ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად წინასასეზონო მზადებას გადის. ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ქართველის თამაშს ეხმაურება.

"მას შემდეგ, რაც კლუბი ინსინიემ და მერტენსმა დატოვეს, "ნაპოლისთვის" ახალი ერა დაიწყო, რადგან აღნიშნული დუეტი 9 წლის განმავლობაში გვერდიგვერდ თამაშობდა. თუმცა გამოჩნდა კვარაცხელია, რომელიც მაესტრო ლუჩანოს ძალიან მოსწონს და ქართველს სულ უფრო მეტ დროს უთმობს. ხვიჩას განსხვავებული მოძრაობები აქვს და მეტოქე გუნდის კართან დიდ ხიფათს ქმნის".

შეგახსენებთ, ჩვენებურმა ახალ კლუბთან ერთად ორი თამაში გამართა: "ანაუნიასთან" ორი გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, მეორე მატჩში სერია B-ს ბინადარ "პერუჯასთან" კი თავი ლამაზი გოლით გამოიჩინა. "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 27 ივლისს "ადანა დემირსპორთან" გამართავს.

Skeleton
რობი დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, გეთანხმებით 100% ით. თავისი აზრი რომ აქვს გასაგებია, მეც კორექტულად ვაფიქრისირებ რატომ არ ვეთანხმები მის აზრზს. მისმა წამქეზებელმა პოსტმა ბოროტი რეაქციები გამოიწვია ადამიანებში, ისე რომ არც უნახავთ რეალურად რა თქვა კვარამ. ზოგი იმასაც უწერდა იმედია დაიტრავმება და ვეღარ ითამაშებსო. ვახოს უნდა სცოდნოდა რა დონის საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მსგავსი წამქეზებელი პოსტები რეალურად რას იწვევს. შეიძლება ხვიჩას უთხრა, რომ აი ძალიან კი მიყვარხარ და გგულშემატკოვრობ, მაგრამ რუსული აგრესია რომ გახსენებინა უკეთესი იქნებოდა. ამ შემთხვევაში თავისი აზრის დაფიქსირება ყველას შეუძლია, ხვიჩამაც ეგ თქვა ზუსტად ადრე, გეთანხმებით, ყველას აქვს უფლება კრიტიკის და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავო. ვახოს ტონი ძალიან აგრესიული და წამქეზებლური იყო და მაგიტომაც არ მომეწონა და გავაკრიტიკე მწარედ, გამოწერილი მყავდა და გამოწერაც გავუუქმე ისე გავბრაზდი. მეც მაქვს უფლება, ჩვეულებრივ გულშემატკივარს არ მომეწონოს მისი დამოკიდებულება საყვარელი ფეხბურთელის მიმართ. კრიტიკული აზრის ქონას ვერავის დაუშლი და ცენზორად ვერავის მოევლინები, სოც. ქსელში საშინელი დამცირება მიდის ვახოს მიმართ, მის გარდაცვლილ ძმასაც შეურაცხყოფენ და ეს საშინლად მიუღებელია ჩემთვის. უბრალოდ ადამიანებს (ვახოს ჩათვლით) არ გააჩნიათ იმის კულტურა, რომ ესა თუ ის მეორე ადამიანი გააკრიტიკონ ადეკვატურად. აგრესიას რომ ამოუშვებ მერე ყველა ჩემნაირი კორექტული არაა და ზოგი უარესი აგრესიით გპასუხობს და მიდის მერე ასე ჯაჭვივით. წიტაიშვილს აქებდა ამასწინად სანაია, რუსეთის მიმართ მკაფიო პოზიცია აქვსო, ხოდა წიტაიშვილი ხვიჩას საუკეთესო მეგობარია და როგორ ფიქრობს ხვიჩა რომ რუსეთის მოყვარული იყოს როგორ იმეგობრებდნენ?! წიტაიშვილს პირადად შეეხო ომი და პირადად რომ ბომბები თავზე მაცვივა მერე რუსეთის გამმართლებელ ადამიანებთან საერთო ვერაფერი მექნება. ლოგიკურია. შეუძლია წიტაიშვილს დაიცვას ერთი პოსტით ხვიჩა მაგრამ არ გაუკეთებია, ცოტა გულდასაწყვეტია, ალბათ ერიდება სხვების კრიტიკას. ყველაფერი მესმის. იმ დონეზე მიყვარს ფეხბურთი და ისე ვგულშემატკივრობ ხვიჩას, რომ საშინელი პროტესტი მიჩნდება, მის მიმართ წამოსულ უსამართლო აგრესიაზე...
რობი
მე ძალიან მიყვარს ხვიჩა როგორც ადამიანი და ფეხბურთელი, სწორედ მის გამო დავიწყე ფეხბურთის ყურება და სხვათაშორის ბევრს ვიცნობ ჩემნაირებს:) რაც შეეხება ხვიჩაზე წამოსულ კრიტიკას მე ამან გული დამწყვიტა, მაგრამ ხვიჩასივე სიტყვებით მინდა ვუპასუხო ამ კრიტიკას, ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ზოგს შეიძლება მოეწონოს ეგ ზოგს არა. არამგონია სანაია და სხვები ჩვენზე ნაკლები ქართველები იყოს, იმათ თავიანთი აზრი აქვთ რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. მაგრამ მე მათ აზრ პატივს ვცემ!
გიორგი
მოდი შენ ნუ შეუწყობ 'აგორებას' ხელს და დანანრჩენს თვითონ მოუვლიან საქმეს ბიჭები.
zura222
სპალეტიმ 4-3-3 სქემით თამაში გადაწყვიტა და 4-3-3 ზედბამოჭრილი იქნება ხვიჩასთვის ! იმიტომ რომ ამ სქემით ფლანგებზე 3 ფეხბრთელი თამაშობს და ხვიჩას უკან ნახევარმცველი და მცველი რომ იქნებან უფრო ლაღად და გაბედულად ითამაშებს
საქართველო
უფრო საწყენი ისაა რომ ვახო სანაიას მიმდევრებიც ჰყავს, როცა 20 ადამიანიდან 4 დისლაიქს გიწერს ესეთ კომენტარზე წარმოიდგინე 20% მხარს უჭერს სანაიას კომენტარს. ეს ამაზრზენი ხალხი სად იბადება,სად იზრდება, წარმოუდგენელია უბრალოდ.განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ,მაგრამ ის რომ ახალგაზრდა,წარმატებულ სპორტსმენს აბულინგებ,ეს უკვე ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო განსხვავებულ აზრთან.
Skeleton
რაც თავი მახსოვს სულ სპორტსმენებს ვიცავ უსამართლობისგან. ვფიქრობ, როგორც კაშიას დაუდგა გვერდით მთელი ეროვნული ნაკრები და სრულიად სამართლიანად დაიცვა აგრესიული ბრბოსგან , ისე უნდა დაუდგეს ხვიჩას და ოფიციალური განცხადება გააკეთოს ნაკრებმა, (კობიაშვილის პოსტი არაა საკმარისი) ასევე ფეხბურთელებმაც, რომლებიც მეგობრობენ ხვიჩასთან, კარგი იქნება თუ დაგმობენ ხვიჩას მიმართ ბულინგს. მაგალითად წიტაიშვილი, რომელიც თავისი ანტირუსული (და სწორი) განცხადებებით საზოგადოების ამ ნაწილის ფავორიტია, ასევე ხვიჩას საუკეთესო მეგობარია, კარგი იქნებოდა თუ არ გაჩუმდებოდა და გამოეხმაურებოდა ამ ამბავს, აუხსნიდა უვიცებს, რომ ტყუილად არის აგორებული ეგ კამპანია ხვიჩას მიმართ. რაღაცნაირად არ მომწონს ფეხბურთელები რომ ჩუმად არიან, როცა მათ საუკეთესო მეგობარს საზოგადოების ერთი ნაწილი უსამართლოდ ლანძღავს. მე რომ ნაკრების წევრი ვიყო და ხმა მიმიწვდებოდეს გარკვეულ ადამიანებთან, აუცილებლად გავაპროტეტსებდი და დავიცავდი თანაგუნდელს. მაშინაც ეგრე იყო, ხვიჩა რომ რუსეთიდან წამოვლას აგვიანებდა, სხვას არავის ლანძღავდნენ ხვიჩას გარდა, და ის ადამიანები, რომლებიც ხვიჩას ხარჯზე სუფთად გამოვიდნენ და ისე დატოვეს რუსეთი, ერთი ცუდი კომენტარიც არავის დაუწერა მათზე, ბოლომდე ჩუმად იყვნენ და ხვიჩას დასაცავად სიტყვა არ გაუღიათ. თანადგომაც აღარ გვცოდნია ასე გამოდის. მე როგორც გულშემატკივარს უსამართლობა მახრჩობს და იმათთვის ვითომ არაფერია. მარტო პირადში მიწერა და "დაიკიდე ძმაო" თი გამხნევება არაა საკმარისი...
Winter
ზუსტად მაგიტომ არის ღირსეული ბიჭი, რომ პასუხი არ გასცა არავის და ეგ ძალიან მიხარია. დავიღალეთ სოც. ქსელში ერმანეთს რომ ჭამენ, ერთი დაწერს მეორე უპასუხებს და ეჭიჭყინებიან მერე ერთმანეთს. ყბედი ვინ დაღალა და მუნჯმაო, ეგრე დაემართა ვახოს :დ რაც არ უნდა წეროს საპასუხოს არაფერს წერს ხვიჩა და არც სიტყვით გამოდის, ჩემთვის ყოველთვის ყველაზე ღირსეულია ის, ვინც არ ილანძღება. აქამდე ასეთი ცნობადი სახე არ გვყოლია, ნეგატივისთვის არ ეპასუხოს და თვითონ მლანძღველები ჩაეგდოს სასაცილო მდგომარეობაში:)) გაიგეთ ხალხო, ვინც ილანძღებით ყველანი სასაცილოები ხართ. ღირსეული ადამიანი არასოდეს არავის ლანძღავს და საკუთარი საქმით არის დაკავებული!
გოჩა
რამდენს ჩვენს ხვიჩას შეაქებენ და აქებენ, იმდენჯერ ვახო სანაია, იგლიჯავს ერთ ადგილს!
პლეხანოვზე გაზრდილი
ფორცა! ხვიჩა - კვარა - კოჩი
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
მეთოთხმეტედ! - ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა