ხვიჩა კვარაცხელიას ამბავს რომან გოცირიძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ეხმაურება:

"მორიგი უაზრო აჟიოტაჟი ატყდა ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში გამართული პრესკონფერენციის გამო. მისი პასუხი რუსეთიდან წამოსვლის შესახებ იყო სწორი.

როგორც კი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა, იმ დღიდან ვაკვირდები ამ ბიჭს. მისი თითქმის ყველა თამაში მაქვს ნანახი სხვადასხვა ინტერნეტსტრიმებით, მათ შორის საწვრთნელი შეკრებების დროს ჩატარებული.

რაც შეეხება მის პირად მხარეს: არის ლაღი, ხალისიანი, კარგი იუმორის მქონე, ზომიერი შეფასებებში, ხაზს უსვამს სხვების დამსახურებებს და არ არის ეგოისტრად პატივმოყვარე. გუშინდელ ნახევარსაათიან პრესკონფერენციაზეც გამოჩნდა ეს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გალანძღა ყოფილი კლუბი, რუსეთი და მისი საქართველოში გადმოსვლა არ აღწერა სამიტინგო პათოსით, ეს მის პიროვნულ ტაქტზე მიუთითებს. რომ არა "რუბინში" გადასვლა, რომ არა მწვრთნელის შეცვლა და სლუცკის (რომელიც მას შვილობილს ეძახის) ხელში მისი ჩავარდნა, შეიძლება დღესაც "ლოკომოტივის" ან "რუბინის" დუბლებში ეხეხა სკამი. ნიჭიერია და ეს ასე არ მოხდებოდა? ბევრი ნიჭიერი გვინახავს დაკარგული. მინიფეხბურთშიც გვყავადა ნიჭიერი ბავში, ქართველი მარადონა, არქანია იყო გვარად. იცით ახლა სად არის? გსმენიათ რაიმე მის შემდგომ კარიერაზე? მე არა.

კვარაცხელია სულ 21 წლისაა, ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, რაც არაა მისი საქმე. ის ნაცებსაც უნდა უყვარდეს, ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც.

სპორტსმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის იდეალური მაგალითი იყო ზაზა ფაჩულია. მუდამ გუნდურობას და სხვების დამსახურებას უსვამდა ხაზს, კონფლიქტური სიტუაციების კომენტირებისას იყო ჯენტლმენი და ყველანაირად კორექტულ, მათ შორის პოლიტკორექტულ შეფასებებს აკეთებდა (ძირითადად, ამერიკული აუდიტორიისათვის). თავის დროზე ეს დავწერე კიდევაც. ვიღაცამ მაშინ დამიკომენტარა, დედა უწერს განცხადების ტექსტებსო. არაა ეს ასე რა თქმა უნდა. ალბათ არ სჯეროდათ, რომ ეს პატარა ბიჭი ასეთი გონიერი და თავმდაბალი იყო. ხვიჩაც პატარაა.

რაც შეეხება გუშინდელ ინტერვიუს, იტალიურად ცუდად რომ ითარგმნებოდა მეც კი მივხვდი, ამ ენის არმცოდნემ. ალბათ არ იყო ადვილი იტალიაში სპორტის მცოდნე ქართველი თარჯიმნის მოძებნა. ასეთი კურიოზული შემთხვევაც იყო: ჟურნალისტი ეკითხება, რას იტყვით იმაზე, რომ თქვენ "კვარადონას" გეძახიან, მოგწონთ თუ არაო. თარჯიმანმა უთარგმა და მერე წასჩურჩულა, რომ იცოდეთ, დონა იტალიურად ქალს ნიშნავსო. სინამდვილეში "კვარაქალოს" კი არა მარადონას ადარებდნენ. ხვიჩამ რა თქმა უნდა, სწორი პასუხი გასცა და "გაატარა" თარჯიმნის "წახმარება".

მოკლედ რომ ვთქვათ, ყველამ თავისი საქმე აკეთოს. საქართველოს "კვარა" ყველაზე უკეთ გააცნობს იტალიელებს, ისევე როგორც ჩვენი რაგბისტების მეშვეობით ფრანგები უფრო მეტს გებულობენ, ვიდრე მთელი პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების მეშვეობით.

ბილოთქმა: სპორტის დიდი მოყვარული ვარ და ფეხბურთსაც კარგად ვთამაშობდი. 9 ნომერი ვიყავი, სლავა მეტრეველის და ვოვა გუცაევის მსგავსად სხვათაშორის, მე და ვოვა ერთ საფეხბურთო გუნდში ვთამაშობდით…პარლამენტში. ორჯერ მყავს მოტყუებული" - წერს რომან გოცირიძე.

რომან ყოჩაღ!
არასდროს მომწონდა ეს პოლიტიკოსი, მაგრამ უნდა ვაღიარო: მეამაყება როგორც ადამიანი და როგორც ქართველი! ბატ. რომან ასეთი იდეალურად გადმოცემული სიყვარული თანამოქალაქეებისა უნდა იყოს ჩვენი მამაოძრავებელი ძალა წარმატებისკენ!
ეეე
მაქარაშვილმა რაღაც იბოდიალა ეგ რა შუაშია, სხვათა შორის მაქარაშვილმა და სხვა არასამთავრობოებმა არ მიუშვეს ამ ბოლო მიტინგებზე ნაცები და სხვა პოლიტიკოსები ტრიბუნაზე და ამას და ზოგადათ ნაციონალებს ვითომ რატო უნდა ევასებოდეს მაქარაშვილი და მისი აზრები?
მარი
მეც ძალიან მიყვარს ზაზა ფაჩულია!!ქართველი სპორცმენის ეტალონია ჩემთვის!!!
zura222
ვაააა ეს მართლა ამან თქბა ? თუ სხვა რომანა გოცირიძეც არსებობს ? ეხლა ეზოში გავიხედე ვირი ხეზე ხომ არაა ასული DD ეხლა ამას გამოაგდებენ ნაცები თავისი ბანდიდან DD ან არქანიაზე საიდან ივის ?? არქანია იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ბიჭი ! გადმოცემებით ვიცი მართლა სასწაულებს აკეთებდაო ! ეეეჰ საწყალიიიიი (((((((
გიორგი
ზაზა ფაჩულია ჩემთვის ყველაზე საყვარელი სპორცმენია,არ დამავიწყდება 2008წ აგვისტოში მისი გამოსვლა SNN-ზე,ერთადერთი ქართველი სპორცმენი იყო ვინც ხმა ამოიღო რუსეთ საქართველოს ომზე,ჩემთვის სამაჩაბლოდან დევნილისთვის,ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ ეს იყო და სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება ზაზააა!! გაიხარე შენ საყვარელ ოჯახთან ერთად!!!
თემური
ძაან კარგი, გონივრული კომენტარია, ყველაფერში გეთანხმები, მართლაც მაგარი ბიჭი გვყავს, წარმატებები კვარას...
გიორგი-1
ან ამას ეხატება წარმატებული ქართველი გულზე? მაგრამ, რომ დაინახა ყველა ხვიჩას მხარეს დადგა, სხვა გზა არ ქონდა და ვითომ თავისიანების წინააღმდეგ წავიდა, ფარისეველია რომ იცოდეთ, გამსახურდიას ჩამოგდებაში მიიღო მონაწილეობა და მის შედეგ ყველა მოწვევის პარლამენტში ზის. წარმატებები ხვიჩას, ასეთები ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ.
ბექა
ზაზა ფაჩულია ყველაზე ინტელექტუალური ქართველი სპორცმენი!!!!
ჰაჰა
ვაა, რამან!? შენ, თუ საჭიროა, პოზიტიურიც ყოფილხარ. რესპექტ!
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის