჩავატარეთ და, ვფიქრობ, სირთულეებს თავი კარგად გავართვით. შედეგითაც კმაყოფილი ვარ. უწინ კადეტთა ევროპის პირველობაზე მხოლოდ ერთი ბრინჯაო გვქონდა, 21-წლამდელთა ჩემპიონატებშიც ორჯერ თითო მესამე ადგილი დავიკავეთ. თბილისის სპორტის სასახლეში კი სამი მედალი დავიმსახურეთ.

ჩვენს გოგო-ბიჭებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება რომ ჰქონოდათ, ნადავლი უფრო ხვავრიელი იქნებოდა. საქართველოს ნაკრების ყველა წევრისთვის ეს ევროპული ორთაბრძოლები დიდ სპორტში პირველი ნაბიჯები იყო., ამიტომაც გაუბედავად ებმებოდნენ პაექრობებში, ფსიქოლოგიური წნეხისგან ვერ გათავისუფლდნენ. ყოველივეს მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ. მადლობა სპორტის სამინისტროს, რომელმაც სპეციალურად ამ შეჯიბრებისთვის სამი საწვრთნელი შეკრება მოგვიწყო. მოპოვებული ჯილდოებიც ამის შედეგია.

კვარცხლბეკი

9 ივლისი

გოგონები. 44 კგ. 1. სარა ადიდუ (საფრანგეთი), 2. ანასტასია ზანკო (ბელარუსი), 3. ივანა ბაბიჩი (ხორვატია), ტანია გარსია რომერო (ესპანეთი). 47 კგ. 1. ირეკ ქიდემი (თურქეთი), 2. ტატიანა კუდაშოვა (რუსეთი), 3. გინევრა გრაფი (იტალია), ემინე ჰანასონუღლუ (გერმანია). 51 კგ. 1. იულია ტურუტინა (რუსეთი), 2. თადეა ბერსინიჩი (ხორვატია), 3. ნურ სეიმა სოგუთი (თურქეთი), ლემაჯიჩ მასა (სლოვენია).

ბიჭები. 49 კგ. 1. ჰამზა ქარიმ ადნანი (გერმანია), 2. ქენთი ჰიუზა (საფრანგეთი), 3. ანგელო გრეკო (იტალია), ჰასან კანი (თურქეთი). 53 კგ. 1. ალან სალაი (საფრანგეთი), 2. კაროლ რობაკი (პოლონეთი), 3. ულაძისლაუ ჰალიზინი, შამსუთდინ გამზატოვი (რუსეთი). 57 კგ. 1. ემრე იუნუს საიანი (თურქეთი) 2. ლუკა ივან სარკევიჩი (ხორვატია), 3. ზაურბეკ ცაბიევი (რუსეთი), სტეფან სამარჯიევი (ბულგარეთი).

10 ივლისი

გოგონები. 55 კგ. 1. ლუსია სანჩესი (ესპანეთი), 2. იულია მიიუტსი (უკრაინა), 3. ავრორა ბელალუნა (იტალია), ზეინეპ გელიკი (თურქეთი). 59 კგ. 1. ნურ მაოდე იუსალი (თურქეთი), 2. სესილია კასტრო ბურგოსი (ესპანეთი), 3. ლიკია მარტიგნანი (იტალია), 3. კარინა საფრონოვა (ბელარუსი). +59 კგ. 1. ებრუ იმლუ (თურქეთი), 2. მელანი გოლიჩ ადამიჩი (ხორვატია), 3. დარია სელინა (რუსეთი), მელინდა ბენჰილმა (საფრანგეთი).

ბიჭები. 61 კგ. 1. დავით სპინოზა (იტალია), 2. ისმაილ ბაუზიდი (საფრანგეთი), 3. დმიტრი კუზნეცოვი, კრისტუპას გეილუტკა (ლიტვა). 65 კგ. 1. ჯალიდ მუზაევი (რუსეთი), 2. ოლექსეი ტიმიფიენკო (უკრაინა), 3. ნიკა ღონღაძე (საქართველო), ილიას ბელაჰადი (საფრანგეთი). + 65 კგ. 1. იური სავენკო (უკრაინა), 2. ვედათ უზუგი (თურქეთი), 3. ელნურ მაჰრამოვი (აზერბაიჯანი), კამილ კვიატოვსკი (პოლონეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?