მერაბ ჟორდანიას არნემის "ვიტესმა", სადაც გურამ კაშია და გიორგი ჭანტურია თამაშობენ, სეზონისთვის მზადება დაიწყო
მერაბ ჟორდანიას არნემის "ვიტესმა", სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია და ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია თამაშობენ, სეზონისთვის მზადება დაიწყო.

შაბათს, 9 ივლისს "ვიტესმა" პირველი თამაში არნემის ახალგაზრდების გუნდთან ჩაატარა და 14:0 მოიგო.

კლუბის ვებგვერდმა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჭანტურია დაასახელა.

"გიორგი ყველაზე ზუსტად მოქმედებდა. სწრაფმა დრიბლიორმა ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ვიტესმა" ახალი ფორმითა და ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯონ ვან დენ ბრომის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა. ვან დენ ბრომმა ბევრი ახალი მოთამაშე გამოსცადა, მათ შორის, რაიან ბოუვმეესტერი, უიმილიო ვინკი, ნანდო ვორმგოორი, მაიკ ვრეკაამპი და მეკარე მარკო მეერიტსი.

ორშაბათს გუნდში კიდევ ბევრი ახალწვეული გაისინჯება, შეკრება კი სამხრეთ გერმანიაში დაინიშნა", - იუწყება "ვიტესის" ვებგვერდი.

ძირითად შემადგენლობაში ითამაშა კაშიამ, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს. სამუშაო ვიზის არქონის გამო აქამდე უთამაშებელ ჭანტურიას კი ჯონ ვან დენ ბრომმა მეტი სათამაშო დრო მისცა და მხოლოდ 68-ე წუთზე დაასვენა. ანგარიში სწორედ მან გახსნა, შემდეგ კი "ვიტესის" მე-7, მე-10 და მე-11 გოლები გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...