ფოთის "კოლხეთის" მეპატრონეებმა 19 წლის პერსპექტიული ნახევარმცველი რუსთავის "მეტალურგში" იაფად გასაყიდად ვერ გაიმეტეს
გერმანულმა სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" ფოთის "კოლხეთის" შემტევი ნახევარმცველი ლაშა გვალია 50 ათას ევროდ შეაფასა, ფოთელებისთვის კი 19 წლის პერსპექტიული მოთამაშე ბევრად უფრო ღირებული აღმოჩნდა.

ევროპის ლიგაზე ერევნის "ბანანცთან" შეხვედრამდე რუსთავის "მეტალურგმა" რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. მაშინ გაუწყეთ, რომ რუსთაველებს ფოთის "კოლხეთის" 19 წლის ნახევარმცველის, ლაშა გვალიას გადაბირება სურდათ. თუმცა ახალწვეულების პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა, ფოთელი არ გამოჩენილა.

შევიტყვეთ, რომ გუნდებს შორის მოლაპარაკება ჩაიშალა. მიზეზი ფოთის "კოლხეთის" პოზიცია ყოფილა - კლუბის მეპატრონეებმა პერსპექტიული ნახევარმცველის საფასურად 300 ათასი დოლარი მოითხოვეს. არც არის გასაკვირი - კოლხების მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია გვალიაში დიდ პერსპექტივას ხედავს, "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა კიდეც, იმხელა პოტენციალი აქვს, რამდენიმე წელიწადში ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა შეუძლიაო და, ცხადია, იოლად ვერ შეელეოდა.

გვალიას არა მხოლოდ "მეტალურგში", უკრაინის ვიშელიგაში დაბრუნების მსურველ ვინიცას "ნივაშიც" იწვევდნენ, მაგრამ საერთოდ, უკრაინელებს ქართველების მინიმალურ ფასად წაყვანა სურთ და როდესაც ფოთელების პოზიცია შეიტყვეს, საქმე მოლაპარაკებამდეც არ მისულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

marina
ლასჰა როგორ მიკვარხარ. წარმატებებს გისურვებ შენ ამას იმსახურებ
ANI, USA
გისურვებ წინსვლას,წარმატებებს და გამართლებას ცხოვრებაში!ძალიან გამეხარდა,კოჩაგ ლაშა!
ხათუნა
გისურვებ წარმატებებს, ლაშა
gioo
ნაკრებში დაუზახეს 21 წლამდეში დღეს გვალიას
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა