ფაბიო კაპელიომ მკაფიოდ მიანიშნა, რომ ინგლისის ნაკრებში ახალი თაობა მოდის - მსაფლიოს ჩემპიონატზე დამარცხებულ ფეხბურთელთა თითქმის ნახევარი შინ დატოვა...

ფაბიო კაპელიომ მკაფიოდ მიანიშნა, რომ ინგლისის ნაკრებში ახალი თაობა მოდის - მსაფლიოს ჩემპიონატზე დამარცხებულ ფეხბურთელთა თითქმის ნახევარი შინ დატოვა. ოთხშაბათს, ინგლისელები "უემბლიზე" უნგრელებს მასპინძლობენ და ამ შეხვედრაში მონაწილეობისთვის იტალიელმა ახალ ხალხს უხმო: ჯეკ უილშერი და კიერან გიბსი "არსენალიდან", "ასტონ ვილას" ეშლი იანგი, "მანჩესტერ სიტის" ადამ ჯონსონი და "ფულჰემის" ბობი სამორა - აი, მოთამაშეები, რომელთაც ინგლისელთა ბანაკში "ცამეტი შერისხული" შეცვალეს.

ახლა, მოდი, კაპელოს მიერ დატოვებულ ცამეტსაც გადავხედოთ: რიო ფერდინანდისა და ჯერმაინ დეფოს ამბავი გასაგებია, ისინი შერისხულები კი არა, დაშავებულები არიან. სამაგიეროდ, აშკარად დასჯილები გახლავან მეკარე რობერტ გრინი რომელიც აშშ-ის ნაკრებთან შეხვედრაში უხეშად შეცდა და მცველი მეტიუ აპსონი, რომელმაც გერმანელებთან ითამაშა უსუსურად. კიდევ, ძველი სიიდან ამოღებულები არიან ვეტერანი მეკარე დევიდ ჯეიმსი და მასთან ერთად ჯეიმი კარაგერი (თავადაც აღარ უნდოდა ნაკრებში თამაში), მაიკლ ქერიკი და ლედლი კინგი. კაპელოს სიაში ვერც შონ რაიტ-ფილიპსსა და აარონ ლენონს მოკრავთ თვალს, სამაგიეროდ, ისევ ამოიკითხავთ იმ ფეხბურთელის გვარს, რომლის სამხრეთ აფრიკაში არ წაყვანამ თავის დროზე ხმაური გამოიწვია - თეო უოლკოტზე მოგახსენებთ.

ზემოთ ბობი სამორა ვახსენეთ. სამორამ გაზაფხულზე აქილევსის მყესის ოპერაცია გაიკეთა, თორემ, სავარაუდოდ, კაპელო მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანდა. ოთხშაბათს ფიქრობენ, რომ ლონდონელი სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს. ის სანაკრებო ფეხბურთიდან წასული ემილ ჰესკის ადგილს დაიკავებს, ნაკრებს უბრუნდება დარენ ბენტიც.

თვალშისაცემია, რომ ინგლისელთა თავკაცმა აღარ გამოიძახა "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავდამსხმელი პიტერ კრაუჩი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში კი ჰყავდა, მაგრამ ფაქტობრივად არ ათამაშა. როგორც ჩანს კაპელოს კრაუჩი მაინც და მაინც არ ეხატება გულზე და ახლა საბოლოოდ თქვა მასზე უარი. თავში ნახსენები არსენალელი გიბსი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოწამს წაყვანილი სტივენ უორნოკის მაგივრად ყოფილა გამოძახებული, პოლონური წარმოშობის ფილ იაგიელკა, გერი კეჰილი, ვეს ბრაუნი და კარლტონ კოული კი კაპელომ "მუნდიალის" წინ მოსინჯა, მაგრამ ეს ფეხბურთელები ბოლოს "ფილტრში მოყვნენ" და აფრიკაში ვერ გაემგზავრენ. ახლა, ისინი ისევ ნაკრებში არიან. ნაკრებში დარჩა დაშავებული ფერდინანდი შემცვლელი მაიკლ დოუსონიც.

ინგლისური პრესა ერთგვარი ხაზგასმით იტყობინება, რომ კაპელომ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც აღარ გამოიძახა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირადად არ შეატყობინა. არადა, რაიტ-ფილიპსისა და გრინისთვის ეს სანაკრებო კარიერის დასრულებას ნიშნავსო, წერენ გაზეთები, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ მწვრთნელი მომდევნო კვირაში, ყველას აუცილებლად დაურეკავს სათითაოდ.

"მე სამი დღეა, რაც შვებულებიდან დავბრუნდი და უნგრეთთან თამაშისთვის ფეხბურთელები მყავდა შესარჩევი. როდესაც საქმეებს მოვამთავრებ, ყველას ჩამოვურეკავ და ღვაწლისთვის მადლობას ვეტყვი".

ყველაზე მეტად ჟურნალისტებს მწვრთნელის აზრი მაინც "არსენალიდან" გამოძახებული წყვილის შესახებ აინტერესებდათ. ვარაუდობენ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ეს ორი ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

"მე ამ ფეხბურთელებს დიდი ხანია ვაკვირდები. ძალიან მომეწონა როგორ ითამაშეს მათ "არსენალის" შემადგენლობაში ახლახან, "ემირეიტსის თასზე".

მოგეხსენებათ, უნგრეთთან თამაშიდან სამ დღეში ინგლისელები პრემიერლიგის ჩემპიონატს იწყებენ. ამიტომაც ფიქრობდა ზოგი, რომ კაპელო წამყვან ფეხბურთელებს უეინ რუნისა და ჯონ ტერი დაასვენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

"ეს თამაში მართლაც ძალიან ადრე დანიშნეს, თარიღი არ ვარგა, მაგრამ ვინაიდან 1 სექტემბერს უკვე ოდფიციალური შეხვედრა გველის, აუცილებლად მივიჩნიე ყველა გამომეძახებინა, მათ რიცხვში წამყვანი მოთამაშეები".

ინგლისის ნაკრების საუნგრეთო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები - ბენ ფოსტერი (ბირმინგემი), ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი);

მცველები - უეს ბრაუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), გერი კეჰილი (ბოლტონი), ეშლი კოული (ჩელსი), მაიკლ დოუსონი (ტოტენჰემი), კიერან გიბსი (არსენალი), ფილ იაგიელკა (ევერტონი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), ჯონ ტერი (ჩელსი);

ნახევარმცველები - გარეთ ბერი (მანჩესტერ სიტი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ადამ ჯონსონი (მანჩესტერ სიტი), ფრენკ ლემპარდი (ჩელსი), ჯეიმს მილნერი (ასტონ ვილა), ეშლი იანგი (ასტონ ვილა), თეო უოლკოტი (არსენალი), ჯეკ უილშერი (არსენალი);

თავდამსხმელები - დარენ ბენტი (სანდერლენდი), კარლტონ კოული (ვესტ ჰემი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბობი სამორა (ფულჰემი).

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა