ჩილელმა საყრდენმა ხელი ტურინისკენ გაიშვირა: მაშ "ბაიერნს" რაღა?
„ლევერკუზენისა“ და ჩილეს ნაკრების საყრდენ არტურო ვიდალზე დიდი ამბებია ატეხილი. ჯერ ერთი, „ლევერკუზენს“ უნდა 24 წლის ნახევარმცველის შენარჩუნება და „ფარმაცევტების“ შეფები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ გუნდის ლიდერი „ბაიერში“ დარჩენაზე დაითანხმონ.

თუმცა ვიდალის დაყოლიება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან მიუნხენის „ბაიერნის“ გარდა (რეკორდმაისტერს არტუროს ყიდვა ძალიან უნდა), ჩილელის გადაბირება იტალიურ გრანდებს, „მილანს“, „ინტერს“, „იუვენტუსს“ და „ნაპოლისაც“ სურთ. თვითონ ფეხბურთელმა კი თქვა, ყველაზე კარგ ვარიანტად „იუვე“ მეჩვენებაო!

გერმანელი ექსპერტები უკვე დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ვიდალი არც „ლევერკუზენში“ დარჩება და არც „ბაიერნში“ გადავა. საქმე იმაშია, რომ „ფარმაცევტების“ ხელმძღვანელები სთხოვენ, თუ ჩვენგან წახვალ, „ბაიერნში“ მაინც ნუ გადახვალ და ჩვენს კონკურენტს ნუ გააძლიერებო.

„დასამალი არაფერია: ყველაზე მეტად „იუვენტუსის“ ვარიანტი მომწონს, თუმცა ტურინული კლუბის შეფებთან არ მისაუბრია. იმედია, „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელები ყველაფერს გაგებით მოეკიდებიან. ფაქტია, რომ მომავალზე უნდა ვიფიქრო და „იუვე“ მართლაც კარგი ვარიანტია,“ - უთხრა ვიდალმა „სქაი სპორტს“.

დასრულდება თუ არა კოპა ამერიკა, არტურო ვიდალის მომავალი მაშინვე გაირკვევა. ჩილელი მიმომხილველები წერენ, „იუვენტუსს“ ფეხბურთელის დიდი ფასი არ აშინებს - ტურინული გრანდი მზადაა, არტუროში 21 მილიონი ევრო გადაიხადოსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა