ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ კლუბში მშვენივრად დაიწყო, ყველას დაანახა, რომ დიდი რესურსი აქვს და საქმესაც თამამად შეუდგა. საწყისი ორი მატჩი კარგი იყო, თუმცა მეტოქეები უმაღლესი დონის მაინც არ იყვნენ, ახლა კი მცირე პაუზა იქნება და შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება. სერია "ა"-ს სტარტამდე ლუჩანო სპალეტის გუნდი 4 შეხვედრას ჩაატარებს.

ბალოტელი და ესპანელები

მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებს ნეაპოლური კლუბი უკვე მესამე არენაზე გააგრძელებს - "ტეოფილო ფატინი". 27 ივლისს ქართველი გარემარბის გუნდის მეტოქე თურქული "ადანა დემირსპორი" იქნება. მას შემდეგ, რაც სუპერლიგის უკანასკნელ ტურში "გიოზთეფეს" 5 გოლი გაუტანა, მათ ლიდერ მარიო ბალოტელის დასვენების საშუალება მიეცა, თუმცა "ნაპოლისთან" მისი სასტარტოში თამაში მოსალოდნელია. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 31 წლის იტალიელი, რომელსაც "ინტერის", "სიტის", "მილანის" და სხვა გუნდების მაისურით უთამაშია, შვეიცარიულ "სიონში" გადაბარგდება...

ამ შეხვედრის შემდეგ ნეაპოლურ კლუბს 3 ესპანური მეტოქე ეყოლება - "მალიორკა", "ჟირონა" და "ესპანიოლი". მატჩები, შესაბამისად, 31 ივლისს, 3 და 6 აგვისტოს შედგება.

"ჟირონა" პრიმერა დივიზიონში აღზევდა და სერიოზული გეგმები აქვთ. მათი ლიდერი ისევ 35 წლის ურუგვაელი კრისტიან სტუანია. სხვათა შორის, უკვე მესამედ მოხდება, როცა "ნაპოლი" "ესპანიოლს" ზაფხულის მოსამზადებელი შეკრების დროს დაუპირისპირდება. 2017 წელს იტალიელებმა (2:0) გაიმარჯვეს, 2009-ში კი ფრე (0:0) დაფიქსირდა.

ტრანსფერები

ხვიჩას ახალ კლუბს გაძლიერება ჯერ არ დაუსრულებია. ყველაზე აქტიურად ისევ "ბარსელონას" ექსშემტევის, 28 წლის ჟერარ დეულოფეუს ტრანსფერზე იწერება, რომელიც ახალი სეზონისთვის იტალიურ "უდინეზესთან" ერთად ემზადება და გოლიც გაიტანა.

ფაქტობრივად, გადაწყვეტილია "ფენერბაჰჩეს" 23 წლის სამხრეთკორეელ ცენტრალურ მცველ მინ-ჯი კიმის შეძენა. "ფეისბუქგვერდი" napoli24-ი მომავალი სეზონის სავარაუდო თერთმეტეულს აქვეყნებს, სადაც კვარაცხელია შემტევ ოთხეულში თავის ადგილს (მარცხნივ) იკავებს. ამ ვერსიაში 4 ახალწვეული (ფოტოზე ყვითლად აღნიშნული) მოიაზრება.

ხვიჩას მნიშვნელობა

"პერუჯასთან" ჩატარებული ამხანაგური მატჩი იმითაც იყო საინტერესო, მომავალ სეზონში ნეაპოლელთა შეტევების წარმართვის სავარაუდო გზები უკეთ გვენახა. შეიმჩნევა, რომ გუნდი უფრო მარჯვენა ფლანგიდან უტევს, სადაც კაპიტანი დი ლორენცო (ევროპის წინა ჩემპიონატიდან კარგად უნდა გვახსოვდეს) და მექსიკელი ირვინგ ლოსანოა. კვარაცხელიას ფლანგზე ბურთი ხშირად არ იყო და ხვიჩა მას მუდმივად "ეძებდა", სულ მოძრაობდა და ცენტრისკენ იწევდა. თუკი გუნდს შეტევის შუა ნაწილში დეულოფეუც დაემატება, "ნაპოლის" იერიშების მიმართულებები კიდევ უფრო გადანაწილდება. იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ინსინიეს წასვლის შემდეგ ფორვარდ ოსიმენისთვის სივრცეების გახსნა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება. გამოიკვეთა, რომ "კვარა" და 23 წლის ნიგერიელი ერთმანეთს კარგად უგებენ, წინ კი საკმაოდ ბევრი შესათამაშებელი მატჩია.

15 აგვისტომდე, როცა სერია "ა"-ს ახალ სეზონს "ნაპოლი" "ვერონასთან" სტუმრობით გახსნის, სპალეტის გუნდს ეს გეგმები და სათანადო დრო აქვს, როგორც ტრანსფერების განხორციელების, ასევე გუნდისთვის საბოლოო სახის მიცემის კუთხით. ამასობაში კი, კვარაცხელიას შესაძლებლობებს ყველა კიდევ უფრო კარგად გაიცნობს.

გია პაპა
ვივა ხვიჩა, ვავა სანაია.
zura222
ისე ამ სქემაში მარიო რუი რატომ არაა ? ეტყობა სპალეტიმ ნახა რომ ის დურაქი დროულ პასებს არ აძლევდა ხვიჩას (და სხვებსაც) და ატორმუზებდა შეტევებს და სკამის სილუეტი დაანახა DD
zura222
შემდეგი 4 ამხანაგური გაცილებით ძლიერ გუნდებთან ექნება და უკვე ბილეთის ფასსაც მოუმატეს (10 ევრო) და უკვე ტელეკომპანიებიც ჩაერთნენ რეპორტაჟებისთვის მაგალითად SKI
კობა
კომენტატორიც სულ მექსიკელს გაყვიროდა, მეტი შეტევა მარცხნივ!
რომაელი
დალაგებულად გავიგე ყველაფერი. მხოლოდ იფფ, რა გოლი გაიტანა და მაკარონებმა როგორ შეაქეს, საკმარისი არაა. მეც დავაკვირდები იმ თავდამსხმელს როგორ შეეწყობა
გომორძგუა მარგალეფც
კვარა,გერჲ კოჩი✊
ვაჟა მასწავლებელი
ფორცა ხვიჩა - კვარა - კოჩი
დღეს მიქაუტაძის ესპანური დებიუტია, ხვალ ხვიჩა დემბელე/დუეს გარეშე ითამაშებს
ახლა ხვიჩას დროა - ფრანგული გამოცემა პსჟ-ში ქართველის როლზე წერს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ახლა ხვიჩას დროა - ფრანგული გამოცემა პსჟ-ში ქართველის როლზე წერს
"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
დღეს მიქაუტაძის ესპანური დებიუტია, ხვალ ხვიჩა დემბელე/დუეს გარეშე ითამაშებს