ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"იტალიაზე გამარჯვებით საქართველოზე ინტერესი გაიზარდა..." - ექსკლუზიური ინტერვიუ მარკ დენიელთან

"იტალიაზე გამარჯვებით საქართველოზე ინტერესი გაიზარდა..." - ექსკლუზიური ინტერვიუ მარკ დენიელთან

მარკ ჰეინეს დანიელი, ბიზნესმენი, წიგნების ავტორი, მსოფლიო ბიზნესტელეარხების ანალიტიკოსი, საქართველოს რაგბის ნაკრებსა და სხვადასხვა თემაზე საუბრობს:

- იტალიის მორაგბეთა ნაკრების მარცხს ბათუმში არნახული გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაში, რამდენად არის შესაძლებელი ამ მომენტის მონეტიზაცია ქართული რაგბისთვის?

- იტალიაზე გამარჯვების ფართო და პოზიტიურმა საერთაშორისო გაშუქებამ უკვე იქონია ეკონომიკური ეფექტი - საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა, მეტ ადამიანს გაუჩნდა ბათუმში ჩასვლის სურვილი; ბრიტანულმა პრესამ, მაგალითად, საქართველოს 6 ერში შესვლის ღირსეული კანდიდატი უწოდა, რამაც რაგბის სამყაროში ინტრიგა გააჩინა პატარა ქვეყნის მიმართ, რომელსაც დიდი სპორტული პოტენციალი აქვს. ამ ეფექტის რეალიზება უკვე შეძლეს ახალმა ზელანდიამ, შოტლანდიამ, უელსმა, ტონგამ, ფიჯიმ - რაგბიში მიღწევების გამო მსოფლიო პრესა იმდენად ხშირად წერს მათზე, რომ ეს გარდაუვლად იწვევს ტურისტული ტალღის აგორებას.

- კიდევ ერთ ეფექტად, ალბათ, არგენტინის ნაკრების ინტერესი შეიძლება ჩაითვალოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ წვრთნები ბათუმში გაიაროს; შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროსადმი ბიძინა ივანიშვილის ასობითმილიონიანმა დახმარებამ უკვე დაიწყო შემოსავლის მოტანა ქართული რაგბისთვის?

- რა თქმა უნდა, საწვრთნელი ინფრასტრუქტურა საქართველოში მართლაც მსოფლიო დონისაა და უცხოური გუნდებისთვის გასვლითი ვარჯიშების ჩასატარებლად მიმზიდველია; ინვესტიციამ, რაც ამაში ჩაიდო, უკვე გააჩინა საქართველო მსოფლიო რაგბის რუკაზე და, შედეგად - არა მხოლოდ ბილეთების გაყიდვით მიიღებს ქართული რაგბი შემოსავალს, არამედ ინფრასტრუქტურის გაქირავებითაც, - ამას ემატება ავიაბილეთების რეალიზაცია, სასტუმროების ჯავშნები, რესტორნების დატვირთვა; ცალკე ბიძგს იღებს უძრავი ქონების ბაზარი დეველოპმენტის სახით, რომელიც სტადიონებისა და სპორტული კომპლექსების გარშემო ჩნდება. რაგბის გულშემატკივარი ტრადიციულად მაღალშემოსავლიანია და ის მაღალი კატეგორიის სერვისებსა და პროდუქტს მოიხმარს.

- სამეფო ოჯახებს გულისხმობთ, რომელთაც ტრადიციულად განსაკუთრებული ინტერესი აქვთ რაგბისადმი?

- არამხოლოდ, თუმცა მათაც - დიახ, - ცნობილი ფაქტია სამეფო ოჯახების ინტერესი და უშუალო ჩართულობა რაგბიში, რაც ამ სპორტისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. რაგბი განუყოფელი ნაწილია ოქფორდის, კემბრიჯის, იტონის, სადაც არისტოკრატია იღებს განათლებას და ამ სპორტის სიყვარული თაობიდან თაობებს გადაეცემა. არისტოკრატიის ცნობილი სახეები არა მხოლოდ ესწრებიან რაგბის მატჩებს, არამედ თავადაც მონაწილეობენ ამ სპორტში, რაც რაგბის ხიბლს ზრდის და ერთგვარ გლამურს მატებს მას, - ვფიქრობ, ამ ხაზის განვითარების პერსპექტივა საქართველოშიც შესაძლებელია.

- გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, რომ რაგბი ძირითადად კაცების თამაშია, იტალიასთან მატჩზე ბათუმში მაყურებლის ნახევარს ქალები შეადგენდნენ - რამდენად პერსპექტიულია ეს რაგბის ეკონომიკისთვის?

- იტალიასთან მატჩს ჩემს პარტნიორ ქალთან ერთად ვესწრებოდი, რომელიც სერბეთიდან არის და რაგბიზე პირველად იყო, - იმდენად აღფრთოვანდა სანახაობით, რომ ამ ერთი გამოცდილების შემდეგ რაგბის ფანი გახდა. ვფიქრობ, სწორი მარკეტინგით სავსებით შესაძლებელია რაგბის გარშემო ქალი და კაცი გულშემატკივრების თანაბრად შემოკრება, რაც ამ სპორტში ჩადებული ინვესტიციის უკუგების პოტენციალს გაზრდის. ბათუმის მატჩმა გვაჩვენა, რომ ეს რეალობაა. ვფიქრობ, სოსო ტყემალაძე ბრწყინვალედ უძღვება საქმეს, უთუოდ სწორი ფიგურაა საქართველოს რაგბის ხელმძღვანელად - სწორ მენეჯმენტს უწევს სპორტულ მიმართულებასაც და მარკეტინგულსაც. ამ მხრივ მომწონს, რომ ცდილობს, რაგბი ქვეყნის ბრენდის ნაწილად აქციოს, დაუკავშიროს მის ტრადიციებს, ისტორიას. ვფიქრობ, რაგბი შექმნილია საქართველოსთვის და საქართველო კი ნაყოფიერი ნიადაგია რაგბისთვის. ეს არის სპორტი, რომელიც ბევრი სხვა სახეობის ელემენტებს აერთიანებს. შესაბამისად, ის მიღწევები, რომლებიც საქართველოს ჭიდაობაში, მძლეოსნობაში ან თუნდაც ჭადრაკში აქვს, შეიძლება რაგბიმ გამოიყენოს.

- უფრო ფართო კუთხით დანახულ ეკონომიკას როგორ აფასებთ საქართველოში?

- მე საქართველოს მიმართ უდიდესი ოპტიმიზმით ვარ სავსე. შარშან საქართველოს მოქალაქეობაც მივიღე და ამ ქვეყანაში ინვესტირებასაც განვიხილავ. ვფიქრობ, ქვეყანა კარგად უმკლავდება პანდემიის, უკრაინაში ომისა და ინფლაციის გამოწვევებს, - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც ბრიტანეთისას ათჯერ აღემატება. დიდ პერსპექტივას ვხედავ მიზნობრივ ტურიზმში - სპორტული, სამედიცინო, ღვინის, ეკო მიმართულებით, - ეს ბუტიკური სერვისებია და საქართველომ, როგორც პატარა ქვეყანამ, სწორედ ასეთ ნიშურ და ძვირად ღირებულ ბიზნესზე უნდა გააკეთოს აქცენტი. საინვესტიციო პოტენციალს ვხედავ აგროწარმოებაში, ჰიდორ-ენერგეტიკაში, ტექნოლოგიურ სტარტაპებში და ასევე, კაპიტალის კერძო ფონდების განვითარებაში, - ამაზე მუდმივად ვსაუბრობ საერთაშორისო ბიზნესმედიაში.

R

• ლევანი

სწორი არის რეალისტი. დანარჩენში გეთანხმები.

• კ.მარქსი ფ.ენგელსი

ეგრეა ზუსტად!

• კ.მარქსი ფ.ენგელსი

2012 წელში ხართ ჩარჩენილები ისევ, ნაცი-შმაცი გელანდებათ ხველგან. სისხლის გუბეების და სისხლისმსმელი ნაციონალები და ა.შ. მსიფლიო წინ მიდის და აქ ჩაბნელებულ-გონებიანები ისევ ნაცი-ნაცოს გაიძახიან. ვაი საცოდავო საქართველო!

• კ.მარქსი ფ.ენგელსი

გეთანხმებით

• სოსო

რატომ ნერვიულობ?ნერვები დაიწყნარე,ვისაც რა აზრი აქვს იმას დაწერს და ეს პოლიტიკა რატომ შემოგაქვს??არ ვარ ნაცი!!!

• გიორგი

რა ყველგან ნაცები გელანდებათ ხალხო?! რა პარანოია გაქვთ ესეთი?!არც მე არ მჯერა ამ კაცის ოფტიმიზმის და ამიტომ ნაცი ვარ?? არ შემიძლია ჩემი აზრი დავაფიქსირო?? თუ თქვენ უნდა დაგეკითხოთ?

• ირაკლი

ცოტა რიალისტები ვიყოთ ჯობია,არც ექვს ერში მიგვიღებენ და არც ბრიტანელი ტურისტები ჩამოვლენ საქართველოში!!!

• ქართველი მამულისშვილი

იცი საერთოდ რა მინდა რო ვთქვა მესმის აზრის თავისუფლებაც და დემკრატიაც მაგრამ არ მესმის ამ ხალხის უაზრობების საერთოდ არააქვს სტატია წაკითხული რამოდენიმე მონაკვეთს მოავლო თვალი და ისეთ კომენტარს აკეთებს საერთოდ აცდენილია სტატიასთან საიტის ადმინ ესეთი კომენტარი ხო შეიძლება რო არ გამოაქვეყნო და ნამდვილ მკითხველს და თქვენი საიტის ერთგულებს არ მოუშალო ნერვები ალბათ რაც ეს საიტია დაარსებული იმის მერე ვადევნებ თვალს და ვეცნობი სიახლეებს მაგრამ მართლა არ ვაკეთებ კომენტარს დიდათ არც ვაქცევ ყურადღებას ეხლა ვეღარ მოვითბინე და მაგიტო დავწერე ამდენი მაპატიეთ არავის არ ვაყენებ შეურაცყოფას ვინც ეირსია ისინი კი გასრიალდნენ აქედან ეს ვი პარტისტები

• ქართველი მამულისშვილი

ოე ოეეე ჯერ გაიაზრე დანაწერი და ში აარსი გამოიტანე ნაც სექტანტო სირბანჯალა რო ეოყროყობ რაღაც სისულელეს კაც არ უთვია ინგლისელებითაა სავსე ბათუმიო უბრალოდ ბევრი ბრიტანელი დაინტერესდება და ახლო მომავალში მოუნდება წასვლაო ყველაფერი სწორი და კარგი იბაზრა ტუპმა და ეს ნაც სექტანტები ეგრწვე აპოლიტიკურებენ და იმ წამსვე ამჟღავნებენ რო მოღალატეები რო არიან

• ქართველი მამულიშვილი

შენ მაგარი ნაცი ხარ გეტყობა ვინც ხარ რეებს ბოდიალებთ ერთიც ა და მეორეც პირველ კომენტარზე ვამბობ კაცმა თქვა რასაც ხედავს და რაც ხდება საქართველოში მას არ უთქვამს ინგლისელი ტურისტებითაა სავსე ბათუმიო მან თქვა აწი გაუჩნდებათ სურვილი ბათუმის მონახულებისო და დაუკვირდით ან გაიაზრეთ დაწერილი და ისე ისაუბრეთ ეგრევე ყველაფერს აპოლიტიკურაბენ

• სოსო

აბაა,გადაივსო ბათუმი ბრიტანელი ტურისტებით!!რუსებს მიაქვთ ბათუმი,რა ოქსფორდი,რა კემბრიჯი, რის სამეფო ოჯახი და ინვესტიციები,ზღაპრები არიფეფის დასაბოლებლად!!!!!

• ზურა

ზოგადად მეცოდება პატარა კაცები რომლებსაც ბოღმა კლავთ, შენ საქართველომ რო იტალია დაამარცხა ეგეც ბოლი გგონია და ბრაზობ რატო მოხდა ასე

• კ.მარქსი ფ.ენგელსი

აბა რამდენი დაბოლდით?

• გიორგი

6 ერი კომერციული პროექტია, რომელიც ტრადიციულ პაექრობებს ეფუძნება. ამიტომ, 6 ერის მმართველობა ვერ დაუშვებს ვერც ერთი ბრიტანული გუნდის გავარდნას. რაგბში ჩახედულმა ჩემმა მეგობარმა გაცილებით რეალური გზა მონახა. მსოფლიო რაგბს თავისუფლად შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად დაუშვას მხოლოდ ის გუნდები, რომლებიც წინა ჩემპიონატზე პირველ 6, ან კიდევ უკეთესი პირველ 4 ადგილს დაიკავებენ. ამგვარად, სულ ცოტა იტალიასა და შოტლანდიას მოუწევთ რაგბი ევროპაზე თამაში მსოფლიო საგზურისთვის. ხანდახან უელსს, საფრანფეთს,ინგლისსა და ირლანდიასაც მოუწევთ რაგბი ევროპიდან მსოფლიო საგზურისთვის ბრძოლა. ჟურნალისტებო, მიაწოდეთ ეს აზრი ნიჟარაძეს, რაგბი ევროპისა და რაგბი მსოფლიოს მმართველობას!

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!