"არსენალი" მერტეზაკერში 8 მილიონს იხდის

ტრავმით გამოწვეული სამკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, „ვერდერის“ 32 წლის გოლეადორი კლაუდიო პისარო არეგენტინიდან ბრემენში დაბრუნდა.

„მუსიკოსების“ ფანებს უდავოდ გაახარებთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, პისარო გერმანიის ჩემპიონატის სტარტს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს და 6 აგვისტოს, „კაიზერსლაუტერნთან“ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.

„გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიდის და ვფიქრობ, ორ კვირაში სრული დატვირთვით ვარჯიშს განვაახლებ, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით, 6 აგვისტოს მოედანზე გასვლა პრობლემა არ უნდა იყოს,“ - უთხრა პისარომ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

გამორიცხული არ არის, რომ პისარო „ვერდერის“ ახალი კაპიტანი გახდეს. როგორც იცით, ტორსტენ ფრინგსის წასვლის შემდეგ (ვეტერანი საყრდენი ტორონტოში წავიდა), ბრემენელთა მთავარი მწვრთნელი თომას შააფი ახალ კაპიტანს ეძებს და როგორც „ბილდმა“ გაარკვია, თურმე კლაუდიოს კანდიდატურაზე სერიოზულად ფიქრობს. პისარო ამბობს, თუ თომასი კაპიტნის სამკლავურს შემომთავაზეს, მზად ვარ, ეს უაღრესად საპასუხისმგებლო სტატუსი მივიღოო.

„ზოგადად, მომავალი სეზონისთვის ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ „ვერდერი“ ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს,“ - აცხადებს პერუელი ფორვარდი.

დაცვის მთავარი ბურჯი ლონდონისკენ?

ბრემენული კლუბი დაცვის ბურჯ პერ მერტეზაკერს კონტრაქტს ნაადრევად ვერ უგრძელებს, რადგან „ვერდერს“ ფინანსური პრობლემები აქვს. შესაბამისად, გერმანიის ნაკრების მცველის მსურველი გუნდები გააქტიურდნენ, ყველაზე მეტად კი, ისევ ლონდონის „არსენალი“ აქტიურობს. „მეთოფეების“ თავკაც არსენ ვენგერს 26 წლის მერტეზაკერის შეძენა დიდი ხანია უნდა და როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ახლა საუკეთესო შანსი აქვს.

ასეცაა, რადგან პერს „ვერდერთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს და რაკი ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა, „მუსიკოსებმა“ დაცვის ბურჯი ახლავე თუ არ გაყიდეს, გაისად უფასოდ დაკარგავენ. „არსენალი“ კი სწორედ ახალ ცენტრალურ მცველს ეძებს და „ბილდის“ ინფორმაციით, მზადაა, მერტეზაკერში 8 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს