უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი საჩივარი დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც, მოყვარულთა ლიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებულმა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბმა "ბასიანმა" ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - უეფას რეგიონთა თასის შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად გადალახა. საჩივარი ყაზახეთის წარმომადგენელ "კესკელენთან" 27 ივნისს გამართულ მატჩს ეხებოდა, რომელშიც ყაზახური გუნდის შემადგენლობაში, რეგიონთა თასის დებულების დარღვევით, პროფესიონალმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

მომდევნო - შუალედურ ეტაპზე "ბასიანი" მონაწილეობას ევროპის 31 ქვეყნის წარმომადგენელ სამოყვარულო საფებურთო კლუბთან ერთად მიიღებს.

წილისყრისა და შესაბამისი კალენდრის მიხედვით, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი მატჩებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამართავს:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ აღნიშნული შედეგის მისაღწევად ხანგრძლივი და რთული პროცედურულ/სამართლებრივი გზა გაიარა. პირველი ერთობლივი საჩივარი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სადისციპლინო დავების განმხილველ პირველ ინსტანციაში ამა წლის 28 ივნისს გაიგზავნა. იგი ეფუძნებოდა ყაზახეთის "კესკელენისთან" 27 ივნისს გამართულ შესარჩევი ეტაპის პირველი ჯგუფის დასკვნით მატჩს. "ბასიანი" "კესკელენისთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდა, თუმცა, მატჩის მიმდინარეობისას, როგორც თავად კლუბს, ისე ასოციაციასა და ფედერაციას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მატჩი არათანასწორ პირობებში მიმდინარეობდა და ყაზახურმა გუნდმა დაარღვია რეგიონთა თასის დებულება - საკუთარ შემადგენლობაში ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელები ათამაშა.

ყაზახური გუნდის განაცხადის საჯარო რესურსებით გადამოწმების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ორი მოთამაშე რეგიონთა თასზე პროცედურული წესების დარღვევით ასპარეზობდა. კერძოდ: რეგიონთა თასის დებულების 37.03, 37.04 და 37.07 მუხლების შესაბამისად, ტურნირში მონაწილეობის უფლება არ აქვთ მოთამაშეებს, რომლებიც ატარებდნენ პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსს, მონაწილეობა აქვთ მოღებული რომელიმე ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ მატჩებში ან უეფას ეგიდით გამართულ არასამოყვარულო ტურნირებში. მიუხედავად ამისა, "კესკელენის" ერთ-ერთი მოთამაშე ასპარეზობდა ყაზახეთის უმაღლეს ლიგასა და უეფას ევროპის ლიგაზე 2009 წელს, ხოლო მეორე მოთამაშე ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში - 2017 წელს.

დასაბუთებული საჩივარი, შესაბამისი მტკიცებულებებითა და მოთხოვნებით, მატჩის მეორე დღესვე გაიგზავნა უეფას სადისციპლინო დავების განმხილველ პირველ ინსტანციაში. აღნიშნული ორგანოს გადაწყვეტილებით, დადგინდა ხარვეზი - საჩივარი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად და, შესაბამისად, უეფამ მის განხილვაზე უარი განაცხადა.

ქართულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად და მცდარად მიიჩნია. შესაბამისად, 1-ელ ივლისს სააპელაციო საჩივრით მიმართა უეფას სააპელაციო დავების განმხილველ ორგანოს. დოკუმენტში დასაბუთებული იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ტექნიკური უსწორობა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ ის, რომ გასაჩივრების ვადა, უეფას სადისციპლინო რეგულაციებით, შეადგენდა მატჩის დასრულებიდან 24 საათს და არა 12 საათს, როგორც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში ხარვეზის შესახებ იყო აღნიშნული.

უეფამ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, მიუთითა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მცდარობაზე, ტექნიკურ უსწორობაზე და დაიწყო საჩივრის არსებითი განხილვა მის ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც იყო "ბასიანისათვის" ყაზახურ გუნდთან გამართულ მატჩში ტექნიკური მოგების ჩათვლა და შემდგომი ეტაპის საგზურის მინიჭება, რეგიონთა თასის დებულების შესაბამისი რეგულაციების მიხედვით.

სადისციპლინო სხდომა გაიმართა 13 ივლისს, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 20 ივლისს. ქართული მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის საფუძველზეც "ბასიანს" "კესკელენთან" გამართულ მატჩში ჩაეთვალა ტექნიკური მოგება 3:0, გამოცხადდა შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულად და "ბასიანი" ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

ფაქტს ისტორიულს უწოდებს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.

"აღნიშნული ფაქტი, ყველა ასპექტით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ქართული სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე, შესარჩევი ეტაპის აბსოლუტურად დამსახურებულად გადალახვის შემდეგ, რაც, ზოგადად, ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება და საერთაშორისო დონეზე აღიარებაა. მეორე მხრივ, გარდა სპორტული კუთხისა და თავად "ბასიანის" ღირსეული ასპარეზობისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ, სამართლებრივი კუთხით, დიდი შრომა გასწიეს და ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფეხბურთო დავა დაასრულეს გამარჯვებით.

მინდა მივულოცო ბასიანს და თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ქართული ფეხბურთი და, მათ შორის, მასობრივი ფეხბურთი უყვარს და მას გულშემატკივრობს. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის ხელმძღვანელობას, თითეულ ჩართულ პირს, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის თითოეულ თანამშრომელს. ყველას, ვინც შესაბამისი წვლილი შეიტანა ამ ეპოქალური მოვლენის შექმნაში. ასოციაციის სახელით კი მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ყოველთვის დავიცავთ თითოეული სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის ინტერესებს, როგორც სპორტული, ისე სამართლებრივი და სხვა ნებისმიერი კუთხით, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.

წარმატებებს ვუსურვებ "ბასიანს" ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე"!

"ბასიანმა" მომზადება უკვე დაიწყო. გუნდი აქტიურად ვარჯიშობს, ემზადება ამხანაგური მატჩებისათვის, გუნდის ოფიციალური განაცხადი კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

R

ნოდო
ბრძოლას ყოველტვის აქ აზრი ისე პირველი ინსტანცია მოსყიდული იყო ყაზახების მიერ? როცა იცი რო სააპელაციოში გასაჩივრდება როგორ უნდა გამოიტანო მცდარი გადაწყვეტილება ისე აკრძალულია პროფესიონალებიო და ისე იუნამუსეს ერთის მაგივრად 2 ყავდათ :D
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის