ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ახლა კვარაცხელიასგან გამოძერწეთ მტერი! ისე ხომ გვაკლია..." - მერაბ მეტრეველი ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს

"ახლა კვარაცხელიასგან გამოძერწეთ მტერი! ისე ხომ გვაკლია..." - მერაბ მეტრეველი ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს

პალიტრანიუსის ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე უცხადებს:

"ვინც 21 წლის კვარაცხელიას იმის გამო ლანძღავთ, რომ რუსეთზე დასმულ კითხვას დიპლომატიური პასუხი გასცა და დედა არ აგინა იმ ქვეყანას, სადაც კარიერის რამდნეიმე მნიშვნელოვანი წელი გაატარა, ყველანი მაგარი არასწორები ხართ.

ეუხერხულა, როგორც ჩანს იმ ადამიანური ურთიერთობების გამო, რომელიც იქ ბევრთან ჰქონდა. მწვრთნელი საერთოდ შვილივით ექცეოდა. კარგი იქნებოდა რომ ეთქვა, მაგრამ ვერ თქვა და ამის გამო გადავლა რა პონტია? ახლა კვარაცხელიასგან გამოძერწეთ მტერი! ისე ხომ გვაკლია!" - წერს მერაბი.

• Giorgi

Gaanebet tavi xvichas sircxvilia mag bichze cudad saubari

• მარი

მაქარაშვილმა, სანაიამ და მისთანებმა რომ კარგი თქვან, ის ცუდი იქნება კვარაცხელიასათვის. უფალმა გაგაძლიეროს შვილო და მტერ-მოყვარე გაგარჩევინოს. ამათში ქართული სული არაა.

წარმატებები კვარას

• აზა

წარმატებები ხვიჩას და შურიანებს და ვითომ პატრიოტებს აზრზე მოსვლას ვუსურვებ. ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.

• ii

ძედმეტ მნიშვნელობას ანიჭებთ თუ ვინ სად თამაშობს. რომ დაიკიდოთ ყველასთვის უკეთესი იქნება, პირველ რიგში ხვიჩასთვის. რას მოელოდით რომ იტყოდა? ახალგაზრდა ყაველაშვილია.

• ანდრი

მაგ მარტო თავის საქმით დაკავებულებს ძველმა ბერძნებმა თავისი სახელი უწოდეს - იდიოტი. ხვიჩა პატივსაცემია რომ ადამიანურად დამოკიდებულებას ინრაჩუნებს იმ რუსთან ვისაც მეგობრად ან პატივსაცემად თვლის, მაგრამ რუსეთი მტერია და რიგით ბოროტებას ახორციელებს და ასეთ დროს 'თავდაჭერილობა' რუსეთის გამართლებაა. ეს წმინდა რუსული აპოლიტიკური მიდგომაა, რუსებიც ასე.ფიქრობენ - პოლიტიკა არ გვაინტერესებს, ნუ გვეკითხებით და პასუხსაც ნუ გვთხოვთო და უნამუსოდ ჩვენთან 'იმალებიან', მაგრამ ბოდიშსაც არ მოგიხდიან მათი სახელმწიფოს დანაშაულისთ ის ჩვენ წინაშე.

• თეიმურაზ კვიტაიშვილი

ხვიჩა არის ახალგაზრდა ქართველი პატრიოტი კაცი!!! ეს არის ადამიანი, რომელმაც ასი ათასობით ქეართველს, (თუ არა მილიონობით), უდიდესი სიხარულის და სიამაყის გრძნობა მიანიჭა საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლებით, ბრწყინვალე თამაშით და გამარჯვებით!!! (კიდევ ბევრჯერ მიანიჭებს, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს)!!! ფეხბურთი რა არის ქართველი კაცისთვის, არ ჭირდება ახსნა! დაანებეთ ამ ოქროს ბიჭს თავი, ნუ შეურაცყობთ თითიდან გამოწველილი რაღაც სისულელეებით!!! მე ჩველებრივი, რიგითი ქართველი და ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ!!! დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი დამეთანხმება. ხვიჩას ჯანმრთელობა და წარმატებები!!!

• ali

კვარა მაგარია

• ჟორა გაბრიჭიძე

დღეს ამერიკაში მილიონობით კაცი ცხოვრობს, რომელიც ვერ გიპასუხებს კითხვაზე: ვინაა ამერიკის პრეზიდენტი", იმიტომ რომ მას, თავისი საქმე აქვს და დანარჩენისთვის ვერ იცლის. არ შეიძლება თავისი საქმით ისეთ დაკავებულმა კაცს, როგორიც ხვიჩაა, საერთოდ არ აინტერესებდეს და არ კითხულობდეს სხვა ქვეყნების ურთიერთობებს ერთმანეთში, ომობენ თუ სექსით არიან დაკავებულები? ამიტომ ბევრი რეგვენი არამკითხეა ამ ქვეყანაზე, რომელთა ინტერესებს შეიძლება ვერ მოერგოს ხვიჩას პასუხები კითხვაზე, მაგრამ ამით ტრაგედია ხომ არ უნდა შეიქმნას? წადით რა თქვენს გავერანებულ საქმეს მიხედეთ.

• ვაჩე!

მენაბდე, ეხლა მაინც ხვდები ვის აპიარებ შენი გადაცემით, ვისთვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს!! შენც არ ხარ კარგი კაცი!!!!!

• ანდრი

გამზრდელის ბრალია ხვიჩას 'პოლიტკორექტულობა', ხვიჩას რუსი მეგობრიდან რამდენი უთანაგრძნობს მის სამშობლოს? ჩვენ გაგებით რომ ვეკიდებით რუსს იმიტომაც გვთვლიან ვალდებულად რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ, გავუღიმოთ და მწვადიც არ მოვაკლოთ, მერე რა რომ დახოცესჩვენები და მამულები გაუნადგურეს. ჯავრსაც ნაცქო,ურად ერთმანეთზე ვიყრით, რუსი რა შუაშია. ტეხავს ბიჭებო, ტეხავს. ეს უთავმოყვარეობაა და ამას ჩვენ ატროლებულ პარტკომენტატორებზე ვიძახი.

• შალვა 73

ქართული სპორტის, კონკრეტულად ქართული ფეხბურთის, უფრო კონკრეტულად კი ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივარითა მრავალათასიანი (სამწუხაროდ და იმედია მხოლოდ ჯერჯერობით არა მრავალმილიონიანი) არმია "ღრმა მწუხარებით" იუწყება, რომ ჩვენს რიგებს გამოაკლდა გაურკვეველი წარმოშობის და ფსიქიკის ადამიანის მსგავსი არსებები. მიმდინარეობს ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი თუ როგორ გადავიტანოთ ეს "დიდი ტრაგედია". პ.ს. დიდება საქართველოს!!! წარმატებები ხვიჩიას საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!!

• rigiti

რამხელა პოპულარობას იხვეჭენ კვარას ლანძღვით, მათი მიზანი ხომ მხოლოდ ესაა, მერე რა რო ყველა ბრუნვაში აბრუნებენ მის მშობლებს!!! მიზანი მიღწეულია, მიზანი ამართლებს საშუალებას.

• SOS!!!

რა გინდოდათ რომ ეთქვა, გულის მოფხანვა გინდოდათ?! ყოჩაღ ხვიჩას, ძალიან კარგი პასუხი გასცა, გამგებმა გაიგო !

• კაპიტან გარდენბურგი

ხვიჩას შემოევლოს კაპიტან გარდენბურგი :) ამ უსაყვარლეს და უმაგრეს ადამიანს. პრინციპულს, მართალს და თავმდაბალ ბიჭს. შენც იცი და მეც გეტყვი - სულ 4 კრეტინი რომ იყოს, ზუსტად იმ 4 კრეტინის ნაწერ ნათქვამს გაიგებ უფრო მკაფიოდ, რადგან ძალიან თვალშისაცემია ხოლმე უკიდურესი უნამუსობა და კრეტინიზმი, ასე რომ არ მიაქციო ყურადღება. ძალიან მაგარი პასუხები გაეცი და ღირსეულად შეხვდი ამ რთულ კითხვასაც. შენი თანაგუნდელებიც და რუსი გულშემატკივრებიც წარმოვიდგინე და ასეთი პასუხით უფრო დაფიქრდებიან ადამიანობაზეც და სამართლიანობაზეც, ვიდრე შენ ვინმე რომ გაგელანძღა. მაგარი კაცი ხარ და ჩემი დიდი პატივისცემა და სიმაპტია მეგობარო

• დავით 67

ვისაც რა საქმე გამოსდის ის აკეთოს! ხვიჩა თქვენ ( ვინც უკმაყოფილებას გამოხატავთ) და ერთად აღებულ ყველა პოლიტიკოსს სჯობია. ამ ბიჭმა უკვე მილიონობით ადამიანს სიამოვნება მიანიჭა თავის ბრწყინვალე თამაშით და თქვენ ეგრეთწოდებულო პარტიელებო და ნაპარტიელებო, რა გააკეთეთ კარგი? ოდნავ მაინც!

• სტუმარი

კვარა, ამ ქინძებს არ უსმინო! შენი საქმე აკეთე. ესენი დაკომპლექსებული არაფრისმაქნისი ერთუჯრედიანი არსებები არიან.

• ვაჟა მასწავლებელი

ხვიჩა კვარა ზოგიერთმა ვაი ქართველმა ბოღმის ბუკეტმა უკრაინის მოღალატედ და რუსეთის მეხოტბედ გამოიყვანა. ინტერნეტ სივრცეში მთელი ყურადღება ამ სისულელეზეა გადატანილი და ამ დროს არავინ ქართულად არ ავრცელებს ნიკა ბასილას განცხადებას, რომელიც რუსულ საიტებზე გავრცელდა, საიდანაც ჩანს, რომ ბასილა აპირებს გერმანულ სასამართლოში უჩივლოს ცილისმწამებლებს. კვარა და ბასილ იცოდეთ, რომ ნაღდი ქართველები ყველანაირად გიჭერენ მხარს და ელოდებიან თქვენს ახალ-ახალ მცირე და დიდ გამარჯვებებს!

• roma bejanidze

ჩემი მხარდაჭერა კვარას. მიდი ძმაო მიაწექი. ღმერთი შენსკენ.

• 7

ჩემი მხარდაჭერა კვარას

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს