15-24 ივლისს თბილისი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს („ბ“ დივიზიონი) უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას სულ 19 ქვეყანა: ალბანეთი, ავსტრია, ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, კოსოვო, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრ. მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია მიიღებს. თამაშებს, როგორც ოლიმპიური სასახლე, ასევე ახალი „თბილისი არენა“ (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) უმასპინძლებს. ტურნირის მონაწილე 19 ნაკრები 5 ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „ბ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ავსტრია და კოსოვო ჰყავს.

გათამაშების სისტემის მიხედვით, თითო ჯგუფიდან პლეი-ოფში 2-2 საუკეთესო ნაკრები გავა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ, ხოლო პლეი-ოფს მიღმა დარჩენილები ტურნირის 9-19 ადგილებს გაითამაშებენ. “ბ” დივიზიონის ჩემპიონი, ფინალში დამარცხებული გუნდი და მესამეადგილოსანი “ა” დივიზიონის საგზურებს მოიპოვებენ და 2023 წლის ზაფხულში ელიტაში იასპარეზებენ. ტურნირის ფავორიტად სერბეთის ნაკრებს მიიჩნევენ. ასევე მძლავრი შემადგენლობით ეწვევა თბილისს ლატვია, თუმცა ასაკობრივ ჩემპიონატებში სიურპრიზები ყოველთვის ხდება და შედეგების მხრივ გამონაკლისი ალბათ არც თბილისში გასამართი ტურნირი იქნება.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირამდე 3 შეკრება გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ჯერ რაჭაში იმყოფებოდა, სადაც ფიზმომზადება გაიარა, შემდეგ კი საბერძნეთსა და თურქეთში ჯამში 4 სპარინგ-მატჩი გამართა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 12 კალათბურთელია:

უკანა ხაზი: ლუკა ლიკლიკაძე, მათე კაპანაძე, ლევან ქვარცხავა

ფორვარდები: ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ზუკა ვაშაკიძე, მერაბ შენგელია, გუჯა ხვედელიძე, ვახტანგ გოგბერაშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი, ვლადიმერ სალარიძე

ცენტრები: გიორგი მესხი, ნიკა რატიანი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია მილოშ გლიგორიევიჩი, რომელსაც ასისტენტობას ჯაბა ბაქრაძე და ანდრო ანთელიძე უწევენ. გუნდის ექიმები არიან თორნიკე გოგიჩაიშვილი და ვაჟა კოტორაშვილი, ნაკრების ფიზმომზადებაზე კი ეროვნული გუნდის მწვრთნელი ირაკლი შიოშვილი ზრუნავს. 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერია შალვა ონიანი.

ჩვენი ნაკრები თამაშებს 16 (ავსტრიასთან), 17 (შვედეთთან), 19 (კოსოვოსთან) და 20 ივლისს (ჩრდ. მაკედონიასთან), ერთსა და იმავე დროს – 19:00 საათზე გამართავს.

GBF

დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია