კახი კალაძის ნათქვამი, რომ მოსკოვის "დინამოს" შემოთავაზება არ მიიღო, კლუბის წარმომადგენლებმა სპეკულაციად მონათლეს

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და "ჯენოას" მცველმა კახი კალაძემ გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში (ინტერნეტში გამოქვეყნდა "სპორტალ.გე"-ზე) მოსკოვის "დინამოსგან" მისით დაინტერესებასა და უარის შეთვლაზე ისაუბრა. სტატიის თანახმად, ქართველ ფეხბურთელს მოსკოველები წლიურ 6 მილიონს ჰპირდებოდნენ... (იხ. სტატია).

აღნიშნულ სტატიას გამოხმაურება მოსკოვის "დინამოსგან" მოჰყვა და კლუბის ოფიციალურ საიტზე სპეციალური განცხადებაც გამოქვეყნდა.

"საფეხბურთო კლუბი "დყნამო" ოფიციალურად აცხადებს, რომ ჩვენ კლუბში გადმოსვლაზე არასდროს უწარმოებია მოლაპარაკებები საქართველოს ნაკრების კაპიტანთან კახი კალაძესთან და "ჯენოას" მცველისთვის არანაირი პირობებიც არ შეუთავაზებია.

ჩვენ ფეხბურთელ კალაძისადმი პატივისცემას გამოვხატავთ, თუმცა დაუშვებლად მიგვაჩნია მოსკოვის "დინამოს" სახელით სპეკულირება, რა პირადი მიზნებითაც არ უნდა იყოს ის განპირობებული. კლუბის სატრანსფერო ინტერესებში კარიერის დასასრულისკენ მიმავალი ფეხბურთელები არ შედიან, კალაძის სარეკლამო განცხადება "უარყოფილ "დინამოს" მილიონებზე" კი, დაე, ფეხბურთელის სინდისზე იყოს".

მომზადებულია fcdynamo.ru-ის მიხედვით

გიორგი
analekso - მაგარი კომენტარია! ნებისმიერ საქმეში ყველა როდისღაც ამთავრებს კარიერას. ასეთ დროს როგორც წესი ადამიანს წიხლით არ აცილებენ ხოლმე და ჩარეცხილსაც არ ეძხიან. არ არის მიღებული თუნდაც პრაგმატული მიზეზის გამო - ჩვენც როდისმე დავამთავრებთ კარიერას რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ.
გიორგი
სავარაუდოდ ტყუის მოსკოვის დინამო. 1. აქამდე მსგავსი კალაძეს არაფერი გაუკეთების, რომ რომელიმე კლუბზე დაებრალებინა კალთებს მახევდნენო. 2. თუ დაბრალება უნდოდა, რაღა რუსეთის მეორეხარისხოვანი კლუბის შეთავაზებას დაიბრალებდა? ცოტა წესიერ გუნდს მონახავდა. რა პრესტიჟს მატებს ინალიის სეზონის სიმბულური ნაკრების ფეხბურთელს და ჩემპიონთა ლიგის მფლობელს მოსკოვის დინამოს თუნდაც 100 მილიონიანი შეთავაზება?
irakli
კალაძე თუ არაა ფეხბურთელი აბა სხვა ვინაა? უბრალოდ ახლა ამთავრებს კარიერას და ამასაც მაღალ დონეზე აკეთებს, ბოლო ბოლო სერია ა - შია სადმე სოფლის კლუბში ხო არა
analekso
არ ვიცი ვინ მართალია,ვინ მტყუანი მაგრამ, თორნიკე შენ კალაძე მართლა ფეხბურთელად მიგაჩნია? მაგის დრო წავიდა და რატომ ათამაშებენ ძირითადში ვერ გამიგია.
Tornike
ვის უბედავენ ეს მათხოვრები, ვინ ცრუობს? რაშიც თვითონ იყვნენ ყოველთვის დიდოსტატები იმას სხვას აბრალებენ. ეგენი კახას ფრჩხილადაც არ ღირან!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"