სამი ერის გათამაშებაში ასპარეზობისთვის ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ 30 მორაგბეს უხმო
სამი ერის გათამაშებაში ასპარეზობისთვის ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ 30 მორაგბეს უხმო. მათ შორისაა ერთო დებიუტანტი, 27 წლის ჯერარდ ჰოეთა.

აღსანიშნავია, რომ "ოლ ბლექსის" გაფართოებულ შემადგენლობაში არ მოიძებნა ადგილი ისეთი ძლიერი მორაგბეებისთვის ჯო როკოთოკო, აარონ კრადენი და კოლინ სკლეიდი რომ არიან. სამაგიეროდ, მიუხედავდ იმისა, რომ მათი თამაში სამი ერის პირველ ტურში საეჭვოა, ჰენრიმ ოთხ ტრავმირებულ მოთამაშეს უხმო, ესენია ტონი ვუდკოკი, ისაია ტოეავა, ჰოესე გეარი და იზრაელ დაგი.

რაც შეეხება ჰოეათას, ის აქამდე ახალი ზელანდიის მაორებისა და შვიდკაცა რაგბის ნაკრებში თამაშობდა. წლეულს მას საუკეთესო სეზონი ჰქონდა და, როგრც იქნა, ეროვნული ნაკრების მწვრთნელების ყურადღება მიიქცია.

გუნდში დაბრუნდა ალი ვილიამსი, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში 61 კეპი აქვს მოხვეჭილი. ვილიამსს "ოლ ბლექსის" რიგებში 31 თვეა არ უთამაშია. მხარის მძიმე ტრავმის გამო მას თითქმის ორი წელიწადი გაუცდა.

"ყველას ეგონა, რომ ის რაგბის თამაშს ვეღარ შეძლებდა, თუმცა თვითონ ალის ასეთი რამ თავში აზრადაც არ მოსვლია. ვილიამსი ყოველთვის მებრძოლი სულით გამოირჩეოდა და "ოლ ბლექსისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. ასე რომ, მოხარულნი ვართ ჩვენი გუნდის რიგებში მისი ხილვის" - თქვა "ოლ ბლექსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ

ამასთან, ტრავმები მოირჩინეს და ნაკრებს დაუბრუნდნენ კოლინ ფლინი, როჩარდ კაჰუი და პირი ვიპუ. ახალზელანდიელები მომავალ კვირაში ოქლენდში ორდღიან შეკრებას გამართავენ. 18 ივლისს კი დანიდინში გადაბარგდებიან და იქ ფიჯის ნაკრებთან საპაექროდ მოემზადებიან. "ოლ ბლექსი" ფიჯელებს 22 ივლისს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშიდან შემოსული თანხა ქრაისთჩერჩში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.

სამი ერის პირველ მატჩს კი ახალი ზელანდიის ნაკრები 30 ივლისს გამართავს ველინგტონში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან.

ახალი ზელანდია

შერკინება: ჯონ აფოა, ქორი ფლინი, ბენ ფრენქსი, ოუენ ფრენქსი, ჯერარდ ჰოეატა, ენდრიუ ჰორი, ჯერომ კაინო, რიჩი მაქკოუ, კევინ მეალამუ, ლიამ მესამი, კირან რიდი, ადამ თომსონი, ბრედ თორნი, სემ ვაითლოქი, ალი ვილიამსი, ტონი ვუდკოქი.

უკანა ხაზი: დენ კარტერი, ჯიმი ქოუანი, იზრაელ დაგი, ენდი ელისი, ჰოსე გეარი, ზაკ გილდფორდი, რიჩარდ კაჰუი, მალილი მულიაინა, მაა ნონუ, კოლინ სლედი, კონრად სმითი, ისაია ტოეავა, პირი ვეეპუ, სონი ბილ ვილიამსი.

ტრავმირებილები: უაით კროკეტი, ქორი ჯეინი, სიტივენი სივივატუ, ბენ სმითი.

სამი ერი

23 ივლისი

ავსტრალია-სამ.აფრიკა

30 ივლისი

ახალი ზელანდია-სამ.აფრიკა

6 აგვისტო

ახალი ზელანდია-ავსტრალია

13 აგვისტო

სამ.აფრიკა-ავსტრალია

20 სექტემბერი

სამ.აფრიკა-ახალი ზელანდია

27 სექტემბერი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა