საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში პირველი ვარჯიში გამართა. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში ჩვენს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. ახლა, როცა თოვლი არაა, როგლას კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა სათამაშო სპორტის სახეობის წარმომადგენლებისთვის მოსამზადებლად იდეალური ადგილია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს სასტუმრო “ნატურა როგლა” სრულად აქვს დაკავებული და სავარჯიშოდ ფეხით 5 წუთის სავალ დარბაზში დადის. სასტუმროსთან ერთად ნაკრების წევრებს საშუალება აქვთ სატრენაჟოროთი სავარჯიშო დარბაზშიც ისარგებლონ, თუმცა ფიზმომზადებამდე ილიას ზუროსი კალათბურთელებს ბურთით ფორსირებულად ავარჯიშებს. როგლაში პირველივე ვარჯიში კომბინაციების გათამაშებით იყო დატვირთული, რის პარალელურად გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელმა ირაკლი შიოშვილმა მოთამაშეებს სარელაქსაციო, მოთელვითი ვარჯიშები ჩაუტარა.

პირველმა ვარჯიშმა სახალისოდ და პროდუქტიულად ჩაიარა. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კალათბურთელებს განტვირთვის საშუალება მიეცათ. ყველა კალათბურთელი მწყობრშია და მეტი და მეტი დატვირთვისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1-ელი სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება.

GBF

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო