საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც 10-დღიან შეკრებას გაივლის. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სლოვენიის მაღალმთიან დაბა როგლაში დაბინავდა, სადაც სავარჯიშოდ იდეალური პირობებია შექმნილი. ამით საქართველოს ნაკრები კარსმომდგარი ევრობასკეტისთვის გენერალურ მზადებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 2 ოფიციალურ მატჩს გამართავს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში.

მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად რეალური შესაძლებლობა აქვს. ზუროსის გუნდს მეორე ჯგუფურ ეტაპზე კიდევ 6 მატჩი აქვს გასამართი იტალიასთან, ისლანდიასა და ნიდერლანდებთან. ევრობასკეტის დაწყებამდე, 24 და 27 აგვისტოს, საქართველო ნიდერლანდებთან და იტალიასთან საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს გამართავს.

მუხლის ტრავმის გამო გოგა ბითაძე ნაკრებს როგლაში ვერ გაჰყვა. გოგა ამერიკაში გაემგზავრა და თავის კლუბ "ინდიანაში" სამედიცინო გამოკვლევას ხელმეორედ გაივლის და იქ გადაწყვეტენ, როგორი სახის მკურნალობა დაუნიშნონ. როგორც კი მწყობრში ჩადგება, გოგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება – იქნება ეს სლოვენიაში, ნაკრების საქართველოში დაბრუნებისას თუ ევრობასკეტის წინ?! ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება ბითაძის მწყობრში ჩადგომას. როგლაში ვერ მიემგზავრება ნბა-ში საქართველოს მეორე წარმომადგენელი – სანდრო მამუკელაშვილი. მოგეხსენებათ, ნბა-ს ახალი რეგულაციებით პროფესიული ლიგის მოთამაშეს 28 დღე ეძლევა საიმისოდ, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში დაჰყოს. მამუკელაშვილს კი „მილუოკი ბაქსმა“ მკაცრად განუსაზღვრა ეს პერიოდი და ნება არ დართო, საქართველოს ნაკრებს ვარჯიშების პერიოდშიც შეერთებოდა. შესაბამისად, მამუკელაშვილს ჩვენს ნაკრებში ვარჯიშების დაწყების ნებართვა 4 აგვისტოდან აქვს.

სლოვენიური შეკრების დასრულების შემდეგ, 4 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები როგლადან 4 საათის სავალზე მდებარე უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში ავტობუსით გაემგზავრება, სადაც 5 და 6 აგვისტოს 2 სპარინგმატჩს გამართავს. უნგრეთთან პირველი დაპირისპირება მასმედიისთვის ღია იქნება და მას ქომაგებიც დაესწრებიან, ხოლო მეორე შეხვედრა დახურული ტიპის გახლავთ. 21-იდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ვარჯიშობდა. სლოვენიაში გამგზავრებამდე ჩვენი ნაკრების წევრებმა სამედიცინო შემოწმება და კორონავირუსზე PCR-ტესტები ჩაიტარეს.

უნგრეთში ამხანაგური მატჩების შემდეგ ჩვენი ნაკრები თბილისში გააგრძელებს ვარჯიშებს, ხოლო 11 და 13 აგვისტოს ისრაელის ნაკრებს სპარინგმატჩებში დაუპირისპირდება. 15 აგვისტოს ნაკრები ილიას ზუროსის სამშობლოში გაემგზავრება, სადაც ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში – “აკროპოლისის თასზე” მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელ საბერძნეთთან და საქართველოსთან ერთად ათენში თავს თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებები მოიყრიან.

GBF.GE

alexandre
წარმატებებს გისურვებთ, ბიჭებო! მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა! გაიხარეთ და გაგვახარეთ!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89