"ბარსელონას" ცენტრმა ერაზემ ლორბეკმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდში თამაში იუარა
სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა ერაზემ ლორბეკმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე, რომელსაც ლიტვა 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე უმასპინძლებს, სლოვენია ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე იქნება.

სლოვენიის ნაკრების თავკაცმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა განაცხადა, რომ ლორბეკი მას გუნდის საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე 15 წუთით ადრე დაუკავშირდა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. კალათურთელს ევრობასკეტზე მონაწილეობის სურვილის არქონის მიზეზები არ დაუსახელებია.

სლოვენიელი ცენტრი 2009 წლიდან "ბარსელონას" ღირსებას იცავს. ეროვნულ გუნდში თამაშზე უარის მიზეზად სწორედ ესპანური კლუბის პოზიცია სახელდება, რომელიც თითქოს კალათბურთელის ტურნირში მონაწილეობას არ მიესალმება.

ევრობასკეტის D ჯგუფში, საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებების გარდა, ბულგარეთის, რუსეთის, უკრაინისა და ბელგიის ეროვნული გუნდები ასპარეზობენ. შემდეგი ეტაპის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო მოიპოვებს.

მომზადებულია Talkbasket.net-ის მიხედვით

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე