ინგლისის ჩემპიონშიპი სტარტს მალე აიღებს. შოთა არველაძე "ჰალთან" ერთად ახალ სეზონს პირველად იწყებს, მთავარი მიზანი კი წინაში შესრულდა - გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

დასუსტება და გაძლიერება

"ჰალი" იმ ფეხბურთელებმა დატოვეს, რომლებიც აქ იჯარით იყვნენ. ქართველი სპეციალისტის გუნდი ყველაზე გამოცდილ მოთამაშეს, ტომ ჰადელსტონსაც დაემშვიდობა. "ჰალს" ეს დაასუსტებდა, მაგრამ შოთას გუნდში 8 ახალწვეულია, უმეტესად, თურქეთის სუპერლიგიდან და სატრანსფერო საკითხებში მთავარი მწვრთნელი მაქსიმალურად ჩაერეოდა, რათა ყველა პრობლემა შეევსო. მეკარე მატ ინგრამი ისევ აქაა. ეგაა, ყველა სურვილის ასრულება ასე მარტივი მაინც ვერ იქნებოდა.

მოსამზადებელი ეტაპი

"ჰალმა" ახალი სეზონისთვის მზადება თურქეთში, "ფენერბახჩეს" წინააღმდეგ დაიწყო და (0:2) დამარცხდა. 16 ივლისს არველაძის გუნდმა 2 შეხვედრა გამართა და ორივეში გაიმარჯვა - ჯერ სტაილერ სმიტის დუბლით "ბრაიტონის" 23-წლამდელთა გუნდს (2:1) აჯობა, რასაც ესპანური "მალაგას" (3:1) დამარცხებაც მიაყოლა.

"ჰალმა" "კემბრიჯს" კი (2:1) მოუგო, მაგრამ პრემიერლიგის "ლესტერთან" და "პიტერბროსთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა - საკუთარ კარში 7 გოლი მიიღო და თავად არ გაუტანია. 23 წლის სმიტმა მოწინააღმდეგის კარი ისევ აიღო. როგორც ჩანს, "შეფილდის" ექსშემტევი გუნდის მნიშვნელოვანი ძალა იქნება.

ქართველის გარეშე

არველაძის გუნდს ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე აქტიურად საბა ლობჟანიძეს უკავშირებდნენ, თუმცა ის "ჰათაისპორში" რჩება. ამის მიზეზად მაშინ ფინანსური მიუწვდომლობა დასახელდა. მოლოდინი საკმაოდ დიდი იყო, რომ შოთას გუნდში ერთი ქართველი მაინც ითამაშებდა. აზაროვის გვარიც გაჟღერდა, თუმცა ის ბრიტანეთის სამუშაო ვიზის აღებას ვერ ახერხებდა.

მიზნები

"ჰალის" ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ გუნდის მიზანი მოწინავე ექვსეულში ყოფნას და პრემიერლიგაში პლეი-ოფიდან მოხვედრას გულისხმობს, რაც ძალიან რთული იქნება.

"ჰალი" სეზონს 30 ივლისს, "ბრისტოლთან" სტუმრობით იწყებს, 9 აგვისტოს კი "ბრედფორდთან" თასზეც ჩაერთვება. პირველი სერიოზული გამოცდა 13 აგვისტოს იქნება, როცა ისინი ფინელ ფორვარდ ტეემუ ჰუკის "ნორვიჩს" უმასპინძლებენ. იქვე "ვესტ ბრომვიჩთან" სტუმრობაცაა.

საკადრო რესურსი

არველაძის გუნდი "ნოტინგემის" პორტუგალიელ მცველ ტობიას ფიგურედოთი გაძლიერდა. მან დაცვის ცენტრალური ზონა უფრო სტაბილური უნდა გახადოს.

პრემიერლიგაში აღზევებული "ფულემიდან" შოთამ 31 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი ჟან მიჩელ სერი დაიმატა. "ანტალიასპორიდან" გადაბირებული დოგუკან სინიკი საგოლე პასებით გამოირჩევა, ისევე, როგორც "ფენერბახჩეს" და "უოტფორდის" ყოფილი წევრი იზამ ტიფანი. განელ ფორვარდ ბენჟამინ ტეტეს თურქეთის ჩემპიონატის განვლილ სეზონში 7 გოლი და 2 შედეგიანი პასი ჰქონდა.

არველაძე ინგლისის რანგით მეორე ლიგას უკვე მშვენივრად იცნობს, დანარჩენი კი ერთად ვნახოთ. ვისურვოთ, წარმატებული წელი გამოუვიდეს.

გელა
სრულიად გეთანხმები ყველაფერში,,აშკარად არ უნდა არც ერთი ქართველის წაყვანა და ისეთი გვარები დაასახელა კარიერის მიწურულსაც რო არ გადავლენ მაგ მაჩანჩალა გუნდში,,არ გავს ქეცბაიაას კაცმა სადაც წაქცეული ქართველი ფეხბურთელი ნახა ყველა თავისთან წაიყვანა და ფორმაში ჩააყენა ეს კიდე კვარას და მამარდას ითხოვს მაინცდამაინც,,არ მჯერა რო თუნდაც ბუდუ,,ზურიკო,,ლობჟანიძე,,კვირკველია,,ტაბიძე,,კაკაბაძე,,კვეკვე,,წიტა,,ჩაკვე,,კიტე,,ამ ბიჭებიდან მაგის მაჩანჩალა გუნდს რო ვერც ერთი ვერ გააძლიერებდა,,კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეილება და თვითონაც კარგად იცის რო არიან საქართველოში ისეთი ტალანტები რომლებიც მაგის ჰალში თავისუფლად იქნებოდნენ ძირითადში მარა არ მიყავს შეგნებულად,,სამაგიეროდ თურქეთიდან ხო ჩაზიდა ერთი ვაგონი მეორადი ფეხბურთელები
ლევან მაღლაკელიძე
გუნდი არა ყავს, ფული არააქვთ ალბათ. რა ექვსეული და ფლეიოფი, თუ არ გავარდა, დიდია.
კახა ქ.
ამ ინგლისმა ხო თავისი შეზღუდვებით ტვინი წაიღო.ძაან მკაცრად არის მაქ მოხვედრა.რავიცი,მე ესე ვიციდა....რაც შეეხება ჰალს, ისევ ბრძოლა მოუწევს ალბათ დარჩენისთვის.წარმატებები შოთის
Gia
რაის დვალი კარგი რა

დავითაშვილი წაიყვანოს, გაგნიძე ან რავიცი, დვალი იქნება თუ თუნდაც ვინმე ახალგაზრდა და მეორე გუნდში დაასაქმოს ასე რომ ვთქვათ. მარა არა, ან ვალენსიაში მოთამაშე მეკარე უნდა ან ნაპოლიში მოთამაშე კვარაცხელია. თურმე ასეთ კლუბებში ძირითადში (ყოველშემთვევაში ამ დროისთვის) მოთამაშე ქართველები უნდა მარტო, ვინმე სხვა ქართველი ფეხბურთელი არ ეკადრება ჩემპიონშიფის მაჩანჩალა გუნდს.
ar dabloko tu zma xar
ეს ზმები არან ტიპიური აპერისტები ხალხო გაახილეტ ტვალები
L.J .
Araperi shotis sawinaagmdego ara maq,magram realobas ro shevxedot tu gadarchen gavardnas kargi shedegi iqneba halistvis...
Dato
პრაგმატულად აზროვნებს რა, საკუთარ თავს უფრთხილდება და ქართველის აყვანისთვის არ გამაკრიტიკინო. ყველა ქეცბასავით ჯიგარი ვერ იქნება… ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებები! რაც მეტი ქართველი იქნება წარმატებული, ჩვენთვის ყველასთვის უკეთესი იქნება
კაპიტან გარდენბურგი
რათქმაუნდა შოთას წარმატება სასიხარულო იქნება, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი თუ ეყოლებოდა ვუყურებდი კიდეც და ვუგულშემატკივრებდი, ეხლა კი პრინციპში რაც უნდა ის უქნია ჰალს, მაგის ყურებას რა აზრი აქვს. სულელური გადაწყვეტილებაა ქართველის არ მიყვანა და თურქეთის ჩემპიონატიდან გავსება გუნდის. სუ ლე ლუ რი :)
tngh
წარმატებები შოთის!!!
1.2.3.4.5.
კიდევ ბევრი აქვს სასწავლი არც ისე კარგი მწვრთნელია
ჯაბა
მთელი სუპერლიგა თუ იყიდეთ, საბა რა გახდა, მაგრამ არ უნდა ამ კაცს ქართველთან
Gia
Lobjanizis yidva tuar sheudzlia ra premier ligazea saubari.welsac darchenaze mouwevs brzola.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"