რალფ რანგნიკს უკვირს: სად წავიდა ნოიერში აღებული ფული? ყენიაზე არაფერი ისმის
შაბათს, მორიგი ტესტ-მატჩის შემდეგ, რომელშიც „შალკემ“ ერთ-ერთი სამოყვარულო გუნდი 8:0 დაამარცხა, გელზენკირხენული კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონიესი და მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი, ფინანსურ დირექტორ პეტერ პეტერსთან ერთად, ამ უკანასკნელის კაბინეტში შევიდნენ, სადაც მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან სალაპარაკოდ განმარტოვდნენ.

მსჯელობის მთავარი თემა „შალკეს“ სატრანსფერო გეგმები იყო - საუბარმა მხოლოდ 20 წუთს გასტანა და როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, მოლაპარაკებების დროს ფეთქებადი სიტუაცია შეიქმნა.

ეს ყველაფერი მას მერე გაირკვა, რაც შეხვედრის შემდეგ, რანგნიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აი, ასეთი კომენტარი გააკეთა: „კლემენს ტიონიესთან შესაძლო ტრანსფერებზე ვისაუბრე. რამდენიმე კვირის წინ ვფიქრობდი, რომ ხელმძღვანელები მანუელ ნოიერის სანაცვლოდ (გერმანიის ნაკრების მეკარე "ბაიერნში" გაიყიდა) აღებული 25 მილიონიდან, დიდ ნაწილს ახალი ფეხბურთელების ტრანსფერებში დააბანდებდნენ. ახლა კი მეუბნებიან, რომ კლუბი რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია და ახალი ფეხბურთელების შესაძენად საკმარისი ფული არ გვაქვსო.“

მიუხედავად იმისა, რომ „შალკემ“ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ უეფასგან დაახლოებით 60 მილიონი ევრო მიიღო, გელზენკირხენულ კლუბს დღეისათვის 216-მილიონიანი ვალი აქვს. თუმცა რანგნიკს კლუბის ბოსების ძველი ცოდვები ნაკლებად აინტერესებს და გუნდის გაძლიერებისთვის ფულის გამოყოფას ითხოვს. შეფებს უთქვამთ, ტრანსფერებში 13 მილიონზე მეტის დახარჯვა არ შეგვიძლიაო, რალფს კი მინიმუმ 23 მილიონი სჭირდება, რადგან „ფრაიბურგის“ გოლეადორი პაპის დემბა სისე 15 მილიონი ღირს, „ბრესტის“ თავდამსხმელი რუ კი 8 მილიონად ფასობს.

„ჩემი აზრით, დისკუსია ნაყოფიერი იყო. ჩვენ რანგნიკისთვის არასდროს გვითქვამს, რომ ტრანსფერებში ძალიან ბევრ ფულს დავხარჯავდით,“ - ამბობს ტიონიესი.

„სამწუხაროდ, ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძვირადღირებული მოთამაშეები ვიყიდოთ. ძველი ტრანსფერებიდან, რამდენიმეს ფული ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გადახდილი,“ - ეს კი ფინანსური დირექტორის, პეტერსის სიტყვებია.

„ბილდის“ მიერ ამასწინათ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კი, რომლის მიხედვითაც, „შალკე“ ლევან ყენიას ტრანსფერზე დაყენებას აპირებდა, ახალი არაფერი ისმის. შესაბამისად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს სპეკულაცია იყო, თუმცა ხომ იცით, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და უმჯობესია, ოფიციალურ ცნობებს დაველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო