წყალტუბოს "სამგურალი" საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ბრაზილიელ ლეგიონერთან, ჯეფერსონ ჯერალდოსთან საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს.

"სამგურალის" ბრაზილიელი ლეგიონერი ჯეფერსონ ჯერალდო საქართველოში 2016 წლიდან თამაშობს და ქართულად საუბარიც შეუძლია. ჯეფინიო ჩვენს გუნდში ქობულეთის "შუქურადან" წლეულს გადმოვიდა და "სამგურალისთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა. მიმდინარე ჩემპიონატში მან 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

- ჯეფი, თავდაპირველად მოგვიყევი, სად თამაშობდი და საქართველოში როგორ აღმოჩნდი?

- ბრაზილიაში ჩემი პირველი გუნდი "ტიგრეს დუ ბრაზილი" იყო. "კარიოკას" რიგებში ბრაზილიის უმაღლეს ლიგაშიც ვითამაშე. იმ პერიოდში ისეთი ცნობილი ვარსკვლავების წინააღმდეგ მითამაშია, როგორებიც რონალდინიო, ანდრიანი და ჟუნინიო პარამბუკანო იყვნენ. სამშობლოდან წასვლის შემდეგ 6 თვე ნიკარაგუაში ვასპარეზობდი, იქიდან კვიპროსის "ეთნიკოსში" გადავედი, შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონატში, ქობულეთის "შუქურაში" ჩამოვედი.

- 6 წელიწადია საქართველოში თამაშობ, რას ფიქრობ ქართულ ფეხბურთსა და საქართველოს ჩემპიონატზე?

- ქართველები ტექნიკურები და ჭკვიანები არიან, იციან ფეხბურთის თამაში. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ აქ საკმაოდ კარგი სისწრაფეებია, სწრაფად გადადიან დაცვიდან შეტევაში და პირიქით. ბრაზილიის ჩემპიონატში კი მეტად ტექნიკურ და კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს, თუმცა უმრავლესობა ადრე ტოვებს ჩემპიონატს. თუ ქართულ ფეხბურთში შედარებით მეტი ინვესტიცია ჩაიდება, არის პერსპექტივა, რომ ჩემპიონატის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატოს.

- "სამგურალში" ახალი სეზონის დაწყებამდე გადმოხვედი, რას იტყვი შენს ახალ კლუბზე, როგორ მოგწონს აქ თამაში?

- "სამგურალში" პირველ სეზონს ვატარებ და აქ ძალიან მომწონს. ძლიერი გუნდი გვყავს, კარგ სეზონს ვატარებთ. მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც პროფესიონალები არიან. ბევრს შრომობენ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. ყველა დეტალს მაქსიმალური ყურადღებით ეკიდებიან და საერთო ჯამში, ამას კარგ შედეგამდე მივყავართ. იმავეს ვიტყოდი გუნდის სტაფზე, "სამგურალში" საქმის მცოდნე, მშრომელი ადამიანები მუშაობენ. ექიმი, მასაჟისტები, ადმინისტრატორი თუ სხვა, დაუღალავად მუშაობენ და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

- "სამგურალი" 20 ტურის შემდეგ ლიდერთა სამეულშია. შენი აზრით, რა იქნება გუნდის მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში?

- განვლილმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ კარგი ფეხბურთის თამაში და სტაბილურად ასპარეზობა შეგვიძლია. თუკი ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ასე გავაგრძელებთ, დიდი შანსია, რომ ევროტურნირებზე გავიდეთ. ამის რესურსი გვაქვს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

- ჯეფინიო, ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი ხარ, თუმცა მიმდინარე ჩემპიონატში რამდენიმე მატჩში ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშე და ძალიან კარგადაც - იმ მატჩებში 4 გოლი გაიტანე. შენთვის რომელ პოზიციაზე უფრო კომფორტულია თამაში?

- თავდამსხმელების უკანაც და ფორვარდად. თუმცა ფეხბურთელში ყველაზე მეტად უნივერსალიზმს ვაფასებ. სადაც მწვრთნელს დასჭირდები, იქ უნდა შეგეძლოს თამაში. რა პოზიციაზეც ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გამამწესებს, იქ ვითამაშებ.

- ქართულმა სპორტულმა მედიამ არაერთხელ შეგიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. თბილისის "დინამოსთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს და ქალაქის მერმა სპეციალური პრიზიც გადმოგცა. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ასეთი ყურადღება?

- რა თქმა უნდა, სასიამოვნო და ამაღელვებელი მომენტია, მაგრამ ეს არ არის მარტო ჩემი დამსახურება, ეს მთლიანად გუნდის დამსახურებაა, მარტო ვერაფერს გავხდებოდი.

- ახლა გუნდის მზადების შესახებ ვისაუბროთ. როგორ მიმდინარეობს თურქული შეკრება?

- მაღალმთიან კურორტზე ვართ, ერზრუმთან ახლოს - პალანდოკენში. ძალიან კარგი შეკრებაა. შესანიშნავი ადგილია, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ვართ. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა ვარჯიში, მაგრამ აკლიმატიზაციის გავლის შემდეგ ყველაფერი მწყობრში ჩადგა. ორი ამხანაგური შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, 28 და 30 ივლისს. ჩვენთვის ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია. მწვრთნელი სხვადასხვა სათამაშო სქემას დაამუშავებს, ვნახავთ, როგორ ფორმაში ვხვდებით ჩემპიონატის მეორე ეტაპს. შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდებით და 7 აგვისტოს სეზონს სათასო შეხვედრით განვაახლებთ.

- საინტერესოა შენი თვალით დანახული საქართველო...

- საქართველო ძალიან მიყვარს. აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. მეგობრულობით და სითბოთი ბრაზილიელებს შევადარებდი. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობები, თავისუფალ დროს ხშირად ვატარებ ჩემს მეზობლებთან. განსაკუთრებით ძალიან მიყვარს " მუმუს" და ელისოს ოჯახი. მომწონს წყალტუბოში ცხოვრება, ლამაზი, წყნარი ქალაქია, ბევრი სიმწვანით. ხშირად ვსეირნობთ პარკში. მიყვარს ქართული კერძები, განსაკუთრებით, ხაჭაპური და მწვადი, ჩემს მეუღლეს კი - ხინკალი.

- საქართველოზე იმდენად ხარ შეყვარებული, კარიერის დასრულების შემდეგ აქ დარჩენაზე ხომ არ გიფიქრია?

- ამის თაობაზე ხშირად ვფიქრობ. ბრაზილია მენატრება, მაგრამ საქართველო ისე მიყვარს, ვფიქრობ, რომ საცხოვრებლად აქ დავრჩები და კარიერის დასრულების შემდეგ ბავშვების მწვრთნელად ვიმუშავებ.

კ ო მ ბ ლ ე
ტაშიიი! თავის ქვეყანას ვინც ღალატობს, ჩვენსას უერთგულებს? ჩვენი ემიგრანტებისა არ იყოს, გულზე მჯიღს იცემენ „საქართველოს გაუმარ...ჯოოოს“! მარა ცხოვრება სხვაგან ურჩევნიათ, ჩემი ჩათვლით ყველა დასახვრეტია! კედელთან უნდა მიგვაყენონ და ბაც! ბაც! და კიდევ ერთხელ ბაც! კანტრილკა.. განა რა ღირს ერთი ცალი ტყვია? მისი ფულიც ჩვენ უნდა გადაგვახევინონ, აი ასე დავამარცხებთ ქვეყნის მოღალატეებს და მაშინ გაბრწყინდება საქართველო..
დ
საქართველო ვისაც უყვარს, კეთილი იყოს მათი მობრძანება.
ვენეციის კომისია
კარგი ფეხბურთელია ეს...
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-1 ტორპედო. ქეცბაიას პირველი მარცხი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 სამგურალი. ერთი შეცდომის ფასი
მიქაუტაძემ გაიტანა - "ვილიარეალი" "ატლეტიკოს" ანადგურებს
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
"ბრენტფორდთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"ჩვენ რომ ლამაზად ვთამაშობდით, რა მოვიგეთ?" - გლები "არსენალის" კრიტიკას გამოეხმაურა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
სრული ქაოსი და ვარაუდები ალისონთან და მამარდაშვილთან დაკავშირებით
დუე: კვარაცხელია განსაკუთრებულია - ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს
ენცო "ჩელსის" ტოვებს - არგენტინელს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
"ჩემი ხანგრძლივი კარიერის მიზეზი ეს არის" - ლუკა მოდრიჩი
"მხოლოდ სახელის გამო ვერ გამოვიძახებდი" - ტუხელმა პალმერის განაცხადს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა
"ჰოლანდი თუ ალვარესი?" - ლაპორტამ ჭორები გააქარწყლა
"ვაღიარებ, ამას წლებია ყველაზე მეტად ვნანობ" - პეპ გვარდიოლა
[VIDEO] ვემბანიამას 26 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ფინალურ სერიაში "ოკლაჰომა" დაწინაურდა
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
აირია მონასტერი: ალისონი ბრუნდება, მედია მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს, სლოტი იხტიბარს არ იტეხს
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან